მებაჟეებმა დიდი ოდენობით ოქროს ქვეყანაში კანონდარღვევით შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

მებაჟეებმა დიდი ოდენობით ოქროს ქვეყანაში კანონდარღვევით შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

access_time2020-02-18 11:05:52

15-16 თებერვალს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ნინოწმინდა”, ,,სარფი“ და ,,წითელი ხიდი“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, ბარგისა და ფიზიკური, ასევე ავტომანქანის ეჭვის საფუძველზე დათვალიერებისას, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების უკანონოდ შემოტანის 4 ფაქტი გამოვლინდა. კერძოდ; საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ნინოწმინდა“ მებაჟე ოფიცრებმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს მოქალაქის, ეჭვის საფუძველზე, ფიზიკური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონით 529,38 გრამი) აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 44,923 ლარი შეადგინა.


საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.


ასევე, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების (242,29 გრამი) შემოტანის 3 ფაქტი აღიკვეთა საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სარფი“ და ,,წითელი ხიდი“. საქონლის ჯამურმა საბაჟო ღირებულებამ 22,076.51 ლარი შეადგინა.



საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმები, შესაბამისად; 12,777.07 ლარის, 3,636.42 ლარისა და 5,663.02 ლარის ოდენობით შეეფარდათ.




ქვეყნის მასშტაბით ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა დროებით ჩერდება

ქვეყნის მასშტაბით ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა დროებით ჩერდება
access_time2020-03-31 10:49:39
საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბის შეზღუდვის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან ქვეყნის მასშტაბით დროებით ჩერდება სამუშაო ოფისებიდან სესხის გამცემი სუბიექტების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, საკრედიტო კავშირების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერების, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორების, აქტივების მმართველი კომპანიების, ცენტრალური დეპოზიტარის,...

უკონკურენტო საბანკო მოდელი პროკრედიტ ბანკისგან, ვიდეო იდენტიფიკაცია, ფილიალის ალტერნატივად!

უკონკურენტო საბანკო მოდელი პროკრედიტ ბანკისგან,  ვიდეო იდენტიფიკაცია, ფილიალის ალტერნატივად!
access_time2020-03-31 09:55:45
დისტანციური არხებითა და ონლაინ ფილიალით პროკრედიტ ბანკი ციფრული მომსახურების განვითარებას განაგრძობს.მიმდინარე ეტაპზე, კლიენტებისთვის  უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად და  პირისპირ შეხვედრების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით,  ბანკმა მომსახურების დისტანციური მოდელი დანერგა  და ქართულ საბანკო სექტორს უპრეცენდენტო  პროექტი წარუდგინა. საბანკო სერვისებმა ონლაინ...

კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ქვეყნის უსაფრთხოება არ არის მარტო სამხედრო უსაფრთხოება

კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ქვეყნის უსაფრთხოება არ არის მარტო სამხედრო უსაფრთხოება
access_time2020-03-31 11:05:48
საქართველოს მთავრობას ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური შოკის შესამსუბუქებლად ანტიკრიზისულ გეგმა არაერთმა საკონსულტაციო კომპანია და პოლიტიკურმა პარტიამ შესთავზა, თუმცა, ხელისუფლებამ ყველა მათგანი ჯერ დაიწუნა და შემდეგ არარეალისტური უწოდა.  თუმცა, კრიზის დასაძლევად ამ დრომდე საკუთარი გეგმა საქართველოს მთავრობას არ წარმოუდგენია. მოსახლეობისთვის უცნობია, როგორ აპირებს ხელისუფლება იმ პრობლემas გაუმკლავდეს, რომელიც კორონავირუსის გავრცელების გამო ეკონომიკას მიადგება. პრობლემაზე აქტიურად...

30 მარტი - ქართული ლარი და სომხური დრამი უმნიშვნელოდ გამყარდა, თურქული ლირა კი გაუფასურდა

30 მარტი - ქართული ლარი და სომხური დრამი უმნიშვნელოდ გამყარდა, თურქული ლირა კი გაუფასურდა
access_time2020-03-30 19:00:15
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდება, სამეზობლოში ვალუტის კურსები ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება.     ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 30 მარტის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი მცირედით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2845 ლარი შეადგინა. Bloomberg-ზე დილიდან ვაჭრობა $1/3.2875...

„სებ-ის ინტერვენციას ასეთი დიდი მოცულობის რეფინანსირების სესხების გაცემის ფონზე, აზრი არ აქვს“

„სებ-ის ინტერვენციას ასეთი დიდი მოცულობის რეფინანსირების სესხების გაცემის ფონზე, აზრი არ აქვს“
access_time2020-03-31 10:00:10
გასული ორი კვირის განმავლობაში, ლარის კურსის დასტაბილურების მიზნით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეზერვებიდან 100 მილიონი დოლარი გაყიდა, ანუ მიმოქცევიდან  დაახლოებით 350 მილიონი ლარი ამოიღო. თუმცა, ამის პარალელურად  12 მარტიდან 26 მარტის ჩათვლით მიმოქცევაში დამატებით 5 მლრდ. ლარზე მეტი (12 მარტს - 1.7 მილიარდი ლარი; 19 მარტს - 1.850 მილიარდი ლარი; 26 მარტს - 2.420 მილიარდი ლარი) ჩაუშვა ე.წ. რეფინანსირების სესხების სახით. „კომერსანტი“ დაინტერესდა,...


მსგავსი სიახლეები

up