ცვლილება, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს ოპტიმიზაციას ითვალისწინებს, მმართველმა გუნდმა უკვე მოამზადა.მცირდება საპარლამენტო თანამდებობების, კომიტეტების და ფრაქციების რაოდენობა. გათვალისწინებულია ხარჯების შემცირებაც.
პარლამენტის თავმჯდომარეს ცხრა მოადგილის ნაცვლად, სამი მოადგილე ეყოლება. რაც შეეხება კომიტეტებს, 15-ის ნაცვლად 13 იქნება. პროექტის ინიცირება პარლამენტის ბიუროზე ორშაბათს მოხდება და მომავალ კვირაშივე დაიწყება საკომიტეტო განხილვები.
imedinews.ge