ჩინეთის მთავრობა გამიზნულად მალავდა ინფორმაციას კორონავირუსის ინფიცირებულთა რაოდენობისა და გარდაცვლილთა შესახებ, - ამის შესახებ აშშ-ის დაზვერვის დოკუმენტშია ნათქვამი, რომელიც „ბლუმბერგმა“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა.
საიდუმლო დოკუმენტის მიხედვით, ჩინეთის მიერ გაცხადებული მონაცემები ყალბია. წყაროების ცნობით, ამის შესახებ ინფორმაცია თეთრმა სახლმა გასულ კვირას მიიღო.
ცნობისთვის, ჩინეთი, ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსის სულ 82361 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობამ 3312-ს მიაღწია.
ipn.ge