ჯო ბაიდენმა დაასახელა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი მრჩეველთა საბჭოს წევრები, რომლებიც პანდემიის მართვის საკითხებს ახალი ადმინისტრაციის მუშაობის დროს ჩაიბარებენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. საბჭოს ბაიდენის სამი მთავარი მრჩეველი უხელმძღვანელებს: სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის ყოფილი კომისარი დევიდ კესლერი, ყოფილი მთავარი ქირურგი ვივეკ მურთი და იელის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მარსელა ნუნეს-სმიტი.
საბჭოს წევრია რიკ ბრაითიც, რომელიც იწრმუნებოდა, რომ „კოვიდ-19“-ის მართვასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის კრიტიკის გამო თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აშშ-ში კორონავირუსი 9.9 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, 237 000-ზე მეტი კი გარდაიცვალა.
1tv.ge