მედეა ჯანიაშვილი -„შემოსავლებში ჩვენ რეკორდულ მაჩვენებელს მივაღწიეთ“

მედეა ჯანიაშვილი -„შემოსავლებში ჩვენ რეკორდულ მაჩვენებელს მივაღწიეთ“

access_time2022-11-17 18:00:00

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლების 10 თვის მონაცემებს აჯამებს. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.


მედეა ჯანიაშვილის განცხადებით იანვარი-ოქტომბრის შემოსავლებმა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს გადააჭარბა.


„იანვარი-ოქტომბრის მონაცემით შემოსავლებში ჩვენ რეკორდულ მაჩვენებელს მივაღწიეთ, რაც თითქმის 3 მილიარდ დოლარს უტოლდება. პირველად არის შემთხვევა, როდესაც 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს გადავაჭარბეთ. მხოლოდ ოქტომბრის თვეში შემოსავლების კუთხით აღდგენა 126%-ია. საინტერესოა, რომ ევროკავშირის ქვეყნების, ასევე დიდი ბრიტანეთის წილი შემოსავლებში გაიზარდა.“- აცხადებს მედეა ჯანიაშვილი. მედეა ჯანიაშვილის თქმით, სტატისტიკური მონაცემების რეკორდული ზრდა აქტიური მარკეტინგული კამპანიების შედეგია და იძლევა სტიმულს, რომ აქტივობები მიზნობრივ ბაზრებზე კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდეს. „ ეს არის ძალიან აქტიური მარკეტინგული კამპანიის შედეგი, რომელიც ჩვენ ამ ტურისტულ ბაზრებზე განვახორციელეთ. ჩვენ ამ მიმართულებით ვაგრძელებთ მუშაობას. შესაბამისად ეს არის ძალიან ოპტიმისტური მაჩვენებელი, შემოსავალმა მოლოდინს გადააჭარბა, ეს კიდევ უფრო მეტ სტიმულს გვაძლევს, რომ გავააქტიუროთ ჩვენი მარკეტინგული კამპანიები მიზნობრივ ტურისტულ ბაზრებზე, შევთავაზოთ კონკრეტული ტურისტული პროდუქტი, რომ რაც შეიძლება მეტი მაღალმხარჯველი ტურისტები მოვიზიდოთ“. - აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი.



მედეა ჯანიაშვილი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო ვიზიტებთან შედარებით ტურისტული ვიზიტების წილი კიდევ უფრო მაღალი აღდგენით ხასიათდება, რაც ნიშნავს რომ საქართველოს სულ უფრო მეტი მაღალბიუჯეტური ტურისტი სტუმრობს. „აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ვიზიტებთან შედარებით ტურისტული ვიზიტების წილი კიდევ უფრო მაღალი აღდგენით ხასიათდება, რაც ასევე ხაზს უსვამს, რომ ჩვენი ქვეყანა იღებს მაღალბიუჯეტურ ტურისტებს, ეს ავტომატურად შემოსავლებში აისახება. ამ მონაცემთა ერთობლიობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, რომ სწორი პოზიციონირება გავაკეთოთ მიზნობრივ ბაზრებზე“,-განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა. 2022 წლის იანვარი-ოქტომბრის თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა პანდემიის შემდეგ პირველად გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – 2,854,529,093 აშშ. დოლარი, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 100.2% აღდგენაა (ზრდა +4,838,981 აშშ დოლარი). 2021 წლის იანვარი-ოქტომბრის თვესთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია +1,846,592,397 (+183.2%) აშშ დოლარით.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up