მეცნიერებმა უნიკალური აღმოჩენა გააკეთეს, დედამიწიდან თითქმის 9 მილიარდი სინათლის წლით დაშორებული გალაქტიკიდან რადიოსიგნალი მიიღეს. ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს.
გიგანტური ტელესკოპის დახმარებით ინდოეთსა და კანადაში მკვლევრებმა გალაქტიკა 'SDSSJ0826+5630'-დან სიგნალის მიღება შეძლეს.
რადიოტალღა ასტრონომებს საშუალებას მისცემს წარსულში ჩაიხედონ და გაიგონ ადრეული სამყაროს შესახებ - რომელიც, დაახლოებით 13,7 მილიარდი წლისაა.
„ეს არის 8,8 მილიარდი წლის უკან გადახედვის ტოლფასი“, განუცხადა The Metro-ს არნაბ ჩაკრაბორტიმ, კოსმოლოგმა და ტალღების გამოვლენის კვლევის თანაავტორმა.
სიგნალი არ იყო უცხოპლანეტელების მიერ გამოგზავნილი, ის გალაქტიკიდან მოვიდა, რომელიც გამოიგზავნა მაშინ, როდესაც სამყარო სულ რაღაც 4,9 მილიარდი წლის იყო.
ეს არის პირველი რადიოსიგნალის აღმოჩენა ასეთი დიდი მანძილიდან.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ეს კონკრეტული გალაქტიკა თითქმის ორჯერ აღემატება დედამიწიდან ჩვენთვის ხილულ ვარსკვლავებს.