მედეა ჯანიაშვილი - „ვაქცინაციის პროცესში  საქართველო  იმ ერთეულ  ქვეყნებს  შორის არის,  სადაც  ტურიზმი  პრიორიტეტულ  დარგად  დასახელდა“

მედეა ჯანიაშვილი - „ვაქცინაციის პროცესში საქართველო იმ ერთეულ ქვეყნებს შორის არის, სადაც ტურიზმი პრიორიტეტულ დარგად დასახელდა“

access_time2021-05-14 17:40:00

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის მედეა ჯანიაშვილის განცხადებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის პრიორიტეტულ ჯგუფებს ტურიზმის ინდუსტრია დაემატა და სექტორი მაქსიმალურად ჩართულია ამ პროცესში. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.



„ვაქცინაციის პროცესში საქართველო იმ ერთეულ ქვეყნებს შორის არის, სადაც ტურიზმი პრიორიტეტულ დარგად დასახელდა და როგორც იცით საქართველო პირველი ქვეყანაა მთელ რეგიონში, სადაც სექტორისთვის ვაქცინაცია დაიწყო. ტურიზმის დარგი მაქსიმალურად ინფორმირებულია და ჩართულია რეგისტრაციის პროცესში. ჩვენს ბაზაში დარეგისტრირებულ ყველა კომპანიას ინფორმაცია უკვე მივაწოდეთ.


პირველ ეტაპზე რეგისტრაცია იურიდიული პირებისთვის დაიწყო, თუმცა ჩვენ მუდმივად ვითვალისწინებთ სექტორის მოთხოვნებს და უკვე დაემატნენ ინდ. მეწარმეებიც.


ნებისმიერი იურიდიული პირი თუ ინდ. მეწარმე, რომელიც განთავსების, კვების ობიექტს, ტურისტულ კომპანიას, თუ ტურ-ოპერატორს წარმოადგენს საშუალება აქვს ვაქცინაციისათვის თანამშრომლები დაარეგისტრირონ ჩვენს ვებ-გვერდზე.“- განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.



ტურისტული სექტორის წარმომადგენლების ვაქცინაციისათვის სარეგისტრაციო ფორმა ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე:


https://gnta.ge/ge/registration-form/
მედეა ჯანიაშვილის ინფორმაციით, რეგისტრაცია 6 მაისიდან დაიწყო და უკვე 2000-მდე ადამიანმა გაიარა. ვაქცინაციის პროცესი კი 13 მაისიდან დაიწყო.






500 რუსი მილიარდერი ქვეყნის სიმდიდრის 40%-სფლობს

500 რუსი მილიარდერი ქვეყნის სიმდიდრის 40%-სფლობს
access_time2021-06-12 20:00:05
...

Newsweek: რაზე ისაუბრებენ 16 ივნისს ბაიდენი დაპუტინი?

Newsweek: რაზე ისაუბრებენ 16 ივნისს ბაიდენი დაპუტინი?
access_time2021-06-12 20:47:32
...

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს
access_time2021-06-12 19:55:08
მომავალი კვირის ოთხშაბათ-ხუთშაბათს გადაწყდება, გაგრძელდება თუ არა ფქვილის სუბსიდირების პროგრამა. „კომერსანტი“ სუბსიდირების პროგრამის და პურის ბაზარზე არსებული სიტუაციის შესაფასებლად ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელს ლევან სილაგავას დაუკავშირდა. სილაგავა ფიქრობს, რომ დღევანდელი ტენდენცია უფრო დამაიმედებელია და ამის პასუხი არის ის, რომ დღეს ერთი ტონა ხორბლის ფასი 280 $— დან...

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა
access_time2021-06-12 18:07:39
...

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა
access_time2021-06-12 12:00:02
„საქართველო სრულიად სხვა  ქვეყნების კეთილ ნებაზე და  საჩუქრებე დამოკიდებული გახდა, ხელისუფლებამ კი ვაქცინების  შეძენის  პროცესის  დაორგანიზება ვერ  შეძლო“ – ამის შესახებ „ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის“ დამფუძნებელმა, ვახტანგ კალოიანმა ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესის შფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანას ვაქცინები პრაქტიკულად არ აქვს. კალოიანმა აღნიშნა, რომ  მეოთხე...


მსგავსი სიახლეები

up