მედია „ქართული ზეთის ხილის“ კომპანიის პლანტაციებსა და საწარმოში

მედია „ქართული ზეთის ხილის“ კომპანიის პლანტაციებსა და საწარმოში

access_time2018-12-25 16:21:24



„ქართული ზეთის ხილის“ კომპანიის პლანტაციები მედიის წარმომადგენლებმა მოინახულეს. ჟურნალისტებმა ზეთის ხილის კრეფაში მიიღეს მონაწილეობა და საწარმო პროცესი დაათვალიერეს.



კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი სვანიძემ მედიის წარმომადგენლებს ზეთისხილის თვისებებისა და კომპანიის გაფართოების პერსპექტივების შესახებ ესაუბრა. ქართულ ზეთის ხილსა და ზეითუნის ზეთის მიმართ საერთაშორისო ბაზრებზე მოთხოვნა იზრდება. შესაბამისად, „ქართული ზეთის ხილის“ კომპანია გაფართოებას და დამატებით 1000 ჰექტარზე პლანტაციების გაშენებას გეგმავს.
„რეგიონისთვის ზეთის ხილის პლანტაციების გაფართოება დამატებით დასაქმების წყარო გახდება და განვითარების სტიმულს გააჩენს. ზეითუნის ზეთის წარმოების ზრდა 800-დან 1000 სამუშაო ადგილს შექმნის, გაიზრდება საქართველოს საექსპორტო პოტენციალი, და რაც ყველაზე მთავარია, საქართველო მსოფლიო რუკაზე ზეთისხილის მწარმოებელ ქვეყნად მოინიშნება. ქართული ზეთისხილი მაღალი ხარისხისა და დაბალი მჟავიანობის გამო, საექსპორტო ბაზრებისთვის განსაკუთრებულად მიმზიდველია“, განაცხადა მედიასთან გიორგი სვანიძემ.



შეგახსენებთ, რომ ჩინეთში „საპარტნიორო ფონდის“ საქმიანი ვიზიტის ფარგლებში, ქართული ზეთისხილის ექსპორტთან დაკავშირებით, ოფიციალური შეთანხმება ჩინეთის უმსხვილეს საინვესტიციო კომპანიასთან შედგა. ძიანგსის პროვინცის საერთაშორისო ბიზნეს ფორუმის ფარგლებში გამართულ გამოფენაზე, რომელშიც „საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭეროთ ქართველი მეწარმეები იღებდნენ მონაწილეობას ქართული ნატურალური პროდუქტების მიმართ ჩინეთის იმპორტიორი კომპანიების მხრიდან დიდი ინტერესი გაჩნდა.



მათ შირის ქართულ ზეითუნის ზეთზე. “საპარტნიორო ფონდის“ ძალისხმევით ჩვენ ძაილან მოკლე ხანში შევძელით ჩინეთის უდიდეს ბაზარზე გასვლა. ამისთვის ჩვეულებრივ 7-8 წელია საჭირო“, განაცხადა გიორგი სვანიძემ. მისი თქმით, ქართულ ზეითუნის ზეთზე მოთხოვნა დიდია, საექპორტო პროდუციის რესურსი კი ამ ეტაპზე მცირე. სწორედ ამიტომ, კომპანია დამატებით, პლანტაციების გაშენებას და წარმოების გაზრდას გეგმავს.



„ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონისთვის ზეთის ხილის კულტურის განვითარება. ჩნდება დამატებითი შემოსავლები, რაც პირდაპირპროპორციუად აისახება ადგილობრივების ცხოვრების დონეზე. კახეთის რეგიონის კლიმატურ პირობებში საუკეთესო ხარისხის ზეთის ხილის მოყვანაა შესაძლებელი, შესაბამისად ადგილობრივი და საექსპორტო ბაზრების მოთხოვნის დაკმაყიფილება უნდა შეგვეძლოს“, განაცხადა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.



„ქართული ზეთის ხილის“ კომპანიის პლანტაციები და საწარმო პროცესი მედიის წარმომადგენლებმა „საპარტნიორო ფონდის“ მიერ კახეთში, სასტუმრო „რედისონ ქოლექშენ წინანდალში“ გამართულ მედია სემინარის ფარგლებში დაათვალიერეს.



სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოში პირველი ქართული ზეთისხილის წარმოება გასულ წელს დაიწყო. საწარმოში ორი სახეობის ზეთისხილის ზეთი (შავი და თეთრი) უმაღლესი სტანდარტებით, ცივი დაწურვის ტექნოლოგიით ისხმება. „ქართული ზეთისხილის კომპანიას“ ზეთისხილის ბაღები დედოფლისწყაროს და სიღნაღის რაიონებში 300 ჰექტარზე აქვს გაშენებული. კომპანია დღეს ორგანულ, ბიოლოგიურად სუფთა ზეთისხილის ზეთს, დაფასოებულ ზეთისხილს და საპონს უშვებს. პლანტაციებსა და საწარმოში დაახლოებით 800-მდე ადამიანია დასაქმებული. ქართული ზეითუნის ზეთი დღეს ქსელურ მარკეტებში კარფურის ნიშნით იყიდება.




