მეცნიერებმა მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ამფიბიების სახეობა აღმოაჩინეს

მეცნიერებმა მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ამფიბიების სახეობა აღმოაჩინეს

access_time2019-09-17 23:00:45

ბრიტანეთის ბუნების ისტორიის მუზეუმში გამოფენილი გიგანტური სალამანდრის ნეშტი ახალ სახეობას მიეკუთვნება, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდ ამფიბიებს წარმოადგენს. ამის შესახებ CNN-ი წერს.

 

ამ ცხოველებისადმი მიძღვნილ ბოლო კვლევაში, რომელიც ჟურნალ Ecology and Evolution-ში გამოქვეყნდა, ბრიტანელმა მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ სალამანდრების 1 კი არა, 3 ცალკეული სახეობა არსებობს.

 

სპეციალისტებმა როგორც ველურ ბუნებაში მცხოვრები ცხოველები, ასევე მუზეუმებში შენახული ნეშტები შეისწავლეს. მათ შორის ცხოველი, რომელიც 1920-30 წლებში ლონდონის ზოოპარკში ცხოვრობდა, სიკვდილის შემდეგ კი სალამანდრის ნეშტი ბუნებრივი ისტორიის მუზეუმში გამოფინეს.

 

მეცნიერებმა ეს ეგზემპლარი სამხრეთის გიგანტური ჩინური სალამანდრების სახეობას მიაკუთვნეს, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდ ამფიბიებს წარმოადგენს. მას Andria Sligoi დაარქვეს. მისი სიგრძე 1.8 მეტრს აღემატება.

 

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ გიგანტურ სალამანდრებს გადაშენება ემუქრებათ.


imedinews.ge

თეგები:
სალამანდრა



იაპონია საქართველოს სამედიცინო დანადგარებით დაეხმარება

იაპონია საქართველოს სამედიცინო დანადგარებით დაეხმარება
access_time2020-06-06 17:31:53
დღეს იაპონიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს აღმოუჩინოს მხარდაჭერა სამედიცინო დანადგარებით. დეტალები დაზუსტდება ორმხრივი შეთანხმების შედეგად. ამჟამად მიმდინარეობს სამუშაო პროცესი იაპონიისა და საქართველოს მთავრობებს შორის რათა დროულად მოეწეროს ხელი ორმხრივ შეთანხმებას. საქართველოს მოსახლეობა გაერთიანებულია ახალი კორონავირუსის საფრთხის წინაშე და შედეგიც შთამბეჭდავია. იაპონიის მთავრობამ გადაწყვიტა საქართველოს აღმოუჩინოს სამედიცინო მხარდაჭერა მსოფლიოში ახალი კორონა ვირუსის...

რატომაა წამლები იაფი თურქეთში, ვიდრე ჩვენთან?- ვთავაზობთ სამინისტროს, თურქეთი გავხსნათ

რატომაა წამლები იაფი თურქეთში, ვიდრე ჩვენთან?- ვთავაზობთ სამინისტროს, თურქეთი გავხსნათ
access_time2020-06-06 16:00:33
...

ლიბერთის მობაილ ბანკით სარგებლობა უკვე მობილური ინტერნეტის გარეშეც შესაძლებელია

ლიბერთის მობაილ ბანკით სარგებლობა უკვე მობილური ინტერნეტის გარეშეც შესაძლებელია
access_time2020-06-06 13:00:27
ლიბერთი აგრძელებს ზრუნვას სოციალური პასუხისმგებლობის...

Wizz Air-ი ქუთაისიდან ფრენის მიმართულებებს ამცირებს, ცვლილებებია ავიაკომპანიის ბაზირების სხვა აეროპორტებშიც

Wizz Air-ი ქუთაისიდან ფრენის მიმართულებებს ამცირებს, ცვლილებებია ავიაკომპანიის ბაზირების სხვა აეროპორტებშიც
access_time2020-06-06 13:38:15
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის აეროპორტიდან ფრენებს ამცირებს. საუბარია 19 მარშრუტზე, მათ შორის შარლერუას და ეინდჰოვენის მიმართულებაზე. დაბალბიუჯეტიანი გადამზიდველის ოპერირების გეგმები აღმოსავლეთ ევროპის სხვა ბაზირების აეროპორტებთან...

ექნება თუ არა ინფექციურ საავადმყოფოს დაპირებული ახალი შენობა

ექნება თუ არა ინფექციურ საავადმყოფოს დაპირებული ახალი შენობა
access_time2020-06-06 15:00:13
“ჩვენ ვცდილობთ არ შევაწუხოთ უმაღლესი თანამდებობის პირები და ვისთანაც გვაქვს კონტაქტი, გვეუბნებიან, რომ თქვენზე მუდმივად მიდის მუშაობა. იმასაც გვეუბნებიან, რომ ბოლო პერიოდში ეს მუშაობა დაჩქარდა და მალე ყველაფერი დამთავრდება. ეს ვიცით ჩვენ, მეტი არაფერი”,  - უთხრა რადიო თავისუფლებას 3 ივნისს თენგიზ ცერცვაძემ, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა, როცა ვკითხეთ, რა ბედი ეწია დაპირებას ინფექციური საავადმყოფოს ახალ ფართში გადაყვანის შესახებ. 25 მაისს...


მსგავსი სიახლეები

up