მეცხოველეობის და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის საკითხებზე FAO-სთან თანამშრომლობა აქტიურად გაგრძელდება

მეცხოველეობის და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის საკითხებზე FAO-სთან თანამშრომლობა აქტიურად გაგრძელდება

access_time2020-01-16 16:35:12

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ევროპისა და აზიის ცხოველთა ჯანმრთელობისა და მეცხოველეობის განყოფილების ხელმძღვანელს, ერან რაისმანს შეხვდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.



შეხვედრაზე მეცხოველეობისა და ცხოველთა ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიმართულებით მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
გიორგი ხანიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მნიშვნელობა და მათი როლი როგორც მხარდამჭერ პროექტებში, ასევე ამ კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საკითხებში.



„ქვეყანაში მეცხოველეობის დარგის განვითარება ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის გარეშე შეუძლებელია. შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით საერთაშორისო პარტნიორების, დონორი ორგანიზაციების ჩართულობა. მათი მხარდაჭერით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით პროექტების განხორციელების და ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის მიმართულებით, რაც ხელს უწყობს მიკვლევადობას და საექსპორტო პოტენციალის ზრდას. დარგის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტების დანერგვას მიზნით, სამინისტრო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორებთან“, - აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილემ.



FAO-ს ევროპისა და აზიის ცხოველთა ჯანმრთელობისა და მეცხოველეობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ერან რაისმანმა საქართველოში ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის და ზოგადად, მეცხოველეობის დარგში მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით არსებული პროგრესი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგია.




სამინისტროში გამართულ შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი, ზურაბ ჩეკურაშვილი, სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძე, FAO-ს პროექტების მენეჯერი დრაგან ანგელოვსკი და ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ეროვნული სისტემის (NAITS) ხელმძღვანელი მიხეილ სოხაძე ესწრებოდნენ.









რატომ ჭიანურდება ბათუმის ბულვარის გაგრძელების და ჭოროხზე ხიდის მშენებლობის საკითხი

რატომ ჭიანურდება ბათუმის ბულვარის გაგრძელების და ჭოროხზე ხიდის მშენებლობის საკითხი
access_time2020-02-17 19:00:13
საქართველოს მთავრობის დაკვეთით უნდა მომზადებულიყო კვლევა, რომელიც ბათუმის ბულვარის, სანაპიროზე გზის გაგრძელებას, ჭოროხზე ახალი ხიდის მშენებლობას და გონიოს ყოფილი პოლიგონის განვითარებას შეეხებოდა. შესაბამისი დაფინანსება ერთი წლის წინ მოძიებული იყო, თუმცა, მთავრობამ კვლევის ჩატარება მაინც ვერ უზრუნველყო. მთავრობა საჭირო თანხას ამ ეტაპზე ხელახლა ეძებს. „ბათუმელებმა“ აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციის მისაღებად, წერილობით, საქართველოს მთავრობას და რეგიონული...

DailyMail: სტალინის საბჭოთა რივიერა - წყალტუბოს შთამბეჭდავი აბანოები და სანატორიუმები

DailyMail: სტალინის საბჭოთა რივიერა -  წყალტუბოს შთამბეჭდავი აბანოები და სანატორიუმები
access_time2020-02-17 20:00:57
წყალტუბო, რომელიც ადრე ცნობილი იყო, როგორც საბჭოთა კავშირის რივიერა, დღეს ფოტოგრაფების საყვარელი ადგილია. ევროპელი ფოტოგრაფი ამოს ჩაპლი იანვარში 3 დღით ეწვია ამ ქალაქს, რომელზე დაყრდნობითაც ბრიტანულმა გამოცემა Dailymail-მა წყალტუბოს საბჭოთა ნაგებობებს ვრცელი ფოტორეპორტაჟი მიუძღვნა.    Radio Free Europe-ის  ფოტოგრაფის თქმით, კურორტი წყალტუბო საქართველოში ყველაზე გასაოცარი ადგილია  დიდი კრისტალური ჭაღებითა და...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-17 21:30:17
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.გადახდის სისტემა, რომელიც “თაღლითობის” საშუალებას იძლევა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შემოსავლები შეისწავლა და მნიშვნელოვანი...

„ქართულ ოცნებას“ ქვეყანა არ უყვარს, თორემ მას ასე უდიერად არ მოექცეოდნენ“

„ქართულ ოცნებას“ ქვეყანა არ უყვარს, თორემ მას ასე უდიერად არ მოექცეოდნენ“
access_time2020-02-17 18:00:43
„საქართველოში ერთადერთი სფერო,რომელიც ვითარდებოდა იყო ტურიზმი. გასულ წელს კი სექტორი კრიზისში შევიდა. ამის მიზეზი კი „ქართული ოცნების“ არასწორი სტრატეგიაა.“- ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ რადიო „კომერსანტის“  გადაცემა „ცოდნა და წარმატება“ ნანა ტოხვაძესთან ერთად ისაუბრა. მისი თქმით, სფერო,რომელიც დამოუკიდებლად ვითარდებოდა, ჩამოშლის...

გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო

გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო
access_time2020-02-17 15:00:40
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” რეგულარულად ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგს. კვლევისას გამოიკვეთა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის ყოფილი პირველი მოადგილის - გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიას, შპს “საგზაო სამშენებლო-სარემონტო კომპანია სერპანტინს” დომინანტური პოზიცია უკავია ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებში. “სერპანტინმა” მხოლოდ კახეთის რეგიონში განხორციელებული პროექტებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 2013 წლიდან დღემდე,...


მსგავსი სიახლეები

up