პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა უკრაინის ომში გარდაცვლილების ოჯახის წევრებს. მან აღნიშა, რომ ეს ტრაგედია და დიდი დანაკლისია.
„მე ვინც მიცნობს, იცის ჩემი დამოკიდებულება ფორმიანების მიმართ, მე ვიყავი შინაგან საქმეთა, თავდაცვის მინისტრი და ორჯერ პრემიერ-მინისტრი ვარ თან. ჩემი დამოკიდებულება, ჩემი პატივისცემა, ყურადღება ყველასთვის ცნობილია, როგორც მოქმედი, ასევე ყოფილი, ასევე ვეტერანების და ასევე ჩვენი გმირი სამხედროების ოჯახების მიმართ. მე ამას ისე არ ვამბობ, მე უბრალოდ ჩემს პოზიციას გამოვხატავ,- განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ადამიანის გარდაცვალების თემით სპეკულირება არის ყოვლად ამორალური უზნეობა და ფარისევლობა.