„მეც ვფიქრობ, რომ შეიძლება ხელოვნურად იყოს გაჩენილი“ - ვინ დგას ხანძრების მიღმა?

„მეც ვფიქრობ, რომ შეიძლება ხელოვნურად იყოს გაჩენილი“ - ვინ დგას ხანძრების მიღმა?

access_time2017-08-30 14:05:37

გახშირებული ხანძრები საქართველოს რეგიონებში - დივერსია თუ შემთხვევითობა? ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მასშტაბური ხანძარი იყო ბორჯომის ხეობაში, ატენის ხეობაში, რუსთავის გზატკეცილზე, დუშეთის მუნიციპალიტეტში. ფშავ-ხევსურეთში და წეროვანშიც. ახლა კი, ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ აბასთუმანში.

 

შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის აზრით, შესაძლოა ხანძარი ხელოვნურად არის გაჩენილი. „გამოძიება ყოველთვის მუშაობს ყველა ვერსიაზე. თუ ჩემი სუბიექტური აზრი გაინტერესებთ, მეც ვფიქრობ, რომ შეიძლება ხელოვნურად იყოს გაჩენილი, შეიძლება სხვა ფაქტორები იყოს... მე ამას ახლა ვერ გეტყვით. გამოძიება მიმდინარეობს, ყველა ვერსიაზე ვმუშაობთ, ყველა ვერსიას ამომწურავ პასუხს გავცემთ, - განაცხადა მინისტრმა.

 

გახშირებული ხანძრების შემთხვევაში დივერსიის ალბათობაზე ისაუბრა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც, შესაძლო დივერსიაზე საუბრობენ ასევე ოპოზიციაში და საპარლამენტო უმრავლესობაში.


 

ანალიტიკოსი თორნიკე შარაშენიძეც არ გამორიცხავს, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ხანძრის ყოველდღიური გაჩენა დივერსიას უკავშირდებოდეს. „შესაძლოა, აქ დივერსიას მართლაც ჰქონდეს ადგილი, სხვა ახსნა უკვე, მიჭირს. ამდენი ხანძარი ერთად, ერთ პერიოდში ვინმეს ახსოვს? სხვანაირად ახსნას ვერ ვუძებნი“, - აღნიშნავს შარაშენიძე „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში.



პოლიტოლოგის თქმით, სხვა საკითხია ვინ დგას „ამ საქმის უკან“. „დგას ვიღაც ადგილობრივი ხელისუფლება, რომელიც ცდილობს ამით რაღაც გადაფაროს, თუ დგას უცხო ქვეყნის დაზვერვა, რომელიც მსგავსი რაღაცით არის დაკავებული. ყოველ შემთხვევაში ფაქტია, რომ მთავრობა ვერ მუშაობს. თუ დივერსიაა, დივერსიის აღკვეთას ვერ ახერხებს, თუ ხანძარია დივერსიის გარეშე, მაშინ ხანძართან გამკლავებას ვერ ახერხებს.

 

დავუშვათ, რომ ეს რუსული დივერსიაა. ეს მთავრობას ამართლებს? ე.ი დივერსიას ვერ უმკლავდება. ხელისუფლებამ უნდა გაარკვიოს მიზეზები და შემდეგ იმუშაოს იმაზე, რომ მსგავსი რამ არ მოხდეს. ამისთვის კი, ჩემი აზრით, მეტი პროფესიონალი კადრი სჭირდება. ახლა აშკარაა პროფესიონალიზმის ნაკლებობა“, - აცხადებს თორნიკე შარაშენიძე.



მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა

მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა
access_time2020-07-10 20:20:38
საქართველოს აუდიტის სამსახურის 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშში იმ საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალია მოცემული, რომელთა წლიური შესრულება ნულის ტოლი ან 70%-ზე დაბალი იყო. საინვესტიციო კრედიტების 0%-იანი ათვისება შემდეგ პროექტებს ჰქონდა: თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ძირულა-არგვეთას მშენებლობა, ბიუჯეტი - 48. 8 მლნ ლარი, ათვისება 0%; რეგიონული განვითარების...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-10 17:58:59
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების "სიგიჟე" კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, "მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?", - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ...

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია
access_time2020-07-10 17:55:51
„სილქნეტისა“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი რამიშვილი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს მოუწოდებს, არ იქნას ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რაც სატელეკომუნიკაციო სექტორს დააზარალებს. მისი თქმით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების ამ რედაქციით კანონში შეტანა არ იქნება მართებული. „ამ რედაქციით ამ კანონის მიღება უბრალოდ არ იქნება სწორი და მართებული. მე ვფიქრობ, რომ ემოციები უნდა გავწიოთ...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-09 17:50:11
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების სიგიჟე კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?, - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ გაფორმებული...

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო
access_time2020-07-10 17:42:03
თურქეთის მთავარმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ – სახელმწიფო საბჭომ გააუქმა აია სოფიას მუზეუმად გამოცხადების შესახებ 1934 წლის გადაწყვეტილება. ამის შესახებ თურქული სააგენტო „ანადოლუ“ იტყობინება. ამგვარად, სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილება გზას უხსნის სტამბოლის მთავარი ღირსშესანაშნაობის მეჩეთად გადაკეთებას.„სიენენ თურქის“ ინფორმაციით, აია სოფიას გარშემო ჯებირები უკვე განათავსეს. აია სოფიას ტაძრის სტატუსის გადახედვისა და მისი მეჩეთად გადაკეთების...


მსგავსი სიახლეები

up