ავსტრალიამ კიევიდან დიპლომატების ოჯახების გაყვანა დაიწყო, - ინფორმაციას Sydney Morning Herald-ი ავრცელებს.
ამასთან, გამოცემის ცნობით, ავსტრალიის ფედერალური მთავრობა უკრაინაში მყოფ ავსტრალიის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებას ურჩევს, მათ კი, ვინც უკრაინაში დარჩენას გადაწყვეტს, პირადი უსაფრთხოების გაძლიერებისკენ მოუწოდებს.
„ავსტრალიელებმა, რომლებიც გადაწყვეტენ უკრაინაში დარჩენას, უნდა გადახედონ თავიანთი პირადი უსაფრთხოების გეგმებს, მოემზადონ თავშესაფრისთვის საჭიროების შემთხვევაში და საგარეო საქმეთა და ვაჭრობის უწყებაში რეგისტრაცია გაიარონ“, - ნათქვამია ავსტრალიის მთავრობის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის საფრთხის ფონზე გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინიდან საკუთარი საელჩოს თანამშრომლების ნაწილის, აშშ-მა კი საელჩოს თანამშრომლების ოჯახების გაყვანა დაიწყო.
IPN.GE