მეცნიერებმა აღმოაჩინეს გენი, რომელიც Covid-ით სიკვდილის რისკს ზრდის

მეცნიერებმა აღმოაჩინეს გენი, რომელიც Covid-ით სიკვდილის რისკს ზრდის

access_time2022-01-15 17:30:19

პოლონელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს გენი, რომელიც ორჯერ ზრდის Covid-19-ით მძიმე ავადმყოფობის ან თუნდაც სიკვდილის რისკს.

ჯანდაცვის სამინისტრო ელის, რომ აღმოჩენა დაეხმარება რისკის ქვეშ მყოფი ადამიანების იდენტიფიცირებას, რამაც მხოლოდ პოლონეთში 100000-ზე მეტი ადამიანი შეიწირა. პოლონეთი ასევე გეგმავს გენეტიკური ტესტების გამოყენებას პაციენტების სკრინინგის დროს. სამინისტროს არ დაუზუსტებია, იყო თუ არა კვლევა რეცენზირებული.

ბიალისტოკის სამედიცინო უნივერსიტეტის შეფასებით, გენი შესაძლოა იყოს პოლონეთის მოსახლეობის დაახლოებით 14%-ში, მაშინ როცა ევროპაში დაახლოებით 9%-ია და ინდოეთში - 27%. კვლევის თანახმად, ეს არის მეოთხე ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი დაავადების სიმძიმის დასადგენად ასაკის, წონის და სქესის შემდეგ.

გენეტიკური ტესტი “შეიძლება დაგვეხმაროს იმ ადამიანების უკეთ იდენტიფიცირებაში, რომლებიც დაინფიცირების შემთხვევაში შესაძლოა იყვნენ მწვავე ავადმყოფობის რისკის ქვეშ”, - განაცხადა პროფესორმა მარკინ მონიუშკომ, რომელიც კვლევაზეა პასუხისმგებელი. 


აღმოჩენამ შეიძლება ახსნას, გარდა ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლისა, რა გახდა ქვეყანაში სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის მიზეზი. პანდემიის დროს პოლონეთში სიკვდილიანობის საშუალო მაჩვენებელი 20%-ს აჭარბებს, რაც ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შედეგია ევროკავშირში.


წყარო: Bloomberg, "ბიზნეს ფორმულა"





თუ ვინმე რიცხვების გარეშე ანალიზს აკეთებს ის უბრალოდ მკითხაობს - ზვიად ხორგუაშვილი ლარის კურსზე

თუ ვინმე რიცხვების გარეშე ანალიზს აკეთებს ის უბრალოდ მკითხაობს - ზვიად ხორგუაშვილი ლარის კურსზე
access_time2022-08-15 18:00:54
15 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7877 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7089 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -7.88 თეთრი შეადგინა. გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8426 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7880 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 5.46 თეთრი შეადგინა. ფინანსისტი ზვიად ხორგუაშვილი მიიჩნევს, რომ სებ-ის მიერ დადგენილ დღევანდრელ კურსზე რაიმე ანალიზის გაკეთება დღეს...

ლარის კურსი დოლართან 7.88 თეთრით, ხოლო ევროსთან 5.46 თეთრით გაუფასურდა

ლარის კურსი დოლართან 7.88 თეთრით, ხოლო ევროსთან 5.46 თეთრით გაუფასურდა
access_time2022-08-15 17:05:15
15 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7877 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7089 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -7.88 თეთრი შეადგინა. გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8426 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7880 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 5.46 თეთრი შეადგინა. გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.1552 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.3636 ლარი...

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში ცვლილებები შედის

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში ცვლილებები შედის
access_time2022-08-15 17:00:09
შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში ცვლილებები შედის. პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტო 9 წელიწადზე მეტია ახორციელებს. პროექტის ძირითად ამოცანებს ფერმერების და სოფლის მეურნეობაში ჩართული მეწარმეების იაფი, გრძელვადიანი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის გზით, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამმუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესება...

პრემიერი საწვავის კიდევ უფრო გაიაფებას ელოდება - აგვისტოს ბოლომდე ჯამში 20-30 თეთრით

პრემიერი საწვავის კიდევ უფრო გაიაფებას ელოდება - აგვისტოს ბოლომდე ჯამში 20-30 თეთრით
access_time2022-08-15 15:00:47
გვაქვს ჩვენ განცდა იმისა, რომ შესაბამისად არ ჰპოვა ასახვა საწვავის ფასებმა და არ მოხდა საწვავის ფასების პროპორციულად დაკლება, ამიტომ, საჭიროა, უფრო გავააქტიუროთ მუშაობა საწვავის იმპორტიორებთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მან რეკომენდაციით მიმართა კონკურენციის სააგენტოს, დაიწყოს მოკვლევა და შეამოწმონ იმპორტიორების კეთილსინდისიერება, რამდენად სწორად ხდება კონკურენციის პირობების...

არ დაანთოთ ცეცხლი ტყის ან ველის სიახლოვეს - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს

არ დაანთოთ ცეცხლი ტყის ან ველის სიახლოვეს - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს
access_time2022-08-15 15:40:18
მაღალი ტემპერატურიდან გამომდინარე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს და სთხოვს არ დაანთონ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვონ ცეცხლის კერები უყურადღებოდ. „გაცნობებთ, რომ მომავალი დღეების განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით შენარჩუნდება მომატებული ტემპერატურა და უნალექო ამინდები. გარდა ამისა, მთიან...


მსგავსი სიახლეები

up