BAG ინდექსი: დასაქმების ბარომეტრი გაუმჯობესდა, თუმცა კვლავ ნეგატიურია

BAG ინდექსი: დასაქმების ბარომეტრი გაუმჯობესდა, თუმცა კვლავ ნეგატიურია
access_time2020-08-04 11:30:28
BAG ინდექსის ყოველკვარტალური კვლევის ფარგლებში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გამოკითხული წევრების მოლოდინი დასაქმებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული. BAG-ის დასაქმების ბარომეტრი, რომელიც მომდევნო სამი თვის განმავლობაში ასოციაციის წევრების მიერ დასაქმების სავარაუდო ცვლილებას ასახავს, 2020 წლის მეორე კვარტლის ბოლოს ჩატარებული კვლევის საფუძველზე, კვლავ უარყოფითია. თუმცა, აღნიშნული მაჩვენებელი პირველ კვარტალთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და -2.8 ქულა შეადგინა....

საპენსიო აქტივებს 68 მლნ-ის სარგებელი დაერიცხა

საპენსიო აქტივებს 68 მლნ-ის სარგებელი დაერიცხა
access_time2020-08-04 12:10:05
საპენსიო აქტივებმა 890 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 1.7% ვადიან დეპოზიტებზე, 25.2% სარგებლიან ანგარიშებზე, ხოლო 73.1% სადეპოზიტო სერტიფიკატებშია ინვესტირებული. ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს. ამჟამად, საპენსიო აქტივების 100% ლარშია დენომინირებული. საპენსიო აქტივებზე დარიცხული წლიური ეფექტური სარგებელი 11.4%-ია, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე ქვეყანაში არსებული წლიური ინფლაცია (ივლისის მდგომარეობით 5.7%). საპენსიო აქტივებზე დარიცხული სარგებელი 68 მილიონ ლარს...

თბილისის ახალი სატრანსპორტო მასტერ-პლანი - პრიორიტეტი ფეხით მოსიარულე და საზოგადოებრივი ტრანსპორტია - თედო ისაკაძე

თბილისის ახალი სატრანსპორტო მასტერ-პლანი - პრიორიტეტი ფეხით მოსიარულე და საზოგადოებრივი ტრანსპორტია - თედო ისაკაძე
access_time2020-08-04 11:10:59
თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თედო ისაკაძე სოციალურ ქსელში ჭავჭავაძის გამზირის ახალი სატრანსპორტო სქემის შესახებ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ: „კამათს არ ექვემდებარება, რომ ნებისმიერი მოქალაქის შეუვალი უფლებაა გამოთქვას აზრი, მათ შორის კრიტიკული, ნებისმიერ საკითხზე, მითუფრო თემაზე, რომელიც მის ყოველდღიურ ცხოვრებას ეხება, თუმცა... დავიწყოთ იმით, რომ თბილისის ახალი...

მარტივი, უსაფრთხო და მოქნილი Apple Pay ციფრული საფულე პროკრედიტ ბანკის მომხმარებლებისთვის!

მარტივი, უსაფრთხო და მოქნილი Apple Pay ციფრული საფულე პროკრედიტ ბანკის მომხმარებლებისთვის!
access_time2020-08-04 09:25:35
დღეიდან, პროკრედიტ ბანკი მოხმარებელს გადახდის თანამედროვე, მარტივ და დაცულ მეთოდს - Apple Pay ციფრულ საფულეს სთავაზობს.სერვისით სარგებლობა ბანკის მასტერქარდ ბარათის მფლობელებს iPhone-ის, Apple Watch-ის, iPad-ის და Mac-ის გამოყენებით შეუძლიათ. შესყიდვა ყველა იმ ობიექტში სრულდება, რომელსაც უკონტაქტო გადახდის მხარდაჭერა აქვთ, ამასთანავე აპლიკაციებსა და ინტერნეტ ვებ-გვერდებზე.უსაფრთხოება სიმარტივესთან ერთად Apple Pay-ის მთავარი...

TheTimes: ბიზნესმა ჰაკერებს გამოსასყიდის სახით 2019 წელს 25 მლრდ. დოლარი გადაუხადა

TheTimes: ბიზნესმა ჰაკერებს გამოსასყიდის სახით 2019 წელს 25 მლრდ. დოლარი გადაუხადა
access_time2020-08-03 19:55:48
კიბერ-დამნაშავეებმა 2019 წელს მხოლოდ ბრიტანულ ბიზნეს-კომპანიებს 250 მლნ. დოლარზე მეტი გამოსძალეს. ჰაკერები, ძირითადად  ცნობილ კომპანიებს რუსეთიდან ან აღმოსავლეთ ევროპიდან ვირუსული პროგრამებით უტევენ, შემდეგ კი ქსელებთან წვდომის აღდგენის სანაცვლოდ მათგან მილიონებს ითხოვენ. კომპანიებს მათი პრობლემების გასაჯაროება, მონაცემთა დაკარგვა და რეგულატორების მხრიდან ჯარიმების დაკისრება აშინებთ, ამიტომაც ისინი დღეს უფრო მეტად, ვიდრე გასულ წლებში, ფულის გადახდისთვის მზად...


მსგავსი სიახლეები

up