ოქტომბერში საწვავზე ფასის კლების ტენდენცია შენარჩუნდება - ირაკლი ლექვინაძე

ოქტომბერში საწვავზე ფასის კლების ტენდენცია შენარჩუნდება - ირაკლი ლექვინაძე

access_time2022-10-20 16:00:49

„აგვისტოდან ბაზარზე კლების პროცესი შეინიშნება, კომპანიებიც ცდილობენ, რომ საწვავი იაფი წყაროებიდან შემოიტანონ, რადგან  მოქალაქეების მთავარი მოთხოვნა სწორედ იაფი საწვავია“ -  ამის შესახებ, რადიო „კომერსანტის“ ეთერში, „კომერსანტის დილა“  კონკურენციის სააგანეტოს ხელმძღვანელმა ირაკლი  ლექვინაძემ ისაუბრა.


მისი თქმით, აგვისტოში ყველა ტიპის საწვავზე 40-50 თეთრიანი კლება იყო. ტენდენცია სექტემბერშიც გაგრძელდა და 30-40 თეთრიანი კლება შეინიშნებოდა. ირაკლი ლექვინაძის განმარტებით, ფასების კლებით ოქტომბერიც გამორჩეულია და ყველა  ტიპის საწვავზე  5-7 თეთრიანი კლება გაქვს.

 

„ეს გვაფიქრებინებს იმას, რომ გავლენის ფაქტორები არის შემდეგი, ერთი, რომ საერთაშორისო ბირჟებზეც ნავთობის ფასიც  მეტნაკლებად სტაბილურია და 85-93 დოლარის არეალში მერყეობს. მაგალითად ბრენდის ტიპის ნავთობი და ადგილობრივი კურსი  აჩვენებს მნიშვნელოვან სტაბილურობას, ანუ  2,85 – 2,75-ს, რაც საქართველოში ფასების კლების ტენდენციას განაპირობებს.

 

თუმცა მე მინდა ავღნიშნო ისიც, რომ მას შემდეგ რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეკომენდაცია ბაზარზე ვითარების გარკვევასთან დაკავშირებით და  ის, რომ მოკვლევა დავიწყეთ, გახდა იმის საფუძველი, რომ მსხვილ კომპანიებს შორის კონკურენციის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა.


 

ამას ჩვენ ვაკვირდებით შემდეგნაირად, მაგალითად თუ აგვისტომდე ერთი და იგივე ტიპის საწვავზე იყო სხვადასხვა მსხვილ კომპანიებს უმნიშვნელო ფასთა  შორის  სხვაობები, დღეს ეს  სოლიდური ფასთა შორის  სხვაობებია.  ჩვენ დღეს  ფართო  არეალს  ვხედავთ. კონკრეტული ტიპის საწვავზე ფასები შესაძლოა 30 თეთრითაც კი განსხვავდებოდეს. აგვისტომდე, მცირე და მსხვილ კომპანიებს შორის იყო მნიშვნელოვანი სხვაობა ერთი და იგივე ტიპის საწვავზე. დღეს ეს სხვაობა შემცირებულია  და მინიმუმამდეა დაყვანილი, რაც ნიშნავს იმას, რომ დღეს კონკურენცია უფრო აქტიურია ვიდრე ამ პერიოდამდე იყო. თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ  მოკვლევის პროცესს 2022 წლის 7 თვიან პერიოდთან მიმართებაში, თუ  რა  მოხდა მაშინ და რამდენად  იყო  ეს კონკურენციის კანონმდებლობასთან თავსებადი და მიმდინარე რეჟიმშიც. აქტიურად ვაკვირდებით პროცესებს, თუ რამდენად ხდება საცალო ბაზარზე გაიაფებული იმპორტის ასახვა“, - აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.

 

კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი ვარაუდობს, რომ გარე ბაზრებზე ფასების და კურსის სტაბილურობა გაგრძელდება და  ოქტომბერი კლების თვალსაზრისით იქნება გამორჩეული.

 

ლექვინაძემ ასევე აღნიშნა, რომ 2022 წელს ბევრი  ფაქტორიდან გამომდინარე რუსეთი ყველაზე იაფი საწვავის წყაროა და  შესაბამისად, იმპორტში მისი წილი 40%-ია. თუმცა ლექვინაძის  თქმით, ეს  შეიძლება ნებისმიერ  დროს  შეიცვალოს.

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up