მეამა თიბისისა და ხელოვნების სასახლის ერთობლივ პროექტს - „ქართული ქსოვილი“ უერთდება

მეამა თიბისისა და ხელოვნების სასახლის ერთობლივ პროექტს - „ქართული ქსოვილი“ უერთდება

access_time2021-10-27 15:30:24

თიბისისა და ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმის ერთობლივ პროექტს „ქართული ქსოვილი“, მეამა შეუერთდა. ბრენდები, გაერთიანებული ძალებით, ტრადიციულ ქართულ მოტივებზე ახალ და საინტერესო პროდუქციას შექმნიან. ქართულ ქსოვილთან   და ტექსტილთან დაკავშირებული პროექტი თიბისიმ კულტურის ისტორიის მუზეუმთან ერთად 2018 წელს დაიწყო და ის მიზნად ისახავს ისტორიის ახალი ხედვით გაცოცხლებას.

ტრადიციული ქართული ქსოვილის შთაგონებით, მეამამ, თანამშრომლობის პირველ ეტაპზე,  მეამა ქოლექთისთვის ორი უნიკალური კოქტეილი შექმნა. ქართული რთველის ტრადიციით შთაგონებული, ყავისა და ჩაის ორი სასმლის წამყვანი ინგრედიენტი ბადაგი იქნება და ისინი ქართული ქსოვილის ორნამენტებით დამზადებულ ჭიქებში ჩამოისხმება. შეფუთვისთვის გამოყენებული ორნამენტები აღებულია გვიანი შუა საუკუნეების ქართული ხალხური ფრესკებისა და დიდგვაროვანთა სამოსის ნიმუშებიდან.

კოლაბორაციის ფარგლებში,  მეამას მიერ შექმნილი პროდუქციის შეძენას მსურველები 26 ოქტომბრიდან მეამა ქოლექთის 15 ლოკაციაზე თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში შეძლებენ. მეამა ქოლექთის ახალი კოქტეილების შექმნა არის ორ ბრენდს შორის კოლაბორაციის დასაწყისი, სამომავლოდ კი, პროექტის ფარგლებში, ყავისა და ჩაის სასმელებს, მეამას სხვა პროდუქტებიც დაემატება.

“თიბისისა და ხელოვნების სასახლის ამ საინტერესო წამოწყებას ყოველთვის ვგულშემატკივრობდით და ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ახლა მათთან ერთად ვაგრძელებთ “ქართული ქსოვილის” პოპულარიზაციის პროექტს.

თანამშრომლობის ფარგლებში მეამა ქოლექთისთვის შეიქმნა ყავისა და ჩაის ახალი კოქტეილები, რომლის ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტი ქართული ყურძნის ბადაგია. ამ კოქტეილებისთვის კი ამოვირჩიეთ ის პატერნები, რომლებიც საუკეთესოდ ასახავდა ახალი სასმელების ხასიათს და ქართული ქსოვილის ორნამენტები დავიტანეთ მეამა ქოლექთის ჭიქებსა და ჰოლდერებზე.


ეს ჩვენი დიდი კოლაბორაციის მხოლოდ დასაწყისია. ყავის მოყვარულებს მეამა “ქართული ქსოვილისთან” ერთად ბევრ არომატულ თავგადასავალს უმზადებს.  - ნათია ჩომახაშვილი, მეამას მარკეტინგის დირექტორი.

ხელოვნების სასახლემ ქართული ისტორიული ქსოვილის აღდგენასა და შესწავლაზე მუშაობა 2016 წელს დაიწყო. ორი წლის განმავლობაში მხატვრებისა და მკვლევარების ჯგუფმა საქართველოს ეკლესიები მოიარა, ფრესკებზე გამოსახული საერო პირების სამოსი მაქსიმალური სიზუსტით გადმოხატა და შეისწავლა. 2018 წელს გამოიცა წიგნი „ქსოვილი საქართველოდან“, სადაც 200-ზე მეტი ფრესკიდან, 300-მდე ორნამენტია თავმოყრილი. წიგნში შეკრებილი მასალა კარგად ასახავს რამდენად მრავალფეროვანი იყო საუკუნეების წინანდელი საერო თუ სასულიერო სამოსი.

ქართული ქსოვილის ნიმუშების თანამედროვე სახით გამოსაყენებლად თიბისიმ, დაინტერესებულ დიზაინერებსა და სტარტაპერებს შესაძლებლობა მისცა, წიგნში თავმოყრილ ორნამენტებზე დაყრდნობით, სხვადასხვა სახის პროდუქცია შეექმნათ. კოლექციები ახალი ქართული ბრენდის ქვეშ გაერთიანდა და დაინტერესებულ პირებს მათი შეძენა Qsovili.ge-ზე შეუძლიათ. პროექტის ფარგლებში ქართულ კომპანიებთან თანამშრომლობა გრძელდება.

„პროექტი, რომელიც თიბისიმ კულტურის ისტორიის მუზეუმთან ერთად შექმნა, მიზნად ქართული ქსოვილის ისტორიის კვლევას, ტრადიციების აღდგენასა და მათ თანამედროვე, ყოფით კულტურაში დამკვიდრებას ისახავს. თიბისისთვის, რომლის მთავარი პრიორიტეტი მემკვიდრეობა და ახალი თაობაა, პროექტი „ქართული ქსოვილი“ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.  მოხარულები ვართ, რომ საერთო მიზანი ვიპოვეთ ისეთ ძლიერ ბრენდთან, როგორიც მეამაა და გაერთიანებული ძალებით ვაგრძელებთ პროექტს, რომელიც ბევრი ადამიანისთვის ახალი აღმოჩენების საწყისია“, ნინო ეგაძე, თიბისის ბრენდის გამოცდილების, მარკეტინგის და დიზაინის დირექტორი.

 

(R) 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up