„მედიქლაბჯორჯიამ“ JCI რეაკრედიტაცია წარმატებით გაიარა

„მედიქლაბჯორჯიამ“ JCI რეაკრედიტაცია წარმატებით გაიარა

access_time2021-02-03 11:19:06

სამედიცინო ცენტრმა „მედიქლაბჯორჯია“-მ 2020 წლის დეკემბერში წარმატებით გაიარა JOINT COMMISSION INTERNATIONAL (JCI) რეაკრედიტაციის აუდიტი და უკვე მეორედ მიენიჭა საერთაშორისო აკრედიტაცია სამი წლის ვადით. „მედიქლაბჯორჯია“ 2017 წლიდან დღემდე ერთადერთი სამედიცინო ცენტრია საქართველოში, რომელიც ფლობს JCI აკრედიტაციას და სრულად აკმაყოფილებს ჰოსპიტალური სერვისების ხარისხისა და პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ყველაზე მაღალი საერთაშორისო სტანდარტების კრიტერიუმებს. „მედიქლაბჯორჯია” ანალოგიური აკრედიტაციის მქონე 620 ჰოსპიტალს შორისაა მსოფლიოს მასშტაბით.


JOINT COMMISSION INTERNATIONAL წარმოადგენს ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი, საყოველთაოდ აღიარებული და ყველაზე მსხვილი სააკრედიტაციო ორგანიზაციის THE JOINT COMMISSION შვილობილ კომპანიასა და საერთაშორისო ფილიალს. JCI აკრედიტაცია განიხილება სამედიცინო მომსახურების  ხარისხისდემონსტრირების საუკეთესო საშუალებად და ოქროს სტანდარტად გლობალურ ჯანდაცვაში.


2020 წლის დეკემბერში JCI-საუდიტორთა ჯგუფის მიერ განხორციელდა სამედიცინო ცენტრის „მედიქლაბჯორჯია“-ს საქმიანობის სრული სპექტრის აუდიტი ჰოსპიტალური სერვისებისთვის (სტაციონარული, ამბულატორიული, და სასწრაფო გადაუდებელი დახმარება) დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობაზე. შეფასება მოიცავდა მომსახურების ყველა ასპექტს, როგორიცაა: პაციენტის უსაფრთხოება, ჯანმრთელობის შეფასებისა და მკურნალობის სქემები, მედიკამენტების მენეჯმენტი, ინფექციების პრევენცია და კონტროლი, ქირურგიული და საანესთეზიო მომსახურება, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული დიაგნოსტიკა, საექთნო მოვლა, სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა, პაციენტისა და მისი ოჯახის წევრების განათლება და უფლებების დაცვა, სამედიცინო ეთიკა, სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა, სამედიცინო ჩანაწერების წარმოება და ინფორმაციის კომუნიკაცია/მენეჯმენტი, სამედიცინო პერსონალის განათლება და კვალიფიკაცია, შენობის ინფრასტრუქტურა და უსაფრთხო ოპერირება, კლინიკური მენეჯმენტის ეფექტიანობა, მმართველობითი გუნდის საქმიანობის ეფექტიანობა, სასწავლო რესურს-ცენტრის საქმიანობა.



„მოხარულები ვართ, რომ უკვე მეორედ მოვიპოვეთ JCI აკრედიტაცია. 2017 წლიდან მედიქლაბჯორჯია ანალოგიური აკრედიტაციის მქონე პირველი და ერთადერთი სამედიცინო ცენტრია საქართველოში, რომელიც ხარისხის ამ სააკრედიტაციო სერტიფიკატს ფლობს. „მედიქლაბჯორჯიას“ სახით, საქართველოს გამოჩენა JCI-ის მიერ აკრედიტებული სამედიცინო დაწესებულებების მსოფლიო რუკაზე მნიშვნელოვანი წარმატებაა არა მარტო ჩვენი ცენტრისთვის, არამედ ზოგადად ქართული ჯანდაცვის სისტემისთვის. პაციენტზე ორიენტირებული სამედიცინო მომსახურება და ხარისხის მუდმივი გაუმჯობესებისათვის ზრუნვა, - სწორედ ამგვარი მიდგომა გვეხმარება რათა შევინარჩუნოთ სამედიცინო მომსახურების ხარისხის უმაღლესი სტანდარტი,როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.“ - აცხადებს „მედიქლაბჯორჯიას“ გენერალური დირექტორი ნუგზარ აბრამიშვილი.


„კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ „მედიქლაბჯორჯია“ პრაქტიკულად უნივერსალური სამედიცინო ცენტრია თავისი პროფესიონალთა გუნდით, რომელიც მხოლოდ მაღალ საერთაშორისო სტანდარტებზე მუშაობს. JCI აკრედიტაცია საშუალებას იძლევა, ნებისმიერ ახალ გამოწვევას ვუპასუხოთ და ეს ჩვენი თითოეული თანამშრომლის, როგორც სამედიცინო, ასევე, არასამედიცინო პერსონალის, დიდი ძალისხმევისა და შრომის შედეგია. წარმატებას ვუსურვებ კოლეგებს, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ამ ერთიან საქმეში. იმედი მაქვს, რომ „მედიქლაბჯორჯია” შეინარჩუნებს დანერგილ სტანდარტს და ყოველთვის მოწინავე სამედიცინო დაწესებულება იქნება. ჩვენი მიზანია უწყვეტად, ინოვაციური და მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება გავუწიოთ პაციენტებს და ამავდროულად, ავამაღლოთ სამედიცინო მომსახურების ხარისხი საქართველოში.“ - აღნიშნავს ცენტრის სამედიცინო დირექტორი გიორგი გოცაძე.


(R)




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up