„კოვიდსიკვდილიანობის სტატისტიკა გამაოგნებელი და საეჭვოა“ - მარინა ბერაძე

„კოვიდსიკვდილიანობის სტატისტიკა გამაოგნებელი და საეჭვოა“ - მარინა ბერაძე

access_time2021-11-11 10:00:42

ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებს აქვთ საფუძვლიანი ეჭვი, რომ კოვიდ-19-ის დიაგნოზით მოქალაქეების გარდაცვალება გამოიწვია მხოლოდ იმ ფაქტმა, რომ ისინი ჰოსპიტლებში მოხვდნენ. მართალია, საკმაოდ მძიმე ბრალდებაა, მაგრამ ნათლად ასახავს ნეგატიურ განწყობას და უნდობლობას, რაც, ზოგადად, პანდემიის მართვის პროცესის მიმართ თითქმის მთელ საზოგადოებაშია.  სიკვდილიანობის  მიზეზებს შორის მთავარი სისტემურ პრობლემად მიიჩნევა გაუმართავი საკანონმდებლო ბაზა, რის გამოც, ელემენტარულად, პასუხისმგებლობის საკითხის დასმაც ვერ ხერხდება, ხოლო კორონავირუსს ამასობაში ყოველდღიურად ათეულობით პაციენტი ეწირება, მათ შორის ის ინფიცირებულები, ვინც კლინიკაში შესვლის მომენტში მსუბუქი და საშუალო სიმძიმისა იყო.



საბოლოო ჯამში, სამედიცინო კორუფციის ნიშნებს და საბიუჯეტო რესურსის არამიზნობრივი განაწილების საფრთხეს ხედავს ორგანიზაცია ,,გახსოვდეს ჰიპოკრატეს“ ხელმძღვანელი, მედიკოსი მარინა ბერაძე.

 


,,არცერთ ქვეყანაში პანდემიის მართვისას აბსოლუტური დაცულობა პრაქტიკულად არ არსებობს, მაგრამ რაც საქართველოში ხდება, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. არსად არ არის ამდენი დაძაბულობა, სტრესი, გაუთავებელი ჭიდილი და განუკითხაობა, რაც ჩვენს ქვეყანაშია. განვითარებულმა  ქვეყნებმა კოვიდიდან გამომდინარე სიკვდილიანობა დაძლიეს. ჩემთვის არსებული  სტატისტიკა გამაოგნებელი და ამავდროულად  საეჭვოა. აქ უფრო მკურნალობის პრობლემა იკვეთება.  პირველადი ჯანდაცვა უბრალოდ არ გვაქვს, თავს ნუ მოვიტყუებთ! ,,ოჯახის ექიმი“ ფორმალური სახელწოდებაა, რომელიც სინამდვილეში არ წარმოადგენს ოჯახის ექიმს. ჰოსპიტალში მოხვედრილი ადამიანები, რომლებიც შედიან საშუალო და მსუბუქი სიმძიმით, არ უნდა კვდებოდნენ იმის გამო, რომ აუცრელები იყვნენ. ცხადია, არც სხვა მიზეზის გამო, მაგრამ არასწორი მკურნალობაა.  გაუგებარია, ვინ შეადგინა ეს გაიდლაინი, პროტოკოლი რომ ეს ასე უნდა იყოს.  ჩემ გარშემო ბევრი ადამიანი მოკვდა მხოლოდ იმიტომ, რომ ჰოსპიტალში მკურნალობდა. დიახ,  კლინიკაში მოხვედრამ გამოიწვია მათი სიკვდილი, ამას ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით“, - აცხადებს მარინა ბერაძე ,,კომერსანტთან“.



რაც შეეხება თვითონ პანდემიის მართვაში ჩართული ექიმების პასუხისმგებლობის საკითხს, ბერაძის თქმით, რეალურად წარმოუდგენელია საკანონმდებლო ბაზის არქონის გამო. თუმცა მედიკოსი აქვე აღნიშნავს, რომ ადგილი აქვს სამედიცინო სექტორის მხრიდან გადაცდომებს, დანაშაულებრივ ნიშნებს, რაც ზოგადად სამედიცინო ბიზნესში რეალურად არსებობს და რეაგირებას საჭიროებს.




