მეცხოველეობის სექტორის მიმართულებით საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება დაიწყო

მეცხოველეობის სექტორის მიმართულებით საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება დაიწყო

access_time2021-09-16 13:30:00

პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში - SQIL” ფარგლებში, მეცხოველეობაში ინოვაციური ბიზნესიდეების დასაფინანსებლად, ახალი საგრანტო კონკურსის განაცხადების მიღება დაიწყო. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.


„მოთხოვნაზე დაფუძნებული ინოვაციური პროექტი მიზნად ისახავს ადგილობრივი წარმოების რძის პროდუქტებისა და საქონლის ხორცის ღირებულებათა ჯაჭვში სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესებას. პროექტს ახორციელებს Land O’Lakes Venture37 საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით. პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მიერ.


„ხელისუფლებისთვის მეცხოველეობის განვითარება პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. შესაბამისად, აღნიშნულ ინიციატივას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მადლობას ვუხდი ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტს (USDA) ფინანსური მხარდაჭერისთვის. ვფიქრობ, კონკურსის შედეგად შერჩეული საგრანტო პროექტების განხორციელებით, ხელშესახები პროგრესი გვექნება მესაქონლეობის სექტორში“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა.


მეცხოველეობაში ინოვაციური ბიზნესიდეების დასაფინანსებელ კონკურსში მონაწილეობისთვის, განაცხადების მიღება 2021 წლის 11 სექტემბერს დაიწყო და 11 ოქტომბერს დასრულდება.


კონკურსი მიზნად ისახავს ბაზარზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, პროდუქციის წარმოების შემდგომ დამუშავებასა და შენახვას, პროდუქტიულობის გაუმჯობესებას, ფინანსურ მომსახურეობაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.



პროექტი ასევე აქტიურად მუშაობს მესაქონლეობის სექტორში ჩართული პირების ცოდნის ამაღლების კუთხით, რასაც სხვადასხვა სახის ტრენინგებისა თუ სასწავლო-საინფორმაციო სახელმძღვანელოების შემუშავებით ახორციელებს.



დეტალური ინფორმაცია საგრანტო კონკურსის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/2YzQNX4


დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ იხილოთ: https://www.facebook.com/SQILGeorgia“ – ნათქვამია ინფორმაციაში.


თეგები:
კონკურსი



რა ენერგეტიკული შეცდომები დაუშვა ევროპამ

რა ენერგეტიკული შეცდომები დაუშვა ევროპამ
access_time2021-10-17 20:00:44
ევროპა თავადაა დამნაშავე საკუთარ ენერგეტიკულ პრობლემებში. ამის შესახებ Financial times-ი იუწყება. რუსეთს ხშირად ადარებენ დათვს, თუმცა, გაზზე ფასების ზრდა მეტყველებს, რომ ამჟამად მასხარის როლი უფრო მოუხდებოდა. ბუნებრივი გაზი რუსეთის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო საქონელია, ევროკავშირს კი ის დღეს ძალიან აკლია. ფასების ზრდა ევროპაში მცირე მარაგებისა და აზიაში მაღალი მოთხოვნის შედეგია, რაც რუსეთის...

დასავლეთი უკრაინას ევროკავშირში წევრობის იმედს არ აძლევს

დასავლეთი უკრაინას ევროკავშირში წევრობის იმედს არ აძლევს
access_time2021-10-17 18:00:22
ევროკავშირი უკრაინაში რეფორმების პროცესის დამუხრუჭებით უკმაყოფილოა, უკრაინა კი თავის მხრივ უკმაყოფილოა ევროკავშირში წევრობის პერსპექტივის არარსებობით. ბრიუსელს და კიევს შორის ურთიერთობებში აშკარა სიცივე იგრძნობა. ევროპის აუდიტის...

საქართველოს მოსახლეობის 17%-მდე საარსებო შემწეობას იღებს

საქართველოს მოსახლეობის 17%-მდე საარსებო შემწეობას იღებს
access_time2021-10-17 11:00:07
სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა სულ უფრო იზრდება. სტატისტიკა მზარდია, არა მხოლოდ წლიურ, არამედ თვიურ...

თურქეთი საქართველოს გავლით პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტს შეძლებს

თურქეთი საქართველოს გავლით პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტს შეძლებს
access_time2021-10-16 12:11:40
თურქეთმა მიიღო უფლება თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში განახორციელოს თურქულ ნედლეულზე საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირში.  ახალი შეთანხმება არ...

2022 წლის ბიუჯეტში პანდემიის მართვისთვის თანხა მცირდება

 2022 წლის ბიუჯეტში პანდემიის მართვისთვის თანხა მცირდება
access_time2021-10-17 12:00:40
ხელისუფლება 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში პანდემიის მართვისთვის საჭირო თანხას ამცირებს. სახელმწიფო ხაზინის პირველადი პროექტის თანახმად, კოვიდ 19-თან დაკავშირებული ხარჯები 310 მლნ ლარითაა შემცირებული. 276 მილიონი ლარით იკლო მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისთვის განსაზღვრულმა დაფინანსებამაც. ხელისუფლება ჯანდაცვის სექტორის...


მსგავსი სიახლეები

up