მედია: ჯეფრი ეპშტეინმა თავი ზეწრით ჩამოიხრჩო

მედია: ჯეფრი ეპშტეინმა თავი ზეწრით ჩამოიხრჩო

access_time2019-08-13 22:25:37

ამერიკელი მილიარდერის ჯეფრი ეპშტეინის საკანში, სადაც მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ზეწრისგან დამზადებული თოკი იპოვეს. ამის შესახებ New York Post-ი წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, თოკი ორსართულიანი საწოლის ზედა ნაწილზე იყო დამაგრებული. New York Post-ის წყაროს ცნობით, თვითმკვლელობამდე რამდენიმე საათის განმავლობაში ეპშტეინი არავის შეუმოწმებია.

 

ეპშტეინის გადარჩენას უშედეგოდ ჯერ ციხის ექიმები, შემდეგ კი მანჰეტების ერთ-ერთი საავადმყოფოს სპეციალისტები ცდილობდნენ. მომხდარზე გამოძიება როგორც იუსტიციის სამინისტროში, ასევე გამოძიების ფედერალურ ბიუროში (FBI) მიმდინარეობს.


 

მილიარდერის ცხედარი საკანში 10 აგვისტოს, დაახლოებით 7:30 საათზე იპოვეს. აშშ-ის პროკურორის უილიამ ბარის განცხადებით, ეპშტეინის სიკვდილთან დაკავშირებით არსებობს „რამდენიმე სერიოზული კითხვა, რომლებსაც პასუხი უნდა გაეცეს“.

 

66 წლის ეპშტეინი არასრულწლოვანთა ტრეფიკინგისა და პროსტიტუციაში ჩაბმის ბრალდებით 7 ივლისს დააკავეს. გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულმა დანაშაული 2002 და 2005 წლებში ნიუ-იორკსა და ფლორიდაში ჩაიდინა.


imedinews.ge




საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დადასტურდა
access_time2020-02-28 14:26:08
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. მოქალაქე იტალიიდან ჩამოვიდა. ეს ქვეყანაში ახალი კორონავირუსის დაფიქსირების მეორე შემთხვევაა. "მე, როცა პირველი შემთხვევა დავადასტურე, მაშინ ვთქვი, რომ ვართ გლობალური სამყაროს ნაწილი და არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ახალი შემთხვევის რაოდენობა ქვეყანაში გაიზრდება. მინდა ვთქვა, რომ...

„არის საშიშროება მალე ხელფასები და სესხები ვეღარ გადავიხადოთ„ -სასტუმრო ინდუსტრია

„არის საშიშროება მალე ხელფასები და სესხები ვეღარ გადავიხადოთ„  -სასტუმრო ინდუსტრია
access_time2020-02-28 15:00:41
„რეალური მდგომარეობა სასტუმრო ბიზნესში საკმაოდ რთულია“-აღნიშნული შინაარსის პოსტებს აქვეყნებენ ტურიზმის სფეროს სპეციალისტები  Facebook-ზე.სასტუმროების მენეჯერი შალვა ალავერდაშვილი აცხადებს,რომ ის დიდი დიდი ხანია ცდილობს არ იყოს ნეგატიური და ისედაც დაძაბული ჩვენი სექტორი (ტურიზმი) უფრო არ დაძაბოს.  „რეალური მდგომარეობა სასტუმრო ბიზნესში საკმაოდ რთულია და თითქმის 30%-40 %-იანი კლება გვაქვს ბოლო სამ თვეში შარშანდელ წელთან შედარებით. საკმაოდ რთულია,...

ანა დოლიძე: ჩვენი ბრძოლის შედეგია, ის, რომ სათამაშო ბიზნესმა გარე რეკლამაზე თვითშეზღუდვა დააწესა

ანა დოლიძე: ჩვენი ბრძოლის შედეგია, ის, რომ სათამაშო ბიზნესმა გარე რეკლამაზე თვითშეზღუდვა დააწესა
access_time2020-02-28 14:00:01
„ახლა მნიშვნელოვანია გავარკვიოთ სათამაშო ბიზნესის დაპირების დეტალები, თუ რომელი კომპანიები ჩამოხსნიან რეკლამებს და როგორ შეასრულებენ დაპირებას“- ასე ეხმაურება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე „კომერსანტის“ მოპოვებულ ინფორმაციას, რომ მარტიდან სათამაშო ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს იტყვის.   როგორც მედი ჰოლდინგმა გაარკვია მიღებული გადაწყვეტილება საზოგადეობის მაღალი აქტივობითაა განპირობებული.    „როდესაც გასული წლის...

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - ალექსანდრე ჭიკაიძის საეჭვო გამდიდრება გამოძიებას საჭიროებს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - ალექსანდრე ჭიკაიძის საეჭვო გამდიდრება გამოძიებას საჭიროებს
access_time2020-02-28 11:51:39
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების აუცილებლობას ხედავს. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული,შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ 2017 წლის ბოლოს საჯარო სამსახურის დატოვების შემდეგ დიდი რაოდენობით უძრავი...

გუდაური სნოუბორდის ევროპის თასს მასპინძლობს

გუდაური სნოუბორდის ევროპის თასს მასპინძლობს
access_time2020-02-28 10:30:04
29 თებერვალს და 1 მარტს, გუდაურში, კუდების ფერდობზე, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით, სნოუბორდის ევროპის თასის ეტაპი ჩატარდება პარალელურ სლალომში და პარალელურ გიგანტურ სლალომში. გუდაურში იმყოფებიან არაერთ საეთაშორისო ტურნირში გამარჯვებული სპორტსმენები 10 ზე მეტი ქვეყნიდან. შეჯიბრის წინა დღე ოფიციალურ ვარჯიშს დაეთმობა. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის სტანდარტების შესაბამისი საშეჯიბრო ტრასების მოწყობა FIS- ის დელეგატების მეთვალყურეობით...


მსგავსი სიახლეები

up