მედია: ტერეზა მეიმ პარლამენტში Brexit-ზე დაგეგმილი კენჭისყრა გადადო

მედია: ტერეზა მეიმ პარლამენტში Brexit-ზე დაგეგმილი კენჭისყრა გადადო

access_time2018-12-10 23:44:56

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა პარალამენტის თემთა პალატაში Brexit-ის პირობების შესახებ დაგეგმილი კენჭისყრა გადადო. ამის შესახებ Euronews-ი უწყება.


ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ტერეზა მეიმ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ის გამანადგურებელი მარცხის შესახებ გააფრთხილეს. კენჭისყრა 11 დეკემბერს იყო დაგეგმილი.


ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ Brexit-ის შესახებ შეთანხმება შესაძლოა პარლამენტში არც მიეღოთ, რადგან მმართველი კონსერვატიული პარტიის ევროსკეპტიკოსების ფრთა და ასევე ჩრდილოირლანდიური დემოკრატიული პარტიის დეპუტატები მის წინააღმდეგ გამოდიან.


მანამდე ცნობილი გახდა, რომ დიდ ბრიტანეთს Brexit-ის შეჩერების უფლება მიეცა. დადგენილება ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ დღეს მიიღო.



გადაწყვეტილება ქვეყანას ანიჭებს უფლებამოსილებას, ევროკავშირის თანხმობის გარეშე გაიხმოს გაერთიანების დასატოვებლად გაკეთებული ოფიციალური განაცხადი.


ოფიციალურ ლონდონსა და ბრიუსელს შორის Brexit-ის პირობების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებები 2017 წლის 19 ივნისს დაიწყო. დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ტერეზა მეიმ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის შესახებ დოკუმენტს ხელი 2018 წლის 29 მარტს მოაწერა.


გარდამავალი პერიოდი 2019 წლის 29 მარტს დაიწყება. სწორედ ამ დღეს დატოვებს დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს ოფიციალურად.


imedinews.ge





თეგები:
Brexit



„ბიზნესის და სახელმწიფოს ურთიერთობის ანატომია შეიძლება რამდენიმე ადამიანმა იცის ჩემზე უკეთ“

„ბიზნესის და სახელმწიფოს ურთიერთობის ანატომია შეიძლება რამდენიმე ადამიანმა იცის ჩემზე უკეთ“
access_time2019-03-22 21:25:02
„ბიზნესის და სახელმწიფოს ურთიერთობის ანატომია შეიძლება რამდენიმე ადამიანმა იცის ჩემზე უკეთესად ამ...

აუდიტის სამსახური - საქართველოში 100 000 მოსახლეს 7 სოცმუშაკი ემსახურება, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა ქვეყნების პრაქტიკას

აუდიტის სამსახური - საქართველოში 100 000  მოსახლეს  7  სოცმუშაკი ემსახურება, რაც მნიშვნელოვნად  ჩამორჩება სხვა ქვეყნების პრაქტიკას
access_time2019-03-22 19:30:32
საქართველოში 100 ათას მოსახლეს 7 სოციალური მუშაკი ემსახურება, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა ქვეყნების პრაქტიკას, მაგალითად, სლოვენიაში 100 ათას მოსახლეზე გათვალისწინებულია 772 სოციალური მუშაკი,- ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშშია აღნიშნულია.   სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა, რამდენად ეფექტურია ოჯახში ძალადობისგან დაცვისა და პრევენციის მექანიზმები. აუდიტის ანგარიში 2015 წლიდან 2018 წლის მესამე კვარტლის ჩათვლით პერიოდს...

New York Times-ის გენერალური დირექტორი გამომცემლობებს Apple-თან პარტნიორობის რისკებზე აფრთხილებს

New York Times-ის გენერალური დირექტორი გამომცემლობებს Apple-თან პარტნიორობის რისკებზე აფრთხილებს
access_time2019-03-22 21:00:46
Apple ახალ გასართობ და ფასიან ციფრული ახალი ამბების სისტემას ააქტიურებს. New York Times-მა და Washington Post-მა უარი თქვეს ამ პროექტში Apple-თან თანამშრომლობაზე. Apple New ყველა IPhone-სა და iPad-ზე წინასწარ იქნება დაინსტალირებული. The New York Times-ის გენერალური დირექტორი მარკ ტომპსონი სხვა გამომცემლობებს აფრთხილებს იმ რისკების შესახებ, რაც შეიძლება Apple-თან თანამშრომლობამ გამოიწვიოს. ტომპსონის განცხადებით პირველი რისკია ელექტრონული ჟურნალის...

ლიტერატურა ბიზნესის მოყვარულებისთვის - დენიელ პინკის წიგნის Drive-ის პრეზენტაცია

ლიტერატურა ბიზნესის მოყვარულებისთვის - დენიელ პინკის წიგნის Drive-ის პრეზენტაცია
access_time2019-03-22 17:40:34
29 მარტს 19 საათზე სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ ბიზნესლიტერატურის პროექტ „ლურჯი ოკეანის“  ფარგლებში მორიგი წიგნის პრეზენტაცია იმართება.  ამჯერად დენიელ პინკის ცნობილი ბიზნეს-ბესტსელერი სახელწოდებით Drive ითარგმნა. წიგნისა და ღონისძიების მთავარი თემა მოტივაციაა. ღონისძიების სახელიც წიგნში განხილული თეორიიდან გამომდინარეობს „მოტივაცია 3.0 - რა გვამოძრავებს სინამდვილეში“. წიგნი გამოსვლისთანავე გახდა New York Time-ის ბესტსელერი და დღემდე არ კარგავს...

მრავალფუნქციური კომპლექსი ვაკეში მერიისგან მშენებლობის ნებართვას ელოდება

მრავალფუნქციური  კომპლექსი ვაკეში მერიისგან მშენებლობის ნებართვას ელოდება
access_time2019-03-19 19:00:10
მრავალფუნქციური  კომპლექსი ვაკეში მერიისგან მშენებლობის ნებართვას ელოდება. საუბარია, პროექტზე, რომლის განხორციელება ძველი სტუდქალაქის ტერიტორიაზე იგეგმება.„კომერსანტი“ დაუკავშირდა თავად, პროექტის განმახორციელებელ კომპანია, შპს „დეველოპმენტი ჭავჭავაძეზე“  ხელმძღვანელ ივერი ჭალიძეს და პროექტის ირგვლივ დამატებითი დეტალების გაჟღერება სთხოვა.  როგორც  ჭალიძე განმარტავს, ამ დროისთვის კომპანიას თბილისის მერიაში სამშენებლო ნებართვის მისაღებად განაცხადი...


მსგავსი სიახლეები

up