მეცნიერებმა ბირთვულ ნარჩენებზე მომუშავე ელემენტი შექმნეს

მეცნიერებმა ბირთვულ ნარჩენებზე მომუშავე ელემენტი შექმნეს

access_time2020-11-15 17:00:59

კალიფორნიაში დაფუძნებულმა სტარტაპმა Nano Diamond Battery გადამუშავებული ბირთვული ნარჩენებისგან ახალი ბეტა-გალვანური ელემენტი შექმნა, რომლის მუშაობის ვადაც, შესაძლოა, რამდენიმე ათასი წელი იყოს. მისი პროტოტიპი მეცნიერებმა ლივერმორის ლოურენსის სახელობის ლაბორატორიასა და კემბრიჯის უნივერსიტეტის კავენდიშის ლაბორატორიაში წარმატებით გამოცადეს. ტესტირების შედეგების შესახებ ინფორმაცია გამოცემაში New Atlas გამოქვეყნდა.


ამერიკული კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, მათ მიერ დამზადებულ ელემენტში ენერგომატარებლის სახით ატომურ ელექტროსადგურებში ექსპლუატაციის შემდეგ დარჩენილი რადიოაქტიური გრაფიტი გამოიყენება, რომლიდანაც რადიოიზოტოპი ნახშირბად-14 მიიღება. გარემოსა და ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ის სინთეტური ალმასებითაა დაფარული. რადიოაქტიური ელემენტის იზოტოპები ალმასის საფართან ურთიერთქმედებენ, რის შედეგადაც ბეტა-გამოსხივების ენერგია ელექტრულ დენად გარდაიქმნება.


მეცნიერების მიერ დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე ლაბორატორიებში განხორციელებულმა ტესტირებამ აჩვენა, რომ კალიფორნიული სტარტაპის ახალი ქმნილება სინთეტური ალმასების საფუძველზე დამზადებულ სხვა ელემენტებს ხარისხით ბევრად აღემატება. ამ უკანასკნელთა ეფექტურობის ზრდა ტრადიციულ, მათ შორის ლითიუმ-იონის ელემენტებთან შედარებით, მხოლოდ 15 პროცენტი იყო, მაშინ, როდესაც Nano Diamond Battery-ის პროტოტიპის შემთხვევაში ანალოგიურმა მაჩვენებელმა 40 პროცენტი შეადგინა.



 


რადიოაქტიური ნარჩენებისგან შექმნილი ელემენტის გამოყენება სხვადასხვა დანიშნულებით იქნება შესაძლებელი, დაწყებული მობილური მოწყობილობებით - სმარტფონებითა თუ გაჯეტებით და დამთავრებული სატრანსპორტო საშუალებებით - მანქანებით, მატარებლებითა და თვითმფრინავებითაც კი. ნახშირბად-14-ის ნახევარდაშლისთვის საჭირო დიდი დროის გამო, ელექტრომობილში მისი მუშაობის ხანგრძლივობამ თეორიულად, შესაძლოა, 90 წელი შეადგინოს, დედამიწის ორბიტაზე მყოფი მცირე სიმძლავრის თანამგზავრის შემთხვევაში კი 28 ათასი წელი.~


ვარაუდობენ, რომ ახალი ტექნოლოგია ბაზარზე ამ დროისთვის გავრცელებულ ლითიუმის ელემენტებს ჩაანაცვლებს. რადიოქტიური ნივთიერების ნარჩენებით შექმნილი ელემენტები მათზე ბევრად იაფი ეღირება, გაცილებით დიდხანს გაძლებს და მეტ ენერგიასაც გამოიმუშავებს. მეცნიერები პროტოტიპის დახვეწას განაგრძნობენ და იმედოვნებენ, რომ ყოველდღიური მოხმარებისთვის განკუთვნილი ვერსია გაყიდვაში უახლოესი ორი წლის განმავლობაში ჩაეშვება.

POPX.GE

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up