“გაზპრომთან კონტრაქტის გაუმჯობესება შეუძლებელია“ - ექსპერტები ეკონომიკის მინისტრს არ ეთანხმებიან

“გაზპრომთან კონტრაქტის გაუმჯობესება შეუძლებელია“ - ექსპერტები ეკონომიკის მინისტრს არ ეთანხმებიან

access_time2019-01-23 11:00:54

უკვე 21 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც გაზპრომთან“  2017 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა. საქართველოს მოსახლეობისთვის ამ დრომდე უცნობია, რა ეწერა 2017 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებაში. სავარაუდოდ, ინფორმაცია არც ახალი დოკუმენტის შესახებ გვექნება, რომელსაც, როგორც ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ამბობს, უახლოეს დღეებში მოეწერება ხელი. ქობულია განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობა გაზპრომთან“  კონტრაქტის გაუმჯობესებაზე მუშაობს.


„კომერსანტი“ დაინტერესდა, არის თუ არა შესაძლებელი ამ გასაიდუმლოებული ხელშეკრულების გაუმჯობესება.

 

„ახალი ეკონომიკური სკოლის“ ვიცე-პრეზიდენტი გია ჯანდიერი ამბობს, რომ 2017 წლამდე არსებული ხელშეკრულების უკან დაბრუნდება შეუძლებელია მისი თქმით, რუსეთი იმ შეთანხმებაზე აღარ გამოგვყვება. ეკონომიკის ექსპერტი „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ  სასწრაფოდ უნდა გამჟღავნდეს, რა მოლაპარაკებები მიმდინარეობს და რა წინადადება აქვს რუსულ მხარეს.

 

„მე ვერ წარმომიდგენია რუსეთის მსგავს მონსტრთან ფარული მოლაპარაკებები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროცესები გამჭვირვალე იყოს. ჩვენ რომ რომელიმე კომერციულ სტრუქტურასთან ვდებდეთ ხელშეკრულებას ერთია, მაგრამ, როდესაც ნახევრად პოლიტიკური  შეთანხმებაა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დამალული არაფერი დარჩეს. წამგებიანი შეთანხმება მომავალში გაგვირთულებს გადაწყვეტილების მიღებას. საქმე ისაა, რომ, თუ ერთ მომენტში ჩვენი მხრიდან ვერ მოხერხდება ნაღდი ფულით რაიმეს გასწორება, მაშინ რუსეთს პრაქტიკულად ხელში ჩაუვარდება ჩვენზე გავლენის მოხდენის ინსტრუმენტი,“ - აცხადებს გია ჯანდიერი.

 


გია ჯანდიერი რუსეთს არასაიმედო პარტნიორად მიიჩნევს და არგუმენტებიც მოჰყავს.

 

„რუსეთი რომ შეთანხმებებს ასრულებდეს, მათთან პრეტენზია არავის ექნებოდა. მაგრამ მათ ხელშეკრულებები უნდათ იმისთვის, რომ დაარღვიონ და გვაწვალონ. ამიტომ ნებისმიერი შეთანხმება მათთან არის წყლის ნაყვა. ეს რომ იყოს კომერციული სტრუქტურა, არანაირი პრობლემა არ იქნება. ამიტომ ვფიქრობ, რომ 2017 წლამდე არსებული ხელშეკრულება სჯობდა არსებულს. იმ ხელშეკრულებას არანაირი განხილვა არ სჭირდებოდა. ახლა კი ჩვენ ახალი ხელშეკრულების დაცვა მოგვიწევს. იმათ რა უნდათ - ერთია, მაგრამ ჩვენ რა გვინდა - მეორე. ჩვენ გვინდა, რომ გვქონდეს გარანტიები, რათა არ გავხდეთ დამოკიდებული ერთ მომწოდებელზე,“ - განმარტავს გია ჯანდიერი.

 

ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი  დავით მირცხულავა „კომერსანტთან“ საუბარში განმარტავს, რომ 2017 წელს „გაზპრომთან“ კონტრაქტის პირობების შეცვლა და ნატურით (გაზით) ანაზღაურებიდან თანხის გადახდაზე გადასვლა, საქართველოსთან მომგებიანი ნაბიჯი არ იყო. დავით მირცხულავამ ყურადღება ეკონომიკის მინისტრის განცხადებაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ გაზპრომთან  კონტრაქტის გაუმჯობესება შეუძლებელია.

 

„ჩემი აზრით, 2017 წელს მიღებული ცვლილების შემდეგ, წარმოუდგენელია რუსეთი რაიმე სახის დათმობაზე წამოვიდეს, წინა კონტრაქტი რაიმე სახით გააუმჯობესოს. მიმაჩნია, საქართველოსთვის გაცილებით მომგებიანი იყო 2017 წლამდე არსებული კონტრაქტი, რომლის თანახმადაც სატრანზიტო მომსახურებისთვის საფასურს ნატურით ვიღებდით,“ - აცხადებს დავით მირცხულავა.



