მთავრობა მეფრინველეობის სექტორს  საგადასახადო შეღავათებზე ისევ უარს ეუბნება

მთავრობა მეფრინველეობის სექტორს საგადასახადო შეღავათებზე ისევ უარს ეუბნება

access_time2018-06-27 13:30:00

ახალი პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ინიციატივით, საგადასახადო კოდექსში ცვლილებები დაანონსდა, თუმცა ეს მეფრინველეობის დარგს ისევ არ ეხება. მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარე ზურაბ უჩუმბეგაშვილი „კომერსანტთან საუბრისას აცხადებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში მეფრინველეობის დარგში არსებული პრობლემები საგანგაშოდ რთულია. მიუხედავად ამისა, შექმნილი ვითარებით არც აღმასრულებელი და არც საკანონმდებლო ხელისუფლება არ ინტერესდება.


უჩუმბეგაშვილის ინფორმაციით, სწორედ ასეთი დამოკიდებულების და მიდგომის გამო, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქვეყანაში ძალიან ბევრი წარმოება დაიხურა. მაგალითად, ალგეთის მეფრინველეობის ფაბრიკა, ნოსტეს მეფრინველეობის ფაბრიკა, საჩხერის მეფრინველეობის და მუხრანის მეფრინველეობის ფაბრიკები კვერცხს აღარ აწარმოებს.


გარდა ამისა, დაახლოებით 7-8 წლის განმავლობაში, ფაქტობრივად კვერცხის და ხორცის წარმოების მოცულობა არ გაზრდილა.


როგორც უჩუმბეგაშვილი აცხადებს, კვერცხის წარმოების ვერ განვითარებას რამდენიმე მიზეზი აქვს. მათ შორისაა, დღგ-სგან ვერ გათავისუფლება და საზღვრის დაუცველობის პრობლემა. მისი თქმით, ეს კანონი მიღებულია, თუმცა, არ სრულდება.


„რეალურად ქვეყანაში არ უნდა შემოდიოდეს ის პროდუქცია, რომელიც ხარისხითაც ნაკლებია და დემპინგური ფასითაა წარმოდგენილი. კვერცხის მიმართულევით არ არის საჭირო იმპორტი, რადგან ქვეყანა საკუთარ მოთხოვნას 100 პროცენტით იკმაყოფილებს,“-აცხადებს უჩუმბეგაშვილი.



როგორც მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებს, სახელმწიფო ბიუჯეტში კვერცხის წარმოებიდან 30 მილიონი ლარი შედის და იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ დარგში საგადასახადო შეღავათების არ გავრცელების მიზეზიც სწორედ ეს შეიძლება იყოს.


„თუ ვიღაცას ეკონომიკა ესმის, შეუძლია დათვალოს, თუ დარგი დღგ-ს გადასახადის 18 პროცენტიანი განაკვეთისგან გათავისუფლდება და ფასი შენარჩუნდება, მაშინ ფასთა შორის სხვაობით 15 პროცენტი ისევ ბიუჯეტში შევა, დასაქმდება ხალხი, ამას საშემოსავლო გადასახადიც დაემატება, განვითარდება თანგამყოლი დარგები, ასე რომ საშუალო ხანგრძლივობის პერსპექტივაში ეს 30 მილიონი ლარი სრულად კომპენსირდება,“ აცხადებს უჩუმბეგაშვილი.



როგორც ცნობილია, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ეკონომიკური პროგრამის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი რძისა და ფარმაცევტული ინდუსტრიების დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლებაა. ბახტაძის თქმით, ეს ქვეყანაში ამ ინდუსტრიის განვითარებას ხელს შეუწყობს. ბახტაძე ამბობს რომ ეს ნაბიჯი ფარმაცევტულ ინდუსტრიას იაფ იმპორტთან კონკურენციას გაუმარტივებს.



მცირე და საშუალო ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელის, მიხეილ ჭელიძის თქმით კი, ის, რის გამოც მთავრობა მწარმოებლებს დღგს-გან გათავისუფლბაზე უარს ეუბნება, ამ სექტორიდან საკმაოდ სოლიდურ საბიუჯეტო შემოსავლებს უკავშირდება. 


