„მეფრინველეობის დარგს ბელარუსიდან  შემოტანილმა კვერცხმა პრობლემები შეუქმნა“

„მეფრინველეობის დარგს ბელარუსიდან შემოტანილმა კვერცხმა პრობლემები შეუქმნა“

access_time2019-11-08 15:00:29

ბოლო რამდენიმე წელია მეფრინველეობის დარგი საკუთარ პრობლემებზე საჯაროდ საუბრობს. ამ მიმართულებით სექტორს არაერთი პრობლემა უდგას, თუმცა, ასოციაცია და თავად მეფრინველეობის კომპანიები ორ მთავარ ფაქტორს გამოყოფენ. ესენია ინდუსტრიის დღგ-ს განთავისუფლება და ადგილობრივი წარმოების, იმპორტისგან დაცვა. მართლაც მეფრინველეობა სოფლის მეურნეობის ერთადერთი დარგია, რომელიც დღგ-თი იბეგრება, ხოლო იმპორტირებული კვერცხი და ქათამიც, ხშირად დახლებზე ადგილობრივ პროდუქტზე იაფად იყიდება.


როგორც კომპანია “ჩირინას” დამფუძნებელი, რეზო ვაშაკიძე აცხადებს, იმპორტირებული პროდუქცია სერიოზულ პრობლემებს უქმნის ადგილობრივ წარმოებას. თუმცა, ვაშაკიძის აზრით, ამ პრობლემას მხოლოდ ანტიდემპინგური კანონი ვერ მოაგვარებს.


“ცხადია, დემპინგის პრობლემა დგას და წლების წინაც იდგა, თუმცა მხოლოდ ანტიდემპინგური კანონის შემოღება ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს. საქმე ის არის, რომ ქვეყანას ამ მიმართულებით არანაირი სტანდარტი არ გააჩნია.


მაგალითად, თურქეთში არის სამი კატეგორიის ქათამი, მესამე კატეგორიის ქათამი წარმოადგენს ყველაზე დაბალ სტანდარტს და ის თურქულ მაღაზიებში არ იყიდება. ის გადის მხოლოდ ექსპორტზე, ისეთ ქვეყნებში, რომელთაც არ აქვთ შეზღუდვა ამ მიმართულებით, შესაბამისად შემოდის საქართველოშიც.


ცხადია, ის ჩვენს პროდუქტთან შედარებით, გაცილებით დაბალი ხარისხისაა, თუმცა მომხმარებელმა ამის შესახებ არაფერი იცის და ფასის სიმცირიდან გამომდინარე ყიდულობს იმპორტირებულ, დაბალხარისხიან ქათმის.


შესაბამისად, ჩვენ ავამუშავებთ თუ არა ანტიდემპინგურ კანონს, იმპორტირებული პროდუქცია, მაინც პრობლემებს შეუქმნის ადგილობრივ წარმოებას მანამ, სანამ ეს სტანდარტები ჩვენს ქვეყანაში არ დაინერგება. სანამ, არ მოხდება საქართველოშიც დაბალხარისხიანი და მაღალხარისხიანი ქათმისა, თუ კვერცხის გამიჯვნა ერთმანეთისგან”, – აცხადებს ვაშაკიძე.



სპეციალისტები კი ადგილობრივი წარმოების იმპორტისგან დაცვას მხარს უჭერენ და მიიჩნევენ, რომ ანტიდემპინგური კანონი დიდი ხნის წინ უნდა მიეღო ქვეყანას. როგორც ეკონომისტი და “აფბა-ს” ვიცე-პრეზიდენტი, პაატა ბაირახტარი მიიჩნევს, იმპორტირებულმა პროდუქციამ დემპინგური ფასებით არაერთ დარგში შეაღწია და მნიშვნელოვანი ხარვეზები შექმნა.


