მეამბოხე სულის დასასრული - Sonia Rykiel-მა არსებობა შეწყვიტა

მეამბოხე სულის დასასრული - Sonia Rykiel-მა არსებობა შეწყვიტა

access_time2019-07-28 12:00:31

 

სასამართლომ გაკოტრებული მოდების სახლის Sonia Rykiel-ს ლიკვიდაცია გადაწყვიტა.

 

წარმატების პიკზე მას ეკუთვნოდა 400 მაღაზია, ხოლო მის დამაარსებელს უწოდებდნენ ტრიკოტაჟის დედოფალს.

 

ბრენდი გამოცხადდა გაკოტრებულად 2019 წლის მაისში, და ბოლო თვეების მანძილზე მისი შეძენის სურვილი გამოხატა 10 კომპანიამ,  თუმცა ყველა შესაძლო გარიგება ჩაიშალა.

 

სააგენტო AFP-ს ინფორმაციით უმუშევრად დარჩა კომპანიის 131 თანამშრომელი.

 


„ჩვენ ძალიან ახლოს ვიყავით ერთმანეთთან, პირველი რიგში Sonia Rykiel იყო ოჯახური ბიზნესი“,  - განაცხადა ბრენდის ერთ-ერთმა თანამშრომელმა.

 

მან აღნიშნა, რომ ბრენდის ახალი მფლობელები არღვევდნენ მოდების სახლის წესებს, ასუსტებდნენ მის თვითმყოფადობას, ცდილობდნენ ლუქს-სეგმენტში შეღწევას, მაშინ როდესაც ჩვენ ყოველთვის ვაწარმოებდით მასობრივ პროდუქციას. ამან შექმნა პრობლემები ბაზარზე პოზიციონირების მხრივ - ამბობენ გაკოტრებული ბრენდის თანამშრომლები.

 

1968 წელს მოდელ სონია რიკელის მიერ შექმნილი ბრენდი ბევრისთვის გახდა „საფრანგეთის მეამბოხე სულის“ სიმბოლო, თუმცა, 2016 წელს რიკელის გარდაცვალების შემდეგ ბრენდის საქმიანობის ეფექტურობა გაუარესდა.

 

ბოლო პერიოდში Sonia Rykiel ეკუთვნოდა ჰონკონგურ First Heritage Brands-ს, რომელმაც თავად დიზაინერის სურვილით მიიღო კომპანიის აქციების 80%. 2019 წლის დასაწყისში მისი წილი კომპანიაში გაიზრდა 100%-მდე.

 

7 წლის მანძილზე ინვესტორებმა ჩადეს ბრენდში 200 მლნ. ევრო, თუმცა ამან ვერ უშველა - 2018 წელს კომპანიის ზარალმა შეადგინა 30 მლნ. ევრო, საბოლოოდ კი ის გაკოტრდა.

 

Forbes

 


თეგები:
Sonia Rykiel



საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული დამატებითი შეზღუდვები ნეგატიურ ზეგავლენას იქონიებს ბიზნეს ოპერატორების საქმიანობაზე და შესაბამისად ეკონომიკაზე

საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული დამატებითი შეზღუდვები ნეგატიურ ზეგავლენას იქონიებს ბიზნეს ოპერატორების საქმიანობაზე და შესაბამისად ეკონომიკაზე
access_time2020-11-27 11:55:54
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების შედეგად გამოწვეულ ახალ შეზღუდვებს ეხმიანება. ასოციაცია, როგორც ასობით ბიზნეს ოპერატორის ინტერესების დამცველი ყველაზე მსხვილი გაერთიანება, სამწუხარო ფაქტად მიიჩნევს იმას, რომ მნიშვნელოვანი შეზღუდვების გარეშე ვერ მოხერხდა ახალი კორონავირუსის გავრცელების შეკავება. ბუნებრივია, საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული დამატებითი შეზღუდვები ნეგატიურ ზეგავლენას იქონიებს ბიზნეს ოპერატორების საქმიანობაზე და შესაბამისად...

Black Friday - ეკოვუდში ! მხოლოდ სამი დღით 27,28,29 ნოემბერს ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე 10%დან-20%მდე

Black Friday - ეკოვუდში !  მხოლოდ სამი დღით 27,28,29 ნოემბერს ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე 10%დან-20%მდე
access_time2020-11-27 11:00:52
კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ეკოლოგიურად სუფთა ხის სარემონტო მასალებს სახლის, აგარაკის, რესტორნისა თუ სასტუმროს რემონტისთვის. კომპანია ეკოვუდი 20-ზე მეტი მსოფლიო ბრენდის ოფიციალური პარტნიორია, საქართველში წარმოადგენს ისეთ კომპანიებს როგორებიცაა: Altax (Sherwin-Williams), Weco, Bayris, Astra Trade, Bowi, Deck-Dry, Gwozdeck და სხვა. ფასდაკლებულ ასორტიმენტში თქვენ იხილავთ ხის ფასადის მასალებს, კედლის და ჭერის პანელებს, იატაკის და ტერასის მასალებს, კიბის საფეხურებს, ხის...

საქართველოში კორონავირუსის 4780 ახალი შემთხვევიდან 1863 - თბილისში, 664 - აჭარაში, 648 - იმერეთში დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 4780 ახალი შემთხვევიდან 1863 - თბილისში, 664 - აჭარაში, 648 - იმერეთში დაფიქსირდა
access_time2020-11-27 10:55:36
დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 780 ახალი დადასტურებული შემთხვევა,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა. „დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია...

სილქფესტი ფასდაკლებების კვირეულს ხუთი ყველაზე მოთხოვნადი შეთავაზებით უერთდება!

სილქფესტი ფასდაკლებების კვირეულს ხუთი ყველაზე მოთხოვნადი შეთავაზებით უერთდება!
access_time2020-11-27 09:55:09
27 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, სილქნეტი მობილური ქსელის მომხმარებლებს ხუთ სააქციო პაკეტს შეთავაზებს. კომბინაციით *202# მომხმარებელი 30 დღით ჩაირთავს: 4 GB უსწრაფეს ინტერნეტს - 5 ლარად 300 ლოკალური წუთი - 5 ლარად 15 GB უსწრაფეს ინტერნეტს - 10 ლარად ულიმიტო სასაუბრო (ლოკალური) - 10 ლარად კომბინაციით *019# მომხმარებელი 30 დღით ჩაირთავს ყველაზე მოთხოვნად პირობას: ულიმიტო ინტერნეტ პაკეტს - 19...

„პროცენტის მეათედამდე სიზუსტით არ უნდა ილაპარაკო, უადგილო ქედმაღლობაა“

„პროცენტის მეათედამდე სიზუსტით არ უნდა ილაპარაკო, უადგილო ქედმაღლობაა“
access_time2020-11-27 10:00:55
ლოქდაუნი ლოქდაუნის გამოცხადების გარეშე, საქართველოს მთავრობა „წერტილოვანი შეზღუდვებით“ ქვეყანას სრულად კეტავს. ხვალიდან გაჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაიხურება ფიტნეს დარბაზები, აუზები და სავაჭრო ცენტრები. სტუმრებს ვეღარ მიიღებენ ვერც რესტორნები და კვების ობიექტები. გამოცხადებულ შეზღუდვებს თავისი ეკონომიკური ფასი ექნება, პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია ელოდება, რომ ეს ფასი მხოლოდ მშპ-ს 0.7%-0.8% იქნება და არა ათი ათასობით ახალი უმუშევარი ქვეყანაში.   ეკონომიკური...


მსგავსი სიახლეები

up