მეცნიერები C ჰეპატიტის ვაქცინის შექმნას ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ

მეცნიერები C ჰეპატიტის ვაქცინის შექმნას ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ

access_time2022-12-03 19:00:47

C ჰეპატიტის ვირუსი (HCV) ყოველწლიურად 70 მილიონზე მეტ ადამიანს აინფიცირებს და დაახლოებით 400 000-ს კლავს. ვირუსი ღვიძლის ქრონიკულ ინფექციას იწვევს და უფრო მძიმე შემთხვევებში შეიძლება ღვიძლის ქსოვილის ნაწიბურების წარმოქმნა ან კიბოც კი გამოიწვიოს, წერს Inverse-ი.

 


ამჟამად HCV-ის შედეგად გამოწვეული ინფექციების მკურნალობა შესაძლებელია, მაგრამ ძვირია და პაციენტს ხელახალი დაინფიცირებისგან არ იცავს. ამ მხრივ, C ჰეპატიტის ვაქცინას მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება შეუძლია, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ მეცნიერებმა ანტიგენის ან ვირუსის ნაწილის იდენტიფიცირება ვერ შეძლეს, რომელიც ორგანიზმს ამ ინფექციის მიმართ იმუნიტეტს გამოუმუშავებდა.

 

 

ათწლეულების განმავლობაში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ვირუსის ზედაპირზე არის ერთი ცილა (HCV E1E2), რომელიც შეიძლება ვაქცინის „კანდიდატად“ განვიხილოთ. თუმცა, მეცნიერებმა ამ ცილის სტრუქტურის ამოხსნა ვერ შეძლეს.

 



ახალ კვლევაში, სკრიპსის კვლევითი ინსტიტუტის მიკროსკოპისა და ვაქცინის მეცნიერებმა ლიზა ეშუნ-ვილსონმა და ალბა ტორენტს დე ლა პენამ ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით ამ ცილის მოლეკულური სტრუქტურის ვიზუალიზაცია შეძლეს და გაიგეს როგორ მუშაობს ვირუსი. ამ სიახლემ მკვლევრები C ჰეპატიტის ვაქცინის შემუშავებასთან ერთი ნაბიჯით დააახლოვა.

 

HCV E1E2 ძალიან მოქნილი და მტვრევადი ცილაა - ხშირად იცვლის ფორმას და ადვილად იშლება, რის გამოც მისი შესწავლა რთულია. კვლევის დროს მეცნიერებმა კრიოელექტრონულ მიკროსკოპს (კრიო-EM) მიმართეს. ეს ტექნიკა, კრისტალიზაციის გარეშე,  წყლის სწრაფი გაყინვის საშუალებას იძლევა. ამის შედეგად, მკვლევრებმა მიიღეს საჭირო ცილა, რომელიც მინის ჩარჩოშია ჩასმული. ამ მეთოდმა მკვლევრებს საშუალება მისცა შეესწავლათ ცილა და განეხილათ მისი ყველა სტრუქტურული დეტალი.

 

მეცნიერებმა გენეტიკური კოდი ადამიანის უჯრედებში HCV E1E2-ის შესაქმნელად განათავსეს, რითაც კვლევისთვის საკმარის პროტეინი მიიღეს. ცილის ყინულის ჩარჩოში ჩასმით მკვლევრებმა მისი მთლიანი სტრუქტურის დანახვა შეძლეს. ამის შემდეგ, მკვლევრებმა ცილის სამგანზომილებიანი რუკა შექმნეს, მოაწყვეს და შეისწავლეს თითოეული ამინომჟავა და ცილის სამშენებლო ბლოკი. შედეგად, მეცნიერებმა HCV E1E2 პროტეინის 3D რუკა და მოდელი არა მხოლოდ მიიღეს, არამედ შეძლეს მეტი გაეგოთ მისი ფუნქციების შესახებ, რაც მათ მოგვიანებით C ჰეპატიტის ვაქცინის შემუშავებაში დაეხმარება.

 

 

მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა

 

 

 


თეგები:
C ჰეპატიტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up