,,ექიმს პასუხისმგებლობა  უნდა გააჩნდეს ყოველგვარი ექსტრემალური სიტუაციის გარეშეც. პროფესიული დაზღვევა კანონმდებლობით დადგენილია ყველა ნორმალურ ქვეყანაში და ამის გარეშე სამედიცინო დაწესებულება არ მუშაობს, რადგან  ეს არის სწორედ რეგულაციის  მექანიზმი, რომელიც გამორიცხავს დანაშაულს, გულგრილობას და სხვა. შედეგი ვერც ვერასდროს დადგება, როდესაც ყველა საავადმყოფოს ინტერესია ფინანსური მოგება.  გავთვალოთ, რამდენი მოიგეს კლინიკებმა, აფთიაქებმა და სხვა დარგებმა, რომლებიც პანდემიის მართვის პროცესში არიან ჩართული. მთელი ინდუსტრიის მიზანია, მეტი პაციენტი ჰყავდეთ, რომ ბიუჯეტიდან მეტი ფული მიიღონ, არის უამრავი კითხვა, რაც ისმევა ჯანსაღი საზოგადოების მხრიდან და პასუხი უნდა გაეცეს. შეიძლება, ყველაფერი სწორადაა, მაგრამ ეჭვები უნდა გაქარწყლდეს.

 

2012 წლიდან არის ეს ხელისუფლება, რამდენიმე პარლამენტი შეიცვალა და საერთოდ არ დგას დღის წესრიგში პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი. ჩვენ ზუსტად არ ვიცით, ვინ იღებს გადაწყვეტილებებს, რა მექანიზმით ხდება გადაწყვეტილების მიღება, ვინ ახმოვანებს მას და ვინ დგას ამ პროცესების უკან? პირველ რიგში, ის პერსონალი, რომელთა სახეებს ვხედავთ, პროფესიონალია, მაგრამ როდესაც სისტემა მახინჯია, გაუმართავი, კომერციალიზებული, მათი მართვა ვერასდროს ვერ იქნება წარმატებული. რეალურად არამართული, მიუღებელი კანონები მართავენ  სექტორს. უნდა ვებრძოლოთ ამ მახინჯ სისტემას და ვაიძულოთ,  ვისაც ევალება, ჩადგეს ქვეყნის და არა საკუთარი ბიზნესის სამსახურში. 21 დღე და 1 თვეც დაწოლილა პაციენტი ჰოსპიტალში, უკეთდება ათასობით ლარი ღირებულების კვლევა, პროცედურა, რომელიც შეიძლება არ სჭირდება, მაგრამ სამაგიეროდ კლინიკა იღებს ბიუჯეტიდან დიდ ფულს!  ბიუჯეტის თანხა მიდის არასწორ ადგილას და სწორედ ამას უნდა ვებრძოლოთ“, - აცხადებს მარინა ბერაძე.



,,გახსოვდეს ჰიპოკრატეს“  ხელმძღვანელი ამბობს, რომ ახლო მომავალში აუცილებლად გამოითხოვს რამდენიმე გარდაცვლილი პაციენტის სამედიცინო ისტორიას, რომელსაც საფუძვლიანად შეისწავლიან.



მედიკოსის განცხადებით, პანდემიის მართვისას სერიოზული შეცდომებია დაშვებული და  თუკი ყურადღება არ მიექცევა, დროთა განმავლობაში გადაიზრდება დანაშაულში.

 


ცნობისთვის, Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 751 ახალი შემთხვევა დადასტურდა.



გარდაიცვალა 78 პაციენტი. ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს საქართველოში 10 662 პირი ემსხვერპლა.


მარი ჩიტაია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up