მეექვსე დიდი გადაშენება დაიწყო - 2100 წლისთვის სახეობათა 23% აღარ იარსებებს

მეექვსე დიდი გადაშენება დაიწყო - 2100 წლისთვის სახეობათა 23% აღარ იარსებებს

access_time2020-11-29 19:00:18

ბოლო 440 მლნ წლის მანძილზე დედამიწაზე 5 დიდი გადაშენება მოხდა. ბოლო პერიოდში მეცნიერები მეეექვსე გადაშენებაზე ალაპარაკდნენ. ის შეიძლება არ იოს ისეთი მასშტაბური როგორებიც ასობით მილიონი წლის წინ ხდებოდა, თუმცა ის იქნება პირველი რომლის გამომწვევადაც ცოცხალ ორგანიზმთა 1 კონკრეტული სახეობა - ადამიანი დასახელდება. სხვადასხვა გამოთვლებით 2100 წლისთვის ამჟამად არსებულ სახეობათა 23% აღარ იარსებებს.


ცოცხალ ორგანიზმებზე დამანგრეველი გავლენას კლიმატის ცვლილება და საბინადრო ადგილის მკვეთრი შემცირება იწვევს. ყოველწლიურად საქართველოს ფართობის 187% ტყე იჩეხება, რაც განაშენიანების ტემპს მკვეთრად ჩამორჩება. თანაბარიც რომ იყოს, ტერიტორიაზე სახეობის დამკვიდრებას უფრო მეტი დროს სჭირდება ვიდრე მის ნაწილობრივ ან სრულ გაქრობას.


სახეობები ადრეც, ადამიანის ჩარევამდეც ქრებოდნენ და ჩნდებოდნენ, თუმცა დღეს გადაშენების ტემპი, ბუნებრივ საშუალოსთან შედარებით დააახლოებით 1000-ჯერ არის გაზრდილი. ანალოგიური შეიძლება ითქვას კლიმატის ცვლილებასა და ატმოსფეროში ნახშირორჟანგის ზრდაზეც. დედამიწას უარესი პერიოდებიც ახსოვს, თუმცა ტემპი ასეთი ჩქარი, თუ არ ჩავთვლით ისეთ კატასტროფას როგორიც იყოს ასტეროიდის ჩამოვარდნა, ადრე არასდროს ყოფილა.


დედამიწაზე სიცოცხლის არსებობა დაახლოებით 3.5 მლრდ წელს ითვლის, საიდანაც ბოლო 0.5 მლრდ წელიწადში 5-ჯერ დადგა გაქრობის საფრთხის წინაშე.



სიცოცხლის არსებობა ყველაზე დიდი კითხვის ნიშნის ქვეშე 252 მლნ წლის წინ, მესამე გადაშენების დროს დადგა, როდესაც ზღვის სახეობათა 96% და ხმელეთზე მცხოვრებ ორგანიზმთა 70%, ჯამში ცოცხალ ორგანიზმთა 80%-ზე მეტი ამოწყდა. პროცესს „დიდი კვდომა“ უწოდეს.
ჩვენთვის ყველაზე ცნობილი მეხუთე გადაშენება, რამაც დინოზავრების სიკვდილი გამოიწვია 65 მლნ წლის წინ მოხდა, რისი მიზეზიც ამჟამინდელ ნიუ-მექსიკოს უდაბნოში 5-10 კმ დიამეტრის მქონე ასტეროიდის ჩამოვარდნამ გამოიწვია. კატასტროფას მყისიერი სიკვდილი არ გამოუწვევია. წლების მანძილზე მან მზე დააბნელა და საკვების რაოდენობა დრამატულად შეამცირა, რის შემდეგაც დინოზავრებმა გადარჩენის შანსი დაკარგეს. ისინი უბრალოდ შიმსილით დაიხოცნენ. დინოზავრების გადაშენებამ ძუძუმწოვრების განვითარებას დაუდო სათავე. შეიძლება ითქვას, რომ ადამიანის არსებობა სხვა მრავალ მიზეზთან ერთად იმ დინოზავრების გამანადგურებელი ასტეროიდის დამსახურებაცაა.
პლანეტის კლიმატის არაბუნებრივი ცვლილება პირველი ინდუსტრიული რევოლუციის დროს, 2 საუკუნის წინ დაიწყო. პროცესი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაჩქარდა. პრობლემის რეალურ სიმძიმეზე კაცობრიობა ნახევარი საუკუნის წინ დაფიქრდა, დღეს უკვე გამოსავლის ძიებაშია.


გიორგი ელიზბარაშვილი

თეგები:
გადაშენება



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up