“მოდით შევხედოთ მსოფლიოს ქვეყნებს, თანაც ჩვენზე საკმაოდ განვითარებულ და ძლიერ ქვეყნებს. მაგალითად, აშშ, რომლის ეკონომიკაც არამხოლოდ ჩვენს ეკონომიკაზე ჯანსაღია, არამედ მსოფლიოს მოწინავე ეკონომიკებში ლიდერობს. თვით ასეთი მძლავრი ეკონომიკის ქვეყნებიც ატარებენ მეტ-ნაკლებად პროტექციონისტულ პოლიტიკას და იცავენ ადგილობრივ წარმოებას იმპორტისგან.


ამის ნათელი მაგალითი იყო ამერიკის გადაწყვეტილება ფოლადის დაბეგვრასთან დაკავშირებით. პროტექციონისტულ პოლიტიკას ატარებს ჩვენი მეზობელი თურქეთიც, რომლის ეკონომიკაც ასევე ძლიერია ჩვენს ეკონომიკაზე. დღეს არსებობს მოსაზრება, რომ თუ ღია ბაზრის ეკონომიკა გაქვს არ შეიძლება პროტექციონისტული მიდგომების გატარება. როგორც ვხედავთ, თვით შტატებიც, რომელიც კაპიტალიზმის სამშობლოა, ისიც კი იცავს ადგილობრივ წარმოებას, იმპორტისგან და ეს სავსებით ნორმალურია”, – ამბობს ბაირახტარი.


ბაირახტარმა კონკრეტულ დარგებზეც ისაუბრა და დაასახელა ის ინდუსტრიები, რომელიც დემპინგური ფასით შემოსულმა იმპორტულმა პროდუქციამ დააზარალა.


“ასეთი ფაქტი ბევრი მიმართულებით იყო, მაგრამ რადგან მეფრინველეობის დარგზე მეკითხებით დავიწყოთ აქედან. მაგალითად, არც თუ ისე დიდი ხნის წინ, მეფრინველეობის დარგს მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა ბელარუსიიდან შემოტანილმა კვერცხმა.


საქმე ის იყო, რომ ბელორუსიამ აწარმოა იმაზე გაცილებით დიდი რაოდენობის კვერცხი, ვიდრე ამის მოთხოვნა ჰქონდა და შემდეგ მოუხდა პროდუქციის ნებისმიერ ფასად გასაღება სხვადასხვა ქვეყნებში. ამ ქვეყნების ჩამონათვალში საქართველოც იყო. იმხანად ეს ბელორუსიის სოფლის მეურნეობის პრეს-სპიკერმაც აღიარა.
ასეთი იყო არმატურის ქეისი, როდესაც ირანიდან შემოდიოდა დიდი რაოდენობის არმატურა დემპინგურ ფასში. მაგრამ, აქ სხვა ფაქტორიც იყო, ამ არმატურის ხარისხი გაცილებით დაბალი იყო ადგილობრივ ნაწარმთან შედარებით და ის ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა.


ანალოგიური სიტუაცია გვქონდა ცემენტთან დკავშირებით, როდესაც ასევე ირანიდან შემოდიოდა დიდი რაოდენობის ცემენტი დემპინგურ ფასად, რამაც პრაქტიკულად დაძირვის რისკის წინაშე დააყენა ადგილობრივი მეწარმეები. უბრალოდ მაშინ ირანულ მხარეს თავად აღარ ეყო იმის რესურსი, რომ ასეთ დაბალ ფასში ხანგრძლივად გაეგრძელებინა იმპორტი საქართველოში, სწორედ ამან გადაარჩინა ადგილობრივი წარმოება.


