მედია: Magic Leap-ის დამატებითი რეალობის სათვალეს არავინ ყიდულობს

მედია: Magic Leap-ის დამატებითი რეალობის სათვალეს არავინ ყიდულობს

access_time2019-12-08 21:00:22

კომპანია Magic Leap-ის დამატებითი რეალობის სათვალე, რომელსაც ინდუსტრიაში გადატრიალება უნდა მოეხდინა, უსარგებლო პროდუქტად იქცა, - ამის შესახებ გამოცემა The Information-ი წერს.

 

მისი ინფორმაციით, 6 თვეში Magic Leap-მა ​მხოლოდ 6000 სათვალე გაყიდა, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიაში წელიწადში სულ მცირე 100 ათასი სათვალის გაყიდვას გეგმავდნენ, კომპანიის ხელმძღვანელი რონი აბოვიცი კი წელიწადში ერთი მილიონი სათვალის გაყიდვაზე საუბრობდა. კომპანია გაყიდვებთან დაკავშირებით ოფიციალურ მონაცემებს არ აქვეყნებს, ეს ინფორმაცია კომპანიის თანამშრომლებისთვისაც მიუწვდომელია.

 

Magic Leap-ი ერთ-ერთი ყველაზე უცნაური სტარტაპი იყო. მისმა დამფუძნებლებმა ცნობილი ფონდებისა და კომპანიებისგან, მათ შორის Google-ისა და Alibaba-სგან 2 მილიარდი დოლარი ისე მიიღეს, რომ პროდუქტიც კი არ ჰქონდათ წარმოდგენილი. რამდენიმე წლის განმავლობაში არავინ იცოდა, რას აკეთებდნენ კომპანიის ინჟინერები, ცნობილი იყო მხოლოდ ის, რომ სტარტაპი დამატებით რეალობას უკავშირდება.

 


თანდათან ცნობილი გახდა, რომ საუბარია დამატებითი რეალობის სათვალეზე, რომლის მსგავსსაც Microsoft-ი და სხვა კომპანიები უშვებენ. პირველი მოდელების გაყიდვა Magic Leap-მა 2018 წლის აგვისტოში დაიწყო. სათვალის ფასი 2300 დოლარია.

 

როდესაც ჟურნალისტებმა და ექსპერტებმა სათვალე გამოსცადეს, აღმოჩნდა, რომ არანაირი გადატრიალება არ მომხდარა: ვირტუალური ობიექტების გამოსახულება ხშირად უხარისხო იყო და მათ რეალური ობიექტები ეფარებოდა.The Information-ის ცნობით, Magic Leap-ი თვეში 40-50 მილიონ დოლარს ხარჯავს. კომპანიაში რეორგანიზაცია დაიწყო, შემცირება რამდენიმე განყოფილებას შეეხო. კომპანია ორმა ტოპმენეჯერმა - ფინანსურმა დირექტორმა სკოტ ჰენრიმ და ვიცეპრეზიდენტმა ჯონ გაეტამ, დირექტორთა საბჭო კი Google-ის ხელმძღვანელმა სუნდარ პიჩაიმ დატოვა.

 

ახლა კომპანია Magic Leap-ი სათვალის მეორე ვერსიის შესაქმნელად საჭირო ფულს ეძებს.


Imedinews

თეგები:
Magic Leap



2 თვე 520-ე დადგენილების ამოქმედებიდან - დეპუტატები ჯანდაცვის მინისტრს კომიტეტის სხდომაზე იბარებენ

2 თვე 520-ე დადგენილების ამოქმედებიდან - დეპუტატები ჯანდაცვის მინისტრს კომიტეტის სხდომაზე იბარებენ
access_time2020-01-29 10:00:53
2 თვე გავიდა მას შემდეგ რაც 520-ე დადგენილება ძალაშია შევიდა. როგორც ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენლები, ასევე პაციენტები ეკატერინე ტიაკარაძის მიერ გატარებული რეფორმის ეფექტს უკვე კარგად ხედავენ - კლინიკებში რიგი ოპერაციები ვერ ტარდება, სამედიცინო პერსონალს კი უმეტეს კლინიკებში ხელფასი შეუმცირდა.თეთრ ხალათიანები სამედიცნო სფეროში შექმნილი პრობლემების გადაჭრის გზებზე ფირქობენ და ამიტომ ისინი პაციენტების ნაცვლად ამჯერად დეპუტატებს...

