არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტის, არაიკ არუთუნიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია აზერბაიჯანის გენერალური პროკურორის, კამრან ალიევის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
კამრან ალიევის თქმით, წინასწარ გამოძიებაზე დაყრდნობით, არსებობს საკმარისი მტკიცებულებები იმისა, რომ ე.წ. პრეზიდენტმა დაარღვია ჟენევის კონვენცია და განჯაში მშვიდობიანი მოსახლეობა განზრახ დაიბობმა.
მედიის ცნობით, არუთუნიანს აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლით აქვს ბრალი წაყენებული.
1tv.ge