ჩინეთის პროვინცია ანჰოის სამედიცინო უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს დამცავი ფენა, რომელიც კბილზე კარიერის წარმოქმნას აფერხებს. ამის შესახებ გამოცემა ACS Publications-იწერს.
ჩინელმა მეცნიერებმა ადამიანის ნერწყვში არსებული პეპტიდი H5-ის მოდიფიკაცია შექმნეს. პეპტიდური ლაქი კბილებზე დამცავ ფირს ქმნის და მათ კარიესის გამომწვევი ბაქტერიებისგან იცავს. მეცნიერების მტკიცებით, ნივთირებაკბილის ემალში შედის და აღადგენს მას.
სპეციალისტებმა ახალი გამოგონება მუდმივ კბილებზე შეამოწმეს. ტესტებმა აჩვენა, რომ პეპტიდის გაუმჯობესებული ვერსია კბილებზე მიკრობების საწინააღმდეგო ფირს ქმნის და დემინერალიზაციას ებრძვის. მათივე განცხადებით, ფირი არსებულ კარიესს არ კურნავს, თუმცა ახლის წარმოქმნის შეფერხება შეუძლია.
Imedinews