იტალურმა ავტომწარმოებელმა კომპანია Ferrari-მ გაავრცელა განცხადება გენერალური დირექტორის დაუყოვნებლივ გადადგომის შესახებ. კომპანიის განცხადებით, ლუის კამილერიპირადი მიზეზების გამო გადადგა.
ის კომპანიას 2018 წლის ივლისიდან ხელმძღვანელობდა. იტალიური მედიის ინფორმაციით, 65 წლის ლუის კამილერიკორონავირუსითაა ინფიცირებული და მას გამოჯანმრთელების შემდეგ რეაბილიტაცია სჭირდება.
მედიის ცნობით, ის კლინიკიდან უკვე გაწერეს და რეაბილიტაციის კურსს სახლში გადის.
Imedinews.ge