მედეა ჯანიაშვილი - საქართველოში 2021 წლის ტურიზმის აღდგენის დინამიკა ძალიან პოზიტიურია და იმედს გვაძლევს, რომ უმოკლეს ვადაში შევძლებთ ტურიზმის უსაფრთხო აღდგენას

მედეა ჯანიაშვილი - საქართველოში 2021 წლის ტურიზმის აღდგენის დინამიკა ძალიან პოზიტიურია და იმედს გვაძლევს, რომ უმოკლეს ვადაში შევძლებთ ტურიზმის უსაფრთხო აღდგენას

access_time2022-01-14 14:40:00

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი 2021 წლის ტურიზმის აღდგენის დინამიკას აფასებს. ინფორმაციას ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს.


მედეა ჯანიაშვილის განცხადებით, გასულ წელს საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები და ვიზიტები სწრაფი ტემპით გაიზარდა.



„ჩვენ გვაქვს ძალიან პოზიტიური ზრდის დინამიკა როგორც საერთაშორისო მოგზაურების, ასევე საერთაშორისო ტურისტების, ავიაციის ინდუსტრიისა და ტურიზმიდან შემოსავლების მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2021 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა უშუალოდ ტურისტების წილი და 83%-ს მიაღწია. ეს არის შედეგი იმ რეგულაციების, რომელიც უსაფრთხოების სრული დაცვით ჩვენ საქართველო საერთაშორისო ტურიზმისთვის გავხსენით. სწორი აქცენტები გავაკეთეთ ყველაზე მოთხოვნად და კონკურენტუნარიან ტურისტულ პროდუქტზე, რაც მთავარია ვაწარმოვეთ აქტიური მარკეტინგული კამპანია მიზნობრივ ბაზრებზე, როგორც საერთაშორისო წამყვანი პლატფორმების, ასევე საერთაშორისო მედიისა და ბლოგერების საშუალებით.“-განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.




ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, 2022 წელს ადმინისტრაცია აქტიურად გააგრძელებს კამპანიებსა და პროექტებს ტურისტების მოსაზიდად და შემოსავლების გასაზრდელად.



„წელს ჩვენ ვაგრძელებთ აქტივობებს საერთაშორისო ბაზარზე, ზოგადად მთელი მსოფლიოს მიზანია 2019 წლის მონაცემებს რაც შეიძლება მალე გავუთანაბრდეთ. საერთაშორისო ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს შესაძლებელი იქნება 2023-24 წლებში, შესაბამისად საქართველოში 2021 წლის ტურიზმის აღდგენის დინამიკა ძალიან პოზიტიურია და იმედს გვაძლევს, რომ უმოკლეს ვადაში შევძლებთ ტურიზმის უსაფრთხო აღდგენას.“- აცხადებს მედეა ჯანიაშვილმა.



2021 წელი საქართველოში საერთაშორისო ტურიზმის აღდგენა სწრაფი ტემპით გამოირჩეოდა, როგორც შემოსავლების, ასევე მოგზაურების კუთხით. საერთაშორისო მოგზაურებიდან საქართველომ 2021 წელს 1,244,941,717 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების აღდგენის დინამიკა 2019 წელთან შედარებით ყოველთვიურად სწრაფი ტემპით მიმდინარეობს.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up