გერმანიის მთავრობა ლოკდაუნის რეჟიმის 28 მარტამდე გახანგრძლივებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Focus Online ავრცელებს.
როგორც გერმანული მედია იუწყება, გერმანიის კანცლერსა და ფედერალური მიწების ხელმძღვანელებს შორის შეთანხმების პროექტში აღნიშნულია, რომ ლოკდაუნი უნდა გახანგრძლივდეს, თუმცა 8 მარტიდან გარკვეული შეზღუდვების შემსუბუქება იგეგმება.
გერმანიის კანცლერი რეგიონების ხელმძღვანელებთან შემდგომ ნაბიჯებს 3 მარტს განიხილავს.
25 თებერვალს, გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტების გამო, ქვეყანა ეპიდემიის მესამე ტალღის საფრთხის წინაშე დგას.
გერმანიაში 16 დეკემბრიდან ლოკდაუნის მკაცრი რეჟიმი მოქმედებს. სასიცოცხლო მნიშვნელობის მაღაზიების გარდა, ამჟამად ყველა სხვა სავაჭრო ობიექტი დახურულია.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში კორონავირუსის 2 451 011 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 70 463 ინფიცირებული ვირუსს ემსხვერპლა.
imedinews.ge