მედიკამენტები, რომელსაც ამერიკის პირველი პირები, კორონავირუსთან საბრძოლველად იღებდნენ - ბიძინა კულუმბეგოვი

მედიკამენტები, რომელსაც ამერიკის პირველი პირები, კორონავირუსთან საბრძოლველად იღებდნენ - ბიძინა კულუმბეგოვი

access_time2020-11-14 20:05:43

პრეზიდენტ ტრამპის პირადმა ექიმმა, ანტონი ფაუჩიმ გაასაჯაროვა სწორედ თქვენს მიერ ჩამოთვლილი წამლების სია, რომელსაც ნომერ პირველი პერსონები იღებდნენ აშშ-ში - ასე უპასუხა ალერგოლოგ - იმუნილოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსის“ წამყვანის კითხვას, რამდენად მართებულია, კორონავირუსის საპრევენციოდ D და C ვიტამინის, მელატონინისა და სხვა მედიკამენტების მიღება.

კულუმბეგოვი ხაზგაზმით აღნიშნავს, რომ არ არსებობს კვლევა, რომლითაც დადასტურდება, რომ ჩამოთვლილი მედიკამენტები ახდენენ კორონავირუსის პრევენციას, თუმცა ისინი აძლიერებენ იმუნიტეტს, რაც დღეს კაცობრიობის ერთადერთი იარაღია.

,,დღეს, დედამიწაზე არცერთი მედიკამენტი არ არსებობს, რომელიც კორონავირუსისგან დაგვიცავს. ერთადერთი პრევენცია რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვაა. მაგრამ არსებობს მეორე მოდულაციაც, როცა ადამიანის და კაცობრიობის ერთადერთი იარაღი, მისი იმუნური სისტემაა. ჩვენი იმუნიტეტი ან ერევა ვირუსებს, ან ვერ ერევა. ასე რომ, როცა საუბარია მსგავს მედიკამენტებზე, მარტივად რომ ავხსნა, არავის დაუდასტურებია D ვიტამინი რამდენად იცავს, ან ამსუბუქებს კორონავირუსის მიმდინარეობას, თუმცა ერთეული და არც ისე ხელწამოსაკრავი კვლევები ნამდვილად არსებობს, რომ სადაც იყო D ვიტამინის ღრმა დეფიციტი, ამ შემთხვევაში მძიმე მიმდინარეობის კოვიდი დაფიქსირდა.

კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ, პრეზიდენტ ტრამპის პირადმა ექიმმა, ანტონი ფაუჩიმ გაასაჯაროვა სწორედ თქვენს მიერ ჩამოთვლილი წამლების სია, რომელსაც ნომერ პირველი პერსონები იღებდნენ აშშ-ში. მარტივად რომ ვთქვათ, თუ ადამიანი მიიღებს D ვიტამინს საპროფილაქტიკოდ, არ ვიცით, გამოგვადგება თუ არა ის კოვიდთან ბრძოლაში, მაგრამ ცუდს არაფერს გვიზამს. D ვიტამინის წყარო ზღვის ცხიმიანი თევზია, რომელზეც საქართველოს მოსახლეობის 80%-ს ხელი არ მიუწვდება კვირაში ორ-სამჯერ. ამიტომ მე, როგორც ექიმი, გამოვხატავ გულწრფელ პოზიციას, კორონასთან მას ექნება თუ არა რამე კავშირი, არავინ იცის, თუმცა ჩვენს იმუნურ სისტემას მინიმალურად თუ მაინც წავეხმარებით, ეს იქნება ერთი აგური. რა თქმა უნდა, შეუთანხმდით თქვენს ექიმს, რადგან წამალი შეიძლება იყოს შხამი ორგანიზმისათვის, თუ მას ზედმეტი ოდენობით მიიღებთ. ამიტომ ბალანსი არ უნდა დავარღვიოთ“-განაცხადა კულუმბეგოვმა ,,360 გრადუსში“.


BPN





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up