თუმცა, ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ პრობლემებისა, რომელიც დემპინგური ფასით შემოსულმა საქონელმა შეუქმნა ადგილობრივ წარმოებას. სწორედ ასეთი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად არის საჭირო ანტიდემპინგური კანონი, თორემ, ცხადია, იმპორტიორებს არავინ ერჩის და თუ ადგილობრივი წარმოება არარენტაბელურია, ხელოვნურად მის გადარჩენასა და სუბსიდირებას არავინ აპირებს, არც ეს კანონი ისახავს ამ მიზნებს”, – აცხადებს ბაირახტარი.


bfm.ge





„საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს შორის ერთ-ერთი მათი თანამშრომელია

„საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს შორის ერთ-ერთი მათი თანამშრომელია
access_time2020-02-28 17:47:55
„საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს შორის ერთ-ერთი მათი თანამშრომელია.ამის შესახებ „საქართველოს ბანკის“ განცხადებაშია ნათქვამი.  „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევებს შორის ერთ-ერთი, რომელმაც იტალიაში იმოგზაურა, ჩვენი თანამშრომელია. ის საქართველოში 26 თებერვალს ჩამოფრინდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და...

სს ,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა’’ ბაზარზე ოპერირებას „გრინ დაზღვევა საქართველოს“ სახელით გააგრძელებს

სს ,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა’’ ბაზარზე ოპერირებას  „გრინ დაზღვევა საქართველოს“ სახელით გააგრძელებს
access_time2020-02-28 17:18:14
კომპანია „მეტრო ჰოლდინგმა“ და შპს „ახალი საინვესტიციო შესაძლებლობემა “ ,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა“ წლის დასაწყისში იყიდა. თებერვალში დაიწყო კომპანიის რებრენდინგი, შეიცვალა კომპანიის სახელი „გრინ დაზღვევა საქართველო/ GREEN INSURANCE GEORGIA” და სადაზღვეო კომპანია ბაზარზე განახლებული პოზიციონირებით წარსდგება. მიღებული იქნა გადაწყვეტილება საწესდებო კაპიტალის ზრდასთან დაკავშირებით - ,,გრინ დაზღვევა საქართველოს’’ კაპიტალი 10,000,000 ლარამდე გაიზარდა, რაც ხელს უწყობს...

ირანისა და იტალიის მიმართულებით სატვირთო გადაზიდვები შეჩერდა

ირანისა და იტალიის მიმართულებით სატვირთო გადაზიდვები შეჩერდა
access_time2020-02-28 16:33:46
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ ირანისა და იტალიის მიმართულებით საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ნებართვების გაცემა და გაცემული ნებართვების მოქმედება შეაჩერა.აღნიშნული შეზღუდვების მიზეზად ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებები სახელდება. „ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო“ გაცნობებთ: 2020 წლის 28 თებერვლიდან შეჩერებულია საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანისა და საერთაშორისო...

წყალტუბოს სანატორიუმებს საპრივატიზაციოდ ამზადებენ

წყალტუბოს სანატორიუმებს საპრივატიზაციოდ ამზადებენ
access_time2020-02-28 16:11:23
წყალტუბოს სანატორიუმები საპრივატიზაციოდ მზადდება. საინვესტიციო პაკეტზე ქონების მართვის სააგენტოს მუშაობა რამდეინმე უწყებასთან უკვე დაწყებული აქვს. „წყალტუბოს სანატორიუმები ის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელიც სახელმწიფოს ბალნეოლოგიური და ტურისტული მიმართულების პროფილის მქონე ინფრასტრუქტურის ათვისების თვალსაზრისით აქვს. ვმუშაობთ, რომ საინვესტიციო პაკეტი სრულყოფილი ფორმატით შევთავაზოთ ბიზნესს. ეს გულისხმობს, სივრცითი დაგეგმარების თვალსაზრისით...

კორონავირუსის გავრცელების გლობალური სტატისტიკა

კორონავირუსის გავრცელების გლობალური სტატისტიკა
access_time2020-02-28 15:50:16
მონაცემები მუდმივად ახლდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უახლესი, 28 თებერვლის მონაცემებით, გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 83 310 შემთხვევა ფიქსირდება, 2 858 გარდაცვალება. 26 თებერვალს საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 27 თებერვლის მონაცემებით, კორონავირუსი ჩინეთის გარეთ კიდევ 47 ქვეყანაშია. სულ მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირების 82 539 შემთხვევაა...


მსგავსი სიახლეები

up