„მე ვიფიქრებდი იმაზე, უნდა იყოს თუ არა, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე“ - დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე დავით საგანელიძის საქმიანობას აფასებს

„მე ვიფიქრებდი იმაზე, უნდა იყოს თუ არა, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე“ - დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე დავით საგანელიძის საქმიანობას აფასებს

access_time2019-05-27 19:00:15


„მე ვიფიქრებდი იმაზე, უნდა იყოს თუ არა, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე“ - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ საკომიტეტო მოსმენის შემდეგ „კომერსანტთან“  განაცხადა. დღეს გამართულ კომიტეტის სხდომაზე საგანელიძის მისვლის საკითხი სწორედ ლევან კობერიძემ დააყენა. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ქობულიამ აღნიშნა, რომ საპარტნიორო ფონდი არაეფექტურად მუშაობს.  


საპარლამენტო მოსმენაზე საგანელიძესა და კობერიძეს შორის მცირე სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა. 


“ლევან, მამაშენის ტოლა ვარ, ხელი ჩაწიე, ისე ისაუბრე. ჩემთან საუბარი შენ მასე არ გამოგივა. არ შეიძლება მასე. მაშინ კი მახსოვს, დამირეკე, კვირიკაშვილი მთავაზობს პარლამენტში წასვლას და რას მეტყვიო, მაშინ კი მეკითხებოდი ჭკუას. ” — ამ სიტყვებით დავით საგანელიძემ ლევან კობერიძეს მიმართა.


კონფლიქტი დეპუტატის მიერ დასმულ კითხვებს მოჰყვა:


„ბოლო სამი წელი საპარტნიორო ფონდმა 700 მილიონამდე ზარალი ნახა. 2018 წელს ვთხოვე თქვენს აპარატს, რომ მიმეღო 2018 წლის მონაცემები, იმიტომ, რომ იმედი მქონდა იქნებ იმ წელის ბოლოს მაინც ყოფილიყო მოგების ტენდეცია და ოპტიმიზმის საფუძველი, მაგრამ თქვენგან ეს მონაცემები არ მიმიღია. თქვენ რაც ახსენეთ, უკვე ნიშნავს, რომ 2018 წელსაც ზარალია. საპარტნიორო ფონდმა უნდა იცოდეთ მონაცემები  მოგება ნახეთ თუ ზარალი.  ცოტა უხერხულია 2019 წელს ვისაუბროთ მხოლოდ 2017 წლის ციფრებზე. თქვენ ხართ საპარტნიორო ფონდი, 2018 წელს რა გქონდათ - მოგება თუ ზარალი ციფრებში, ეს არ იცით? თუნდაც სავარაუდოდ,  მაშინ კარგად გვქონია საქმე, საერთოდ, რა  ფონდზე ვსაუბრობთ,“ - აღნიშნა დამოუკიდებელმა დეპუტატმა სხდომაზე, როდესაც დავით საგანელიძეს საპარტნიორო ფონდის საქმიანობასა და ფინანსურ მდგომარეობაზე შეკითხვას უსვამდა.

 


„შემახსენეთ თქვენი განცხადებები,  თუ თქვენ ოდესმე დაგიყენებიათ  საკითხი მათ შორის სამეთვალყურეო საბჭოსთან ან მთავრობის სხდომაზე, რომ ან მენეჯმენტი უნდა შეიცვალოს სადმე იმ კომპანიებში, რომლებიც ზარალზე არიან, ან რამე სტრუქტურული ცვლილებები უნდა მოხდეს. ისე გამოგყავთ, რომ ეს თქვენი თემა არ არის,  ვერ ერევით?. ცოტათი გაუგებარია ეს პოზიცია. აქ ასე ვერ იქნება, თქვენ იმაზე ხართ პასუხისმგებელი, რაც გაქვთ.  ვერ იქნება ისე თითქოს, „რკინიგზა ჩვენ გვეკუთვნის, მაგრამ თან არ გვეკუთვნის“. რკინიგზა რომ ამოვიღოთ ან ელექტროსისტემა, შესაბამისად, მოგებაზე ვიქნებითო. საპარტნიორო ფონდი იმისთვისაა, რომ თქვენ ეს რისკები გათვალოთ, მე ვთვლი, რომ ეს არაეფექტიანი გათვლაა. თუ ვერ იღებთ ამ გადაწყვეტილებებს,  მაშინ უნდა გვითხრათ, რომ ვერ იღებთ ამ გადაწყვეტილებებს, — განაცხადა ლევან კობერიძემ.


საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მიმართ ლევან კობერიძის შეკითხვა მოიცავდა სახელმწიფო საწარმოების კაპიტალის საკითხსაც. დეპუტატი დაინტერესდა სახელმწიფო საწარმოების მოგების ციფრობრივი მაჩვენებლებით და აღნიშნა, რომ ფონდს არ აქვს ჩამოყალიბებული სტრატეგია იმ სფეროებზე , რა მიმართულებითაც მუშაობს იგი.


