მედია: Huawei ჩრდილოეთ კორეას უსადენო ინტერნეტის შექმნასა და მომსახურებაში ეხმარებოდა

მედია: Huawei ჩრდილოეთ კორეას უსადენო ინტერნეტის შექმნასა და მომსახურებაში ეხმარებოდა

access_time2019-07-22 23:15:06

კომპანია Huawei ჩრდილოეთ კორეას საკუთარი კომერციული უსადენო ინტერნეტის შექმნასა და მომსახურებაში ეხმარებოდა. ამის შესახებ გამოცემა Washington Post-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

 

მისი ინფორმაციით, გასული 8 წლის განმავლობაში Huawei-მ ჩინურ სახელმწიფო კომპანია Panda International Information Technology Co Ltd-სთან თანამშრომლობით ჩრდილოეთ კორეაში რამდენიმე პროექტი განახორციელა. ამის შესახებ გამოცემის მიერ მოპოვებული ოფიციალური დოკუმენტაცია და ხელშეკრულებები მეტყველებს.

 

იმის გათვალისწინებით, რომ Huawei საკუთარი პროდუქციის ნაწილში ამერიკულ ტექნოლოგიებს იყენებდა, ასეთი პროექტების განხორციელება ვაშინგტონის მიერ ფხენიანის წინააღმდეგ დაწესებულ შეზღუდვებს ეწინააღმდეგება.

 

Washington Post-მა ამ ინფორმაციის გადამოწმება სცადა, სადაც მას განუცხადეს, რომ კომპანიას ჩრდილოეთ კორეაში არანაირი ბიზნესი არ აქვს, Panda Group-თან დაკავშირება კი შეუძლებელი აღმოჩნდა.

 


გამოცემის მტკიცებით, აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტი Huawei-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის შესაძლო კავშირებს 2016 წლიდან იძიებს, მაგრამ ამ კავშირებს დამადასტურებელი მტკიცებულება აქამდე არსად გასაჯაროებულა.

 

17 მაისს ამერიკის ვაჭრობის დეპარტამენტმა ჩინური კომპანია ე.წ. „შავ სიაში“ შეიყვანა.

 

პრეზიდენტ ტრამპისა და აშშ-ის მთავრობის მხრიდან Huawei-ზე ზეწოლა მას შემდეგ გაიზარდა, რაც ოფიციალურმა ვაშინგტონმა ეჭვი შეიტანა იმაში, რომ ჩინეთის მთავრობა Huawei-ს მოწყობილობას ჯაშუშობისთვის იყენებდა.

 

როგორ და რატომ კრძალავენ დასავლეთის ქვეყნები Huawei-ს ვრცელი სტატია ამ ბმულზე წაიკითხეთ.

 

imedinews



თეგები:
Huawei



BOG-დან „ლიბერთიში“ - ბანკის გენერალური დირექტორი შესაძლოა ვასილ ხოდელი გახდეს

BOG-დან „ლიბერთიში“ - ბანკის გენერალური დირექტორი შესაძლოა ვასილ ხოდელი გახდეს
access_time2019-10-17 17:00:21
„კომერსანტის“ წყაროს ინფორმაციით, ვასილ ხოდელი, რომელიც მიმდინარე წლის აპრილამდე „საქართველოს ბანკში“ კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო მიმართულებით გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა, „ლიბერთი ბანკის“  ტოპ-მენეჯმენტში მიდის. საუბარია, გენერალური დირექტორის პოზიციაზე, რომელსაც ხოდელი,სავარაუდოდ,  ნოემბერში დაიკავებს. აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით „კომერსანტი“ ლიბერთი ბანკს დაუკავშირდა და მათგან პასუხს ამ დრომდე...

მოცეკვავე შადრევანი, სასტუმრო, სავაჭრო ცენტრი - როგორი იქნება York Town-ი, რომლის მოწყობაც ტაბახმელაში იგეგმება (+ფოტო)

მოცეკვავე შადრევანი, სასტუმრო, სავაჭრო ცენტრი - როგორი იქნება York Town-ი, რომლის მოწყობაც ტაბახმელაში იგეგმება (+ფოტო)
access_time2019-10-17 16:00:19
ტაბახმელაში ახალი საცხოვრებელი უბნის მოწყობა იგეგმება.პროექტის York Town-ის აშენებას კომპანია YORK TOWERS DEVELOPMENS გეგმავს.პროექტის განხორციელება 100 000 კვადრატულ მეტრ ფართობზეა დაგეგმილი. ტერიტორიაზე განთავსდება სასტუმრო, სავაჭრო ობიექტები, საცხოვრებელი ფართები, ასევე უდიდესი მოცეკვავე შადრევანი. ამასთან, დაგეგმილია 80 ათას კვადრატულ მეტრზე გამწვანებული ტერიტორიის მოწყობაც. კომპანია უძრავი ქონების საერთაშორისო დეველოპერია, რომელსაც ინვესტიციები...

ღვინის ფესტივალის შემდეგ, გურჯაანი ყველისა და კულინარიულ ფესტივალს უმასპინძლებს

ღვინის ფესტივალის შემდეგ, გურჯაანი ყველისა და კულინარიულ ფესტივალს უმასპინძლებს
access_time2019-10-17 16:30:58
26 ოქტომბერს, ახტალის პარკში, ყველისა და კულინარიის ფესტივალი, წელს პირველად გაიმართება, რომელიც მიზნად ისახავს კულინარიის, როგორც დარგის განვითარებას რეგიონში და მის პოპულარიზაციას.ფესტივალის ფარგლებში, 6 ქართველი და უცხოელი ტოპ შეფი (გურამ ბაღდოშვილი, ლევან ჩხეიძე, თამთა კიკალიშვილი, ენცო ნერი, მიშა ბარსა და ა.შ) თანამედროვე ტექნოლოგიით მოამზადებენ კერძებს, ჩაატარებენ მასტერკლასებს, რომლის პარალელურადაც მოეწყობა სხვადასხვა სახეობის ყველისა და კულინარიული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, მათ...

ბანკებმა 700 მილიონი დოლარი უკვე მიიღეს - როდის დაიწყება ლარის გამყარება?

ბანკებმა 700 მილიონი დოლარი უკვე მიიღეს - როდის დაიწყება ლარის გამყარება?
access_time2019-10-17 18:00:00
დღეიდან, ყველა კომერციულ ბანკს ერთად 700 მლნ დაერიცხება საკუთარ, საკორესპონდენტო ანგარიშებზე. საუბარია სარეზერვო მინიმუმის 5%-ით შემცირებულ თანხაზე, რომელიც სებმა თვის დასაწყისში შეამცირა და შედეგად ლარის კურსის დასტაბილურებას ელოდება. რა მოხდება 18 ოქტომბრიდან სავალუტო ბაზარზე და გამყარდება თუ არა ლარი ჯერჯერობით კონკრეტულად არავინ საუბრობს. ეროვნული ბანკი კომერციული...

საჯარო სპორტული მოედნები, ველობილიკები და დასასვენებელი პარკი - სივრცე, რომლის მოწყობაც ვაკეში იგეგმება

საჯარო სპორტული მოედნები, ველობილიკები და დასასვენებელი პარკი - სივრცე, რომლის მოწყობაც ვაკეში იგეგმება
access_time2019-10-17 13:39:16
საჯარო სპორტული მოედნებით, ველობილიკებით და დასასვენებელი პარკებით მოწყობილი სივრცეები დედაქალაქში ფაქტიურად აღარ...


მსგავსი სიახლეები

up