„კომერსანტის“ 28 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 28 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-28 21:30:47
„კომერსანტის“ 28 იანვრის TOP 10 თემა 1.„არჩევნების წინ ბიუჯეტში უფრო მეტი სახსრების მობილიზებას ცდილობენ“ – „საქსტატი“ ჩრდილოვანი ეკონომიკის დარგების აღრიცხვას იწყებს 2.„ქართული ოცნების“ პრემიებზე დახარჯული მილიონები და 112-ის გაუმართავი...

„ხალხი ცდილობს თავი შეიკავოს როგორც ჩინური პროდუქციისგან, ასევე დაწესებულებებში სტუმრობისგანაც“-კორონავირუსის გავლენა ჩინურ რესტორნებზე

„ხალხი ცდილობს თავი შეიკავოს როგორც ჩინური პროდუქციისგან, ასევე დაწესებულებებში სტუმრობისგანაც“-კორონავირუსის გავლენა ჩინურ რესტორნებზე
access_time2020-01-28 18:15:26
ჩინეთში დაფიქსირებული კორონავირუსი მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. რამდენიმე ქვეყანამ ჩინეთიდან პროდუქციის შეტანაც კი აკრძალა. ინტენსიურად მოწმდება აეროპორტებში მგზავრების მდგომარეობაც. საქართველოში ჩინეთიდან ცოცხალი ცხოველის შემოყვანა აიკრძალა. აკრძალვების ფონზე „კომერსანტი“ დაინტერესდა რა მდგომარეობაა საქართველოში არსებულ ჩინურ რესტორნებში. შემცირდა თუ არა სტუმრების რაოდენობა ან შეჩერებულია თუ არა დაწესებულებების იმ ნედლეულით მომარაგება, რომელიც ჩინეთიდან...

ჩინეთის კორონავირუსმა iPhone-ის წარმოება საფრთხის წინაშე დააყენა

ჩინეთის კორონავირუსმა iPhone-ის წარმოება საფრთხის წინაშე დააყენა
access_time2020-01-28 20:20:26
ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსი, რომელმაც უკვე 100 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, iPhone-ების წარმოებას აფერხებს.  Bloomberg-ის მონაცემებით,  ჩინეთის ხელისუფლების მიერ მიმოსვლაზე შეზღუდვების დაწესებამ Apple-ის საწარმოო ჯაჭვში რღვევები შეიტანა. „ვერ წარმომიდგენია სცენარი, რომლის შემთხვევაშიც მიწოდების ჯაჭვი არ გაირღვევა, ამისთვის საკმარისია ნედლეულის, წარმოების, ტესტირებისა და მიწოდების მცირე სერიოზული შეფერხებაც კი“ - განუცხადა Bloomberg-ს ანალიტიკოსმა...

ბათუმში Ibis Styles-ისა და Novotel living-ის სასტუმროები გაიხსნება

ბათუმში Ibis Styles-ისა და Novotel living-ის სასტუმროები გაიხსნება
access_time2020-01-28 17:15:35
ბათუმში, კახაბრის დასახლებაში მრავალფუნქციურ კომპლექსში სასტუმროების 2 საერთაშორისო ბრენდი იქნება წარმოდგენილი. ბრენდების შემოყვანაზე Ibis Styles-სა და Novotel living-თან კომპანია „ეიერ-მერიდიანსმა“ მოლაპარაკებებს უკვე მიაღწია. ამ დროისთვის გაფორმებულია 20 წლიანი ხელშეკრულება Ibis Styles-თან, Novotel living-თან კი გაფორმებულია მემორანდუმის თანახმად, 20 წლიანი ფრანშიზა უახლოეს 3 თვეში გაფორმდება. ეს ორი შეთანხმება გახდა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის...


მსგავსი სიახლეები

up