„მეორე საკითხი - კარგი იქნება თქვენი საწარმოების წილს თუ გვეტყვით. დაახლოებით 2017 წელს სახელმწიფოს საწარმოების კაპიტალი სახელმწიფო ბიუჯეტიდან  600 მილიონზე მეტი ლარით შეივსო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. თქვენ სახელმწიფო ფულს უნდა იღებდეთ და მოგება უნდა მოგქონდეთ ქვეყნისთვის, ამის მაგივრად ბოლო 4 წელი მხოლოდ ზარალი გაქვთ. თქვენი პასუხისმგებლობაა, რომ სახელმწიფო აქტივები ისე მართოთ, რომ ამ ფონდმა მეტი ფული მოიტანოს. ცალკეულ პროექტებზე ეს ფონდი კარგია, მაგრამ მისი საქმიანობა ამით არ განისაზღვრება, ფონდის საქმიანობა არის მთლიანი საბოლოო შედეგი. მით უმეტეს, ძალიან მნიშვნელოვანია კარგად ვიცოდეთ ფონდის სტრატეგია რა არის, რა არის თქვენი საქმიანობის მთავარი პრიორიტეტი? სად შედიხართ, ფარმაციაში, წარმოებაში? ფარმაცევტული პროექტისთვის 10 მილიონი გავიდა ფონდიდან, ეს თანხა დაბრუნდა, თუ არ დაბრუნდა, თუ დაბრუნდა კარგია, მაგრამ 4 წელიწადში მარტო ის 10 მილიონი დაბრუნდა უკან? ეს საკითხი მაინტერესებს.


თუ გაქვთ კონკრეტული ციფრები უახლოესი 5 წლის განმავლობაში სად იქნება თქვენი  ფინანსური მონაცემები, რა გეგმა გაქვთ? იქნებ თვლით, რომ ეს ფონდი არასდროს იქნება მომგებიანი, მაშინ დააყენეთ საკითხი, თქვენი როგორც აღმასრულებელი დირექტორის პასუხისმგებლობა ესაა. ეს არის საკითხები, რომლებსაც გეკითხებით არა იმიტომ, რომ მხოლოდ საინვესტიციო ფონდის საქმიანობა მაინტერესებს, არამედ ეკონომიკაზე აისახება ეს ყველაფერი და თქვენი მოსაზრებები ციფრებით უნდა გაგვაცნოთ. საკმაოდ არაეფექტიანია ფონდის საქმიანობა 4 წლის განმავლობაში და თქვენ როგორ შეაფასებდით თქვენს საქმიანობას?“ - აღნიშნა დამოუკიდებელმა დეპუტატმა შეკითხვის დასმისას. 



სხდომის დასრულების შემდეგ დეპუტატმა განაცხადა, რომ მის მიერ დასმულ კითხვებზე პასუხები დავით საგანელიძემ მხოლოდ ნაწილობრივ გასცა, მისი გაოცება კი იმან გამოიწვია, რომ საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა საკუთარი საქმიანობა დადებითად შეაფასა.


„საგანელიძემ რაღაც ინოვაციური მოსაზრება წარმოადგინა, თითქოს ფონდის საქმიანობა ციფრებით არ იზომება და სხვა რაღაც განზომილებებში ითვლება. ციფრები გვეუბნება იმას, რომ 4 წლის განმავლობაში საგანელიძის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ყოფნის დროს, ფონდის ზარალი შეადგენს დაახლოებით 700 მილიონ ლარს. 2018 წელს მოვითხოვე ინფორმაცია და მივიღე ნაწილობრივი პასუხი. როგორც აღმოჩნდა, იქაც ზარალი იყო. საპარტნიორო ფონდს სხვა არანაირი კრიტერიუმი არ აქვს, თუ არა ციფრები, ჩემთვის ეს არის ამოსავალი, დანარჩენი არის პირობითად ზღაპრები. თავისი საქმიანობა ბატონმა საგანელიძემ დადებითად შეაფასა , რაც გასაკვირია, მე ვიფიქრებდი იმაზე, უნდა იყოს თუ არა იგი ამ ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, — აცხადებს ლევან კობერიძე.


