ალექსეი ნავალნის საქმეზე ევროკავშირმა რუს მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული მედია ავრცელებს.
როგორც გამოცემა Bild-ი იუწყება, პერსონალური სანქციები დაუწესდა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელს, გენერალურ პროკურორს, როსგვარდიის ხელმძღვანელსა და სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის უფროსს.
2 თებერვალს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ალექსეი ნავალნის პირობითი სასჯელი პატიმრობით შეუცვალა და 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აშშ-ისა და ევროპის ქვეყნების ლიდერებმა რუსეთის ხელისუფლება ალექსეი ნავალნის უპირობო და დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.
imedinews.ge