მედეა ჯანიაშვილმა და საქართველოში ისრაელის ელჩმა ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ტურისტული მიმოსვლის აღდგენის საკითხები განიხილეს

მედეა ჯანიაშვილმა და საქართველოში ისრაელის ელჩმა ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ტურისტული მიმოსვლის აღდგენის საკითხები განიხილეს

access_time2021-03-16 20:50:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს რან გიდორს შეხვდა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.


ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და ისრაელს შორის ტურისტული ნაკადებისა და პირდაპირი ავიარეისების აღდგენის საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბიზნეს ტურიზმის განვითარების გეგმებს.



ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციითვე, ისრაელი საქართველოსთვის მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორთა ტოპ ათეულში, 2019 წელს, ისრაელმა მეშვიდე პოზიცია დაიკავა, ისრაელიდან საქართველოში 205 ათასზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი შედგა.




„ისრაელი საქართველოსთვის ერთ-ერთ წამყვან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს, როგორც ბოლო წლებში, განსაკუთრებით კი პოსტ პანდემიურ პერიოდში. დღევანდელი შეხვედრა ისრაელის ელჩთან ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ განვიხილეთ საქართველოსთან დაკავშირებით ვიზიტორთა ინტერესი, ასევე ჩვენს ქვეყნაში არსებული ტურისტული პროდუქტები და შეთავაზებები, რომელიც ისრაელის ტურისტული ბაზრისთვის შეიძლება ძალიან საინტერესო აღმოჩნდეს.“-განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.



„მე მქონდა ძალიან კარგი, ნაყოფიერი და წარმატებული შეხვედრა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან. 2019 წელს, კოვიდ პანდემიის დაწყებამდე საქართველოს ისრაელიდან 200 ათასზე მეტი ვიზიტორი ეწვია. მაღალ სეზონზე ისრაელსა და საქართველოს შორის კვირაში 42 პირდაპირი ავიარეისი სრულდებოდა. ისრაელის ტურისტული ბაზარი საქართველოს ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ საქართველომ ისრაელისა და სხვა ქვეყნების ტურისტებისთვის პირველი თებერვლიდან საზღვარი გახსნა. ისრაელი კოვიდ ვაქცინაციაში გლობალური ლიდერია და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დაახლოებით 2 თვეში ისრაელის მოსახლეობის 75%-80% ვაქცინირებული იქნება. ისრაელში ვირუსის გავრცელების მკვეთრი ვარდნა გვაქვს, ამიტომ არანაირი მიზეზი არსებობს, რომ ისრაელიდან ტურისტები საქართველოს მოსანახულებლად არ ჩამოვიდნენ. იმედი მაქვს რამდენიმე დღეში თელ-ავივის აეროპორტი სიხშირეების გაზრდას შეძლებს და შემდეგ ათასობით ტურისტი ისრაელიდან საქართველოს ეწვევა.“-განაცხადა ისრაელის ელჩმა საქართველოში.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up