ბაჩო ადამია

 






სოციალური ბარათის პინ კოდის მოქმედების ვადა 15 აპრილამდე გაგრძელდა

სოციალური ბარათის პინ კოდის მოქმედების ვადა 15 აპრილამდე გაგრძელდა
access_time2021-01-15 16:00:05
დღეიდან, ლიბერთის და საქართველოს მთავრობის ერთობლივი გადაწყვეტილებით, სოციალური ტიპის ბარათებს, რომელთა  ,,პინ კოდის” მოქმედების ვადა უკვე დასრულდა ან დასრულდება 31 მარტის ჩათვლით, პინ კოდის მოქმედების ვადა ავტომატურად  2021 წლის 15 აპრილამდე გაუგრძელდებათ.   „ჩვენ გავითვალისწინეთ როგორც ქვეყანაში მიმდინარე კოვიდსიტუაცია, ასევე ჩვენი მომხმარებლის საჭიროებები და ამ გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ გავამარტივეთ პროცედურა, შევამცირეთ მომხმარებლის სახლიდან გამოსვლისა და...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისთვის შემოსავლების სამსახურში მიმდინარე რეფორმების შესახებ ონლაინ შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისთვის შემოსავლების სამსახურში მიმდინარე რეფორმების შესახებ ონლაინ შეხვედრა გაიმართა
access_time2021-01-15 14:50:43
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, მამუკა ბარათაშვილმა საგადასახადო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები გააცნო.     შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორი ძირითადი საკითხი, კერძოდ  დაქირავებულ პირთა შესახებ ახალი ელექტრონული რეესტრი, რეესტრში ინფორმაციის ასახვის წესი და დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის პროგრამა.  ასევე საუბარი შეეხო ზოგადად...

გვჭირდება პასუხი 1-ლი თებერვლიდან სასტუმროები იხსნება თუ არა, ჯავშნები მივიღოთ თუ არ მივიღოთ - ალავერდაშვილი

გვჭირდება პასუხი 1-ლი თებერვლიდან სასტუმროები იხსნება თუ არა, ჯავშნები მივიღოთ თუ არ მივიღოთ - ალავერდაშვილი
access_time2021-01-15 15:00:56
„ის თემა, რომ 1-ელი თებერვლიდან ცა გაიხსნება, ჩვეულებრივი ტყუილი მგონია და არ მჯერა - ტურიზმი ვერ გადავარჩინეთ და ახლა მთავარი თემაა აღვადგინოთ ტურიზმი, - ამის შესახებ „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ტურიზმის სექტორს ქვეყანაში 2 კვირის განმავლობაში, მინიმუმ 10 მილიონ დოლარზე მეტის შემოტანა შეუძლია.     „ტურიზმის სექტორში ხდება აბსოლუტური გაუგებრობა. მივხვდით, რომ ჩვენი სექტორი საერთოდ აღარ...

ქართული ვაშლის ექსპორტის ზრდას შეფუთვის პრობლემა აფერხებს

ქართული ვაშლის ექსპორტის ზრდას შეფუთვის პრობლემა აფერხებს
access_time2021-01-15 16:00:22
ერთ ჯგუფში შემავალმა ვაშლის მწარმოებლებმა Tiriphoni Gardens, Kvarkhiti Agro და AgroGori-მ 2020 წელს, კარგი მოსავლის მიუხედავად, თავიანთი პროდუქციის ექსპორტი ვერ დაიწყეს - ამის მიზეზი შესაბამისი შეფუთვის არარსებობა გახდა. თუმცა, ეს არაა ერთადერთი პრობლემა, რომელიც ჯგუფის წინაშე 2020 წელს იდგა. საიტი EastFruit ჯგუფის დირექტორს ზურაბ გოჯიაშვილს გაესაუბრა.   - როგორი იყო ამ სეზონში მოსავალი თქვენს...

ადამიანები აღარ იყენებენ ნაღდ ფულს, არ დადიან სტუმრად და არ იხდიან დაბადების დღეებს - როგორ შეიცვალა ცხოვრების სტილი პანდემიის პერიოდში

ადამიანები აღარ იყენებენ ნაღდ ფულს, არ დადიან სტუმრად და არ იხდიან დაბადების დღეებს - როგორ შეიცვალა ცხოვრების სტილი პანდემიის პერიოდში
access_time2021-01-15 17:00:47
ადამიანები აღარ იყენებენ ნაღდ ფულს, არ დადიან სტუმრად და არ იხდიან დაბადების დღეებს, - პანდემიამ ადამიანების ქცევებზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. COVID-ის გავლენა თბილისელების ქცევასა და ცხოვრების სტილზე მარკეტინგულმა კომპანია...


მსგავსი სიახლეები

up