აშშ-ის ხელისუფლება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქალაქეების გადაადგილებას მათი სმარტფონების საშუალებით აკვირდება. ამის შესახებ თავის წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა The Wall Street Journal-ი წერს.
გამოცემის ცნობით, ამერიკელების ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას ხელისუფლება არა მობილური კავშირის ოპერატორებისგან, არამედ მობილურ აპლიკაციებში განთავსებული სარეკლამო განცხადებების ავტორებისგან იღებს. ეს ინფორმაცია პერსონიფიცირებული არაა და მხოლოდ ადამიანის გადაადგილების მარშრუტს შეიცავს.
WSJ-ის ცნობით, ადამიანების გადაადგილებაზე კონტროლი აშშ-ის 500 უმსხვილეს ქალაქში მიმდინარეობს.
ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსი 124 665 ადამიანს დაუდგინდა, მათგან 2191 გარდაიცვალა, 1095 კი განიკურნა.
imedinews