ავტორი: სოფო ქსოვრელი 






ქართული კლუბები ევროტურნირებზე მაყურებლების გარეშე – უეფას ახალი გადაწყვეტილებები

ქართული კლუბები ევროტურნირებზე მაყურებლების გარეშე – უეფას ახალი გადაწყვეტილებები
access_time2020-08-10 19:00:43
6 აგვისტოს უეფას ორგანიზებით მორიგი ვიდეო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს წევრი ასოციაციების გენერალური მდივნები მონაწილეობდნენ. აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეს-სამსახური ავრცელებს. შეხვედრაზე უეფას ეგიდით გასამართ უახლოეს საკლუბო და სანაკრებო მატჩებზე იმსჯელეს. გადაწყდა, რომ ევროპა ლიგის ოთხივე ეტაპზე და ჩემპიონთა ლიგის სამ ეტაპზე მატჩები მაყურებლის გარეშე გაიმართება, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის...

დონალდ ტრამპმა ამერიკელებს TikTok-ით სარგებლობა აუკრძალა

დონალდ ტრამპმა ამერიკელებს TikTok-ით სარგებლობა აუკრძალა
access_time2020-08-10 20:00:57
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკელებს ჩინური კომპანიების ByteDance და Tencent-ის სერვისებით ყოველგვარი სარგებლობა აუკრძალა - მათ შორისაა მოკლე ვიდეოჩანაწერების სერვისიTikTok და მესენჯერი WeChat. აკრძალვის ქვეშ ყველა გარიგება მოხვდება, მათ შორის მოლაპარაკებები წილების შეძენასთან დაკავშირებითაც. ტრამპის ბრძანებულება ძალაში 20 სექტემბერს შევა. გადაწყვეტილებას წინ პრეზიდენტის მუქარები უძღოდა. შემდეგ, 6 აგვისტოს, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა...

წლევანდელი წელი მთლიანად ჩავარდა - სამთო საექსპედიციო ტურიზმი ჯავშნებს მხოლოდ მომავალი წლიდან ელოდება

წლევანდელი წელი მთლიანად ჩავარდა - სამთო საექსპედიციო ტურიზმი ჯავშნებს მხოლოდ მომავალი წლიდან ელოდება
access_time2020-08-10 18:00:32
კორონავირუსის პანდემიის გამო, საზღვრების ჩაკეტვამ და ფრენების გადადებამ, ტურიზმზე დამოკიდებული კომპანიების შეჩერება გამოიწვია. ერთ-ერთი ასეთი, მთაში მოგზაურობის და თავგადასავლების სააგენტო Mountain Freak-ია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმარს ალპინისტურ, სალაშქრო, „ტრეკინგ“ თუ კულტურულ -ფოლკროლურ ტურებს სთავაზობს. პანდემიამდე მთელი სეზონი დაჯავშნილი იყო, თუმცა კორონავირუსმა გეგმები შეცვალა და წლევანდელი წელი მთლიანად ჩავარდა, ამის შესახებ „კომერსანტი“...

მთავრობა „თელასის“ კაპიტალში კუთვნილი აქციების წილს ჰყიდის

მთავრობა „თელასის“ კაპიტალში კუთვნილი აქციების წილს ჰყიდის
access_time2020-08-10 17:00:11
„საპარტნიორო ფონდი“ სს „თელასის“ კაპიტალში კუთვნილი აქციების წილის - 24.5%- ის გასასხვისებლად საჯარო აუქციონს აცხადებს. ინფორმაციას საპარტნიორო ფონდი ავრცელებს. საჯარო აუქციონის საწყისი ფასი შეადგენს 10 511 211.08 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში. ბიჯის ოდენობაა 50,000 ლარი. აუქციონის დროს დაფიქსირებული ფასი დაკონვერტირდება აშშ დოლარებში აუქციონის გამოცხადების დღისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად. საჯარო აუქციონი 2020 წლის...

გველის თუ არა უფრო ღრმა კრიზისი?!

გველის თუ არა უფრო ღრმა კრიზისი?!
access_time2020-08-10 16:00:18
ამომრჩევლის მოსყიდვა თუ კრიზისის დროს შეხიდება? ახალ სოციალურ პაკეტს, რომელიც მთავრობამ მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფს შესთავაზა, უკვე მოჰყვა არაერთგვაროვანი შეფასებები. რადგან არჩევნებამდე 3 თვეა, ოპოზიციამ ჩათვალა, რომ ხელისუფლება იმ ამომრჩევლის გულის მოგებას ცდილობს, ვინც შესაძლოა „ქართული ოცნების“ 8-წლიანი მმართველობით კმაყოფილი არ არის. ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ამ პროგრამებს არჩევნებთან საერთო არაფერი აქვს და აანონსებენ, რომ შესაძლოა კიდევ ერთი სოციალური პაკეტი მომავალი წლის...


მსგავსი სიახლეები

up