ბაჩო ადამია

მარიამ მორგოშია





„ქართული ეკონომიკა წინ მიდის, მაგრამ ეს ხალხის ჯიბეზე არ ისახება“ - აშშ-ს სავაჭრო პალატის წარმომადგენელი IRI-ს კვლევას აფასებს

„ქართული ეკონომიკა წინ მიდის, მაგრამ ეს ხალხის ჯიბეზე არ ისახება“ - აშშ-ს სავაჭრო პალატის წარმომადგენელი IRI-ს კვლევას აფასებს
access_time2019-11-20 10:00:10
„ქართული ეკონომიკა წინ მიდის, მაგრამ ამას ხალხი ვერ გრძნობს, ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა კი  ბიზნესსაც აქვს და მთავრობასაც. 22 წელია რაც აქ ვმოღვაწეობ და მთავარ გამოწვევად რჩება  ის, რომ ეკონომიკის წინსვლა ვერ აისახა მოსახლეობის კეთილდღეობაზე“- საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენელმა მაიკლ ქაუგილმა „კომერსანტთან“ IRI-ს კვლევის შედეგები მიმოიხილა. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საქართველოში ივნისის აქციების შემდეგ...

ჩვენ არ გვაქვს ცუდი შედეგები, 5%-იან ეკონომიკურ ზრდას უამრავი ქვეყანა ინატრებდა-დეპუტატები IRI-ს კვლევას აფასებენ

ჩვენ არ გვაქვს ცუდი შედეგები, 5%-იან  ეკონომიკურ ზრდას უამრავი ქვეყანა ინატრებდა-დეპუტატები IRI-ს კვლევას აფასებენ
access_time2019-11-19 20:10:10
„IRI- კვლევებს დიდ პატივს ვცემ მაგრამ იმ ხალხს ვინც საქართველოში სამუშაოებს ასრულებს მე მათი კვლევების არ მჯერა, რადგან შედეგები არასდროს გამართლებულა“ -ასე აფასებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევას, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 80% მიიჩნევს, რომ მათი უმთავრესი პრობლემებად უმუშევრობა, საცხოვრებელი ხარჯები და სიღარიბეა.   რატომ ვერ მიიღო მოსახლეობამ...

„საქართველოს ბანკი“- ახლო მომავალში ლარი იმ ნიშნულს დაუბრუნდება, რომელიც მის გაცვლით კურსს რეალურად ასახავს“

„საქართველოს ბანკი“- ახლო მომავალში ლარი იმ  ნიშნულს დაუბრუნდება, რომელიც  მის გაცვლით კურსს რეალურად ასახავს“
access_time2019-11-19 18:35:56
„საქართველოს ეკონომიკა ბოლო მონაცემებითაც აჩვენებს ისეთ შედეგებს, რომელიც მყარ საფუძველს იძლევა, იმისთვის რომ ლარი ახლო მომავალში დაუბრუნდება ნიშნულს, რომელიც რეალურად ასახავს მის გაცვლით კურსს“--ამის შესახებ „კომერსანტს“  „ საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე სულხან გვალიამ განუცხადა.  მისივე განმარტებით,  ყველა კვლევაც ასე აჩვენებს, ლარის კურსი დაახლოებით 10%-ით მეტადაა გაუფასურებული. „აქვე, ერთმნიშვნელოვნად უნდა...

„ნამახვანი ჰესის მშენებლობა წყალტუბოს განვითარების გეგმას ჩააგდებს“

„ნამახვანი ჰესის მშენებლობა წყალტუბოს განვითარების გეგმას ჩააგდებს“
access_time2019-11-19 18:00:17
„როდესაც ქვეყანაში ისეთი პროექტების მშენებლობა გრძელდება, რომელიც გარემოს აზარალებს, ჩნდება ეჭვი, რომ მსგავსი დიდი პროექტების მეშვეობით ქვეყანაში ფული თეთრდება“- ამის შესახებ „კომერსატს“ არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე ალტერნატივის” ბიომრავალფეროვნების კოორდინატორმა ირაკლი მაჭარაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, წყალტუბოს განვითარებაც შეიძლება ასეთ საკითხად მივიჩნიოთ თუ წინასწარ არ იქნა მისი დადებითი და უარყოფითი შედეგები...

ბრონქიტი -როგორ ავიცილოთ თავიდან გართულებები?

ბრონქიტი -როგორ ავიცილოთ თავიდან გართულებები?
access_time2019-11-19 14:30:24
ბრონქების ლორწოვანი გარსის ანთებას ბრონქიტი ეწოდება, რომელის ყველაზე ხშირი მიზეზიც ვირუსული ინფექციაა. კორონავირუსებს, რომლებიც ამ დაავადებას იწვევენ,ბევრი საერთო აქვთ გრიპისა და ატოპიური პნევმონიის გამომწვევ ვირუსთან. ერთი შეხედვით გარეგნულად სრულიად უწყინარი , თუმცა უკიდურესად სახიფათო არიან. გერმანელი სპეციალისტების გამოთვლით , ზამთრის სეზონზე მხოლოდ გერმანიაში გაციებისა და მისი გართულების შედეგად 12 ათასი ადამიანი იღუპება! ბრონქიტი ნამდვილად ეპიდემიად იქცა, რამდენადაც...


მსგავსი სიახლეები

up