მედიის ცნობით, „გაზპრომმა“ უნგრეთისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება უკრაინის გვერდის ავლით დაიწყო

მედიის ცნობით, „გაზპრომმა“ უნგრეთისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება უკრაინის გვერდის ავლით დაიწყო

access_time2021-10-01 16:30:00

რუსულმა კომპანია „გაზპრომმა“ უნგრეთისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება უკრაინის გვერდის ავლით დაიწყო. რუსული მედიის ინფორმაციით, 27 სექტემბერს გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით, უნგრეთს გაზი ბალკანური ნაკადის საშუალებით მიეწოდება, რომელიც თურქული ნაკადის გაგრძელებაა.


ორი კონტრაქტის თანახმად, უნგრეთი „გაზპრომისგან“ წლიურად 4.5 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს, კონტრაქტის ხანგრძლივობა კი 15 წელია.


რუსეთ-უნგრეთის შეთანხმებასთან დაკავშირებით, უკრაინის ხელისუფლებამ უკმაყოფილება გამოთქვა. კიევში აცხადებენ, რომ ევროკომისიას კონტრაქტის შესაფასებლად მიმართვენ იმის დასადგენად, შეესაბამება თუ არა შეთანხმება ევროპულ ენერგო კანონმდებლობას.



უკრაინის კრიტიკა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა უარყო და თქვა, რომ უკრაინელები რუსებთან უნდა შეთანხმდნენ.


„სამწუხაროდ, ჩვენ არ შეგვიძლია, გავითვალისწინოთ უკრაინელების მოსაზრებები. მე პატივს ვცემ უკრაინას და უკრაინელ ხალხს დიდ წარმატებას ვუსურვებ. თუმცა, გაზის მიმართულებით მე უნდა დავეთანხმო უნგრელი ხალხის ინტერესებს და არა უკრაინელებს“ – აღნიშნა ორბანმა.



1tv.ge




საქართველოში ყველის ძირითადი იმპორტიორი გერმანიაა

საქართველოში ყველის ძირითადი იმპორტიორი გერმანიაა
access_time2021-11-28 21:00:55
საქართველოდან ყველის ექსპორტი 41%-ით გაიზარდა. „საქსტატის“ მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ 101.9 ტონა ყველის ექსპორტში $642.6 ათასის შემოსავალი...

მატარებელი ფრთებით - განვითარების რა ეტაპზეა რკინიგზა მსოფლიოში

მატარებელი ფრთებით - განვითარების რა ეტაპზეა რკინიგზა მსოფლიოში
access_time2021-11-28 22:30:05
...

რატომაა აუცილებელი საპორტო სიმძლავრეების გაზრდა საქართველოსთვის

რატომაა აუცილებელი საპორტო სიმძლავრეების გაზრდა საქართველოსთვის
access_time2021-11-29 00:00:11
...

ქართული წვენების ექსპორტი გაიზარდა - შემოსავალი $8 მილიონს აჭარბებს

ქართული წვენების ექსპორტი გაიზარდა - შემოსავალი $8 მილიონს აჭარბებს
access_time2021-11-28 19:00:46
2021 წლის იანვარ-ოქტომბერში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველომ ხილის და ბოსტნეულის წვენების ექსპორტი 22%-ით, 6.7 ათას ტონამდე გაზარდა. „საქსტატის“ მონაცემებით, $6.5 მილიონიდან $8.2 მილიონამდე გაიზარდა ექსპორტიდან მიღებული...

როგორ მუშაობს პროექტი ,,იმუშავე საქართველოდან“

როგორ მუშაობს პროექტი ,,იმუშავე საქართველოდან“
access_time2021-11-28 18:00:19
პროექტ ,,იმუშავე საქართველოდან“ ამოქმედებიდან დღემდე, 3129 უცხოელი დარეგისტრირდა, საიდანაც 501 აპლიკანტს უარი ეთქვა - ამის შესახებ საქართველოს ტურიზმისა და კურორტების ეროვნულ ადმინისტრაციაში განაცხადეს. უწყების ცნობით, ქვეყნაში უკვე შემოსულია 1 117 პირი, რაც პოტენციურად 6 თვის განმავლობაში 14 მლნ...


მსგავსი სიახლეები

up