ავსტრალიაში, დიდი ბარიერული რიფი ჩრდილოეთით აქამდე უცნობი, უზარმაზარი მარჯნის რიფი აღმოაჩინეს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, რიფის სიმაღლე 500 მეტრს შეადგენს და ის ისეთ ცნობილ ცათამბჯენებზე მაღალია, ვიდრე იმპაიერ სტეიტ ბილდინგი (ნიუ იორკი) და პეტრონას თვინ თაუერსი (კუალა ლუმპური). მეცნიერებმა რიფი ოკეანეს ფსკერის 3D-რუკის რუკის შექმნისას იპოვეს. მათი თქმით, ქვეყანაში მსგავსი აღმოჩენა 120 წლის განმავლობაში არ გაკეთებულა.
დიდი ბარიერული რიფი მსოფლიოს უდიდესი მარჯნის რიფია, სადაც თევზების 1 500 სახეობაზე მეტი ბინადრობს. მაგრამ ბოლო წლებში კლიმატური ცვლილებები რიფის ეკოსისტემაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ დიდი ბარიერული რიფის მარჯნების ნახევარი დაიღუპა.
imedinews.ge