მედიამ ოფშორებში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოქროს მომპოვებელი კომპანიები აღმოაჩინა

მედიამ ოფშორებში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოქროს მომპოვებელი კომპანიები აღმოაჩინა

person access_time2016-04-04 13:50:22

ICIJ–ის ჟურნალისტებმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს  ოფშორები აღმოუჩინეს, რომლებსაც ალიევი ლონდონის უძრავ ქონებასა და ოქროს მომპოვებელ კომპანიებში წილების დამალვის მიზნით იყენებდა. 


სკანდალურ დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ ამ მიზნით აზერბაიჯანის პრეზიდენტის ნათესავები ფლობდნენ პანამაში დარეგისტრირებულ ფონდებსა და კომპანიებს 

 

პრეს–რელიზში არაა დაზუსტებული საკუთრების სტრუქტურა, თუმცა აზერბაიჯანის პრეზიდენტი უკვე მოხვდა ICIJ–ის ყურადღების ცენტრში სამი წლის წინ, როდესაც გამოძიებამ ის მის ოჯახთან ერთად საიდუმლო ოფშორების ფლობაში ამხილა.

 

ICIJ–ის ხელთ არსებული ინფორმაციით, ალიევმა და მისმა  მეუღლე მეხრიბანმა 2003 წელს შეიძინეს ფირმა Rosamund International Ltd ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე. ალიევი, რომელიც მითითებულია ფირმის დირექტორად და თანამფლობელად, იმ მომენტისთვის პარლამენტის დეპუტატი იყო, კომპანიას კი ლეგალური იურიდიული სტატუსი 2004 წლის მაისამდე ჰქონდა. შესაბამისად, ალიევმა დაარღვია კანონმდებლობა, რომელიც პარლამენტის წევრებსა და პრეზიდენტს უკრძალავს ბიზნესის კეთებას.

 


2008 წელს,  ICIJ–ის მონაცემებით, ალიევის ქალიშვილებმა, 19 წლის არზუმ და 23 წლის ლეილამ შეიძინეს კომპანიები Arbor Investments, LaBelleza Holdings Limited და Harvard Management Limited იმავე ვირჯინიის კუნძულებზე. გარიგება გაფორმდა ალიევის პრეზიდენტად არჩევიდან ორ თვეში.


ყველა ამ კომპანიის საქმიანობის სახეობა ICIJ–მა მაშინ ვერ დაასახელა, თუმცა განმარტა, რომ აზერბაიჯანის ხელმძღვანელობამ, როგორც ჩანს, მიიღო ყველა ზომა, რათა საზოგადოებისთვის მათი არსებობა დაემალა.

 

სამივე კომპანიის ხელმძღვანელად ICIJ ასახელებს აზერბაიჯანელ მეწარმე ხასან გოზალს. ორგანიზაციის მონაცემებით, გოზალი თავის ძმასთან აბდოლბარისთან ერთად სულ მცირე ათ კომპანიას ფლობდა, რომლებიც ჰოლდინგ Intersun–ში ერთიანდება. სწორედ ამ უკანასკნელის პრეზიდენტია იყო აბდოლბარი, ხასანი კი ვიცე–პრეზიდენტი. 

 

ICIJ–ის მიერ მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, Intersun–მა მიიღო რამდენიმე მსხვილი კონტრაქტი აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიისგან, სადაც ალიევი ჯერ კიდევ ქვეყნის მეთაურად არჩევამდე პირველი ვიცე–პრეზიდენტი იყო. გარდა ამისა, გოზალების კუთვნილი კომპანიები იგებდნენ სახელმწიფო ტენდერებს  ბაქოს და მისი შემოგარენის მშენებლობაზე. კონტრაქტების საერთო ღირებულება 4,5 მილიარდი დოლარია.


შეგახსენებთ, რომ გამომძიებელი ჟურნალისტების საერთაშორისო კონსორციუმს ICIJ-ს პანამური იურიდიული კომპანია Mossack Fonseca-ს კუთვნილი 11 მილიონი დოკუმენტი ჩაუვარდა ხელში. აღნიშნული დოკუმენტები შეიცავს ინფორმაციას იმაზე, თუ როგორ ეხმარებოდა Mossack Fonseca თავის კლიენტებს, მათ შორის მსოფლიოს მოქმედ და ყოფილ ლიდერებს, ფულის გათეთრებაში, სანქციების გვერდის ავლასა და გადასახადებისგან თავის არიდებაში. დოკუმენტები სახელმწიფოს 72 მოქმედ და ყოფილ ხელმძღვანელს ეხება, მათ შორის ეგვიპტის ყოფილ პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაკს, ლიბიის ყოფილ ლიდერ მუამარ კადაფის, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ  პუტინს, უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს, ისლანდიის პრემიერ-მინისტრ სიგმუნდურ გუნლეიგსონს და სხვა ყოფილ და მოქმედ ლიდერებს, მათ შორის მოხვდა ბიძინა ივანიშვილიც, რომელსაც, დოკუმენტების თანახმად, კავშირი აქვს ოფშორში რეგისტრირებულ "ლინდენ მენეჯმენტთან". 

