მეცნიერები ფუტკრების მასობრივი შემცირების მიზეზს იკვლევენ

მეცნიერები ფუტკრების მასობრივი შემცირების მიზეზს იკვლევენ

access_time2019-10-14 22:00:37

„ფუტკრები მასობრივად კვდებიან და მათ ვერავინ შეცვლის“, - ამ თემაზე Deutsche Welle ვრცელ სტატიას აქვეყნებს.



ეს პრობლემა მთელ მსოფლიოში აქტუალურია, მათ შორის გერმანიაშიც. 90-იანებიდან, გერმანიის გაერთიანების შემდეგ ქვეყანაში შინაური ფუტკრების პოპულაცია მკვეთრად შემცირდა. ამ ფონზე ქვეყანაში მეფუტკრეების რაოდენობა მკვეთრად იზრდება და ერთი მილიონი შეადგინა. თითო მეფუტკრე დაახლოებით 7 სკას ფლობს. რომელშიც 5 ათასიდან 40 ათას მწერამდე ბინადრობს.



მეცნიერები ამბობენ, რომ მსოფლიოში თაფლის მომცემი ფუტკრების რაოდენობა შედარებით სტაბილურად იცვლება, თუმცა ველური ფუტკრები მასობრივად კვდებიან. მათი რაოდენობა 1990 წლის შემდეგ 75%-ით შემცირდა. გერმანიაში ველური ფუტკრების სახეობები წითელ წიგნშია შეტანილი. ბიოლოგების პროგნოზით ყოველ 25 წელიწადში ფუტკრის ერთი სახეობა მთლიანად ქრება.




შინაური ფუტკრების მიერ სკების მასობრივად მიტოვების ფაქტი აშშ-ში პირველად 2006 წელს დაფიქსირდა. ფუტკრებმა მიატოვეს სკები. ამ ფენომენს ბიოლოგებმა „ფუტკრის ოჯახების ნგრევის სინდრომი“ უწოდეს. ეს პროცესი აშშ-ში რეგულარულად შეიმჩნევა.



მეცნიერები აცხადებენ, რომ ფუტკრებს ძირითადად ის პესტიციდები აწუხებთ, რომელსაც ფერმერები სოფლის მეურნეობაში ჭარბად იყენებენ. მეორე პრობლემაა ტკიპა, რომელსაც ფუტკარი ვერ უმკლავდება. ტკიპა ჩინეთიდან მთელ მსოფლიოში გავრცელდა.



ევროკავშირმა 2018 წელს სამი სახის პესტიციდის გამოყენება მთლიანად აკრძალა. პესტიციდები ფუტკარს სერიოზულ ზიანს აყენებს. ის იზიდავს მწერს და შედეგად ფუტკარი სივრცეში მოძრაობის ორიენტაციას კარგავს. მეცნიერები აცხადებენ, რომ ქვეყნების მთავრობებმა სოფლის მეურნეობის მართვის წესებს უნდა გადახედონ.



imedinews.ge


თეგები:
ფუტკრები



აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტები - ობამა, ბუში და კლინტონი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას საჯაროდ გაიკეთებენ

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტები - ობამა, ბუში და კლინტონი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას საჯაროდ გაიკეთებენ
access_time2020-12-04 18:54:11
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტები, ბარაკ ობამა, ჯორჯ ბუში და ბილ კლინტონი, მზად არიან, რომ ავტორიზაციის შემდეგ, კოვიდ 19-ის ვაქცინა საჯაროდ, კამერების წინ გაიკეთონ და ასე მოსახლეობას დაუმტკიცონ, რომ ის უსაფრთხოა.   ამერიკის ბოლო სამი პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ მათი ეს ნაბიჯი იქნება მყარი გზავნილი ამერიკელი ხალხისთვის, რომ ვაქცინა მართლაც უსაფრთხო და ეფექტურია. სწორედ ამაში ცდილობენ საზოგადოების დარწმუნებას სფეროს ექსპერტები და ვაქცინაზე...

„გამოქვეყნებული ახალ რეიტინგები მნიშვნელოვანი გზავნილია პოტენციური ინვესტორებისთვის - საქართველოს ბიზნესასოციაცია

„გამოქვეყნებული ახალ რეიტინგები მნიშვნელოვანი გზავნილია პოტენციური ინვესტორებისთვის - საქართველოს ბიზნესასოციაცია
access_time2020-12-04 17:55:18
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია Trace International-ის და ტრანსეროვნული ორგანიზაცია SolAbility-ის კვლევებს ეხმიანება და რეიტინგებს პოტენციური ინვესტორებისთვის პოზიტიურ გზავნილად აფასებს. Trace International-ის წარმოებული კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში 28-ე, ხოლო ევროპაში მე-19 ადგილზეა, ხოლო SolAbility-ის გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით, საქართველო 180 ქვეყნიდან, 37-ე ადგილზეა.   ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-12-04 21:30:27
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. ლარის გაცვლითი კურსის მორიგი შოკის შემთხვევაში, სახელმწიფო ვალის ნიშნული შესაძლოა მშპ-ის 72%-მდე გაიზარდოს ლარის გაცვლითი კურსის მორიგი შოკის შემთხვევაში, მაღალია ალბათობა სახელმწიფო ვალის ნიშნული მოულოდნელად მშპ-ის 72%-მდე გაიზარდოს. ასეთია აუდიტის სამსახურის ანგარიშის დასკვნა,...

„ადამიანის მისწრაფებას მოგზაურობისადმი ვერაფერი მოსპობს“ - როგორ გადაურჩა პანდემიას Airbnb?

 „ადამიანის მისწრაფებას მოგზაურობისადმი ვერაფერი მოსპობს“ - როგორ გადაურჩა პანდემიას Airbnb?
access_time2020-12-04 20:30:24
დეკემბრის შუა რიცხვებში საცხოვრებელი ფართების დაჯავშნის სერვისი Airbnb-ი თავისი აქციების გასაყიდად გამოტანის პროცედურას დაასრულებს. პირველ ეტაპზე საუბარი იყო 30 მლრდ. დოლარის ფასიან ქაღალდებზე, დღეს კი - 35 მლრდ-ის.   წერილში, რომელიც კომპანიის პრეზიდენტმა ბრაინ ჩესკიმ ბირჟების და ფასიანი ქაღალდების კომისიას გაუგზავნა, ნათქვამია, რომ აქციების განთავსება ჯერ კიდევ მარტში იგეგმებოდა, თუმცა ეს გეგმების პანდემიამ...

OPEC Plus-ი ნავთობმოპოვების ზრდაზე შეთანხმდა

OPEC Plus-ი ნავთობმოპოვების ზრდაზე შეთანხმდა
access_time2020-12-04 19:30:45
OPEC plus-ში შემავალი ქვეყნები 2021 წლის იანვრიდან დღე-ღამეში ნავთობმოპოვების 500 000 ბარელით ზრდაზე შეთანხმდნენ.   შემდგომში გარიგების პირობების ყოველთვიურად გადაიხედება, და მოპოვების მოცულობები მოთხოვნაზე იქნება დამოკიდებული.   ბაზარმა შეთანხმებაზე რეაგირება უკვე მოახდინა - 3 დეკემბერს, ინფორმაციის გავრცელების შემდეგ,  Brent-ის ტიპის ნავთობი 1,2%-ით, 48,8 ბარელამდე გაძვირდა. წყაროების ინფორმაციით, შეხვედრის დროს...


მსგავსი სიახლეები

up