 



„არავინ არ მისცემს „ქართულ ოცნებას“ უფლებას, რომ გზას გადაუხვიოს და ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე არ გადავიდეს“ - ლევან კობერიძე

 „არავინ არ მისცემს „ქართულ ოცნებას“  უფლებას, რომ გზას გადაუხვიოს და ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე არ გადავიდეს“ - ლევან კობერიძე
access_time2019-11-12 20:10:35
„საეჭვოა ის, რომ „ქართული ოცნება“ ამ ხალხის მოთხოვნას მხარს დაუჭერს და ბოლომდე მიიყვანს. რა პროცესი მიდის უმრავლესობის შიგნით, გაურკვეველია. თავიანთი შიდა სამზარეულოს პრობლემები, ქვეყნის რეალურ პრობლემებად იქცა.  ამიტომაა მნიშვნელოვანი გუნდში გამჭვირვალობა იყოს.“ - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე დღეს პარლამენტში განვითარებულ...

ოპოზიციის კანონპროექტი ჩავარდა, ჩავარდება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი

ოპოზიციის კანონპროექტი ჩავარდა, ჩავარდება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი
access_time2019-11-12 19:16:27
საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციის ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის მიხედვით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდება, მხარი არ დაუჭირა. ახლა კენჭისყრაზე უნდა დადგეს უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც პროპორციული არჩევნების ნულოვანი ბარიერით ჩატარებას გულისხმობს. კენჭისყრამდე კი ქართული ოცნების დეპუტატებმა საკითხის დამატებით განხილვა მოითხოვეს.   საპარლამენტო ოპოზიციამ იმ განცხადებებს, რომელიც სხდომათა...

„არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება“ - პარლამენტთან აქცია დაიგეგმა

„არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება“ - პარლამენტთან აქცია დაიგეგმა
access_time2019-11-12 18:51:39
საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რის გამოც გაჩნდა ეჭვი, რომ „ქართული ოცნება" კანონპროექტის ჩაგდებას აპირებს.   „დღეს პროპორციულის კენჭისყრაა - არ გაბედო ჩაგდება! - ამ ტიპის განცხადებით გამოდიან ფეისბუქზე პროპორციული სისტემაზე გადასვლის მომხრეები, რომლებიც 20:00 საათზე პარლამენტთან გამაფრთხილებელი აქციის გაიმართვას გეგმავენ.   „პარლამენტში დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყო, რომლის...

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ დეკემბერში გაიხსნება

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ დეკემბერში გაიხსნება
access_time2019-11-12 17:50:48
თავისუფლების მოედანზე  5-ვარსკვლავიანი სასტუმრო “მონოგრაფი“, რომლის გახსნა  აგვისტოში იგეგმებოდა პირველ სტუმარს დეკემბერში მიიღებს.  ამის შესახებ „კომერსანტს“ „მონოგრაფის“ პრესსამსახურში განუცხადეს.სასტუმროს ფასადი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს, რის გამოც სარესტავრაციო სამუშაოების დასრულება გაჭიანურდა. როგორც ცნობილია, სასტუმროში  100 ადამიანი დასაქმდება. პროექტის განმახორციელებელი  დეველოპერული  კომპანია Well House-ია. მაღალი...

გიორგი კერპულაძე-„შემოსავალი რაშიც გვაქვს, იმ ვალუტაში დავზოგოთ“

გიორგი კერპულაძე-„შემოსავალი რაშიც გვაქვს, იმ ვალუტაში დავზოგოთ“
access_time2019-11-12 17:30:57
„ანაბრების არსებობა მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის. ბანკი ანაბრებს იზიდავს და შემდგომ გასცემს სესხებს, შესაბამისად, რაც უფრო მეტი თანხა იზოგება ლარში, მით უფრო მეტი საშუალებაა,რომ ეკონომიკა დაკრედიტდეს და უცხოეთიდან არ შემოვიტანოთ თანხა,“ - აღნიშნავს რადიო კომერსანტის რუბრიკა ფინანსურ მრჩეველში გიორგი კეპულაძე. მისი ინფორმაციით, არსებობს რამდენიმე ტიპის ანაბარი, მათ შორისაა, ვადიანი ანაბარი, როცა დიდ თანხას ვდებთ ბანკში და მას გარკვეული დროის შემდეგ პროცენტი...


მსგავსი სიახლეები

up