„ვერ ვხედავ პერსპექტივას, რომ მოკლე დროში, რუსეთის ბაზრიდან ვინმე სხვა ბაზრებზე გადაეწყოს“ -  გიორგი სამანიშვილი

„ვერ ვხედავ პერსპექტივას, რომ მოკლე დროში, რუსეთის ბაზრიდან ვინმე სხვა ბაზრებზე გადაეწყოს“ - გიორგი სამანიშვილი

access_time2022-12-07 15:05:01

„ვერ ვხედავ პერსპექტივას, რომ მოკლე დროში, რუსეთის ბაზრიდან ვინმე სხვა ბაზრებზე გადაეწყოს. ჩვენ სხვა ბაზრები, განსაკუთრებით კი აშშ-ის ბაზარი უნდა განვავითაროთ“, - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დილა“ ღვინის ექსპერტმა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი სამანიშვილმა ისაუბრა.

 

 

 

მისი თქმით, აშშ- ის ბაზარზე ქართული ღვინის გაყიდვები ყოველწლიურად იზრდება, თუმცა საქართველოს დღეს არსებულზე გაცილებით დიდი პოტენციალი აქვს.

 

 

 

„ექსპორტის განვითარებას წლები სჭირდება, ასევე კონკრეტული გეგმაა საჭირო იმაზე, თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ საექსპორტო ბაზრებზე მომავალი ათი წელი. აშშ ქართული ღვინისთვის საკმაოდ დიდი და მზარდი ბაზარია, ასევე  ევროპის ბაზარიც ძალიან კარგად ვითარდება, თუმცა დარგის გულშემატკივრებს გაცილებით უფრო მეტი გვინდა. საქართველოსთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი აზიის მიმართულებაა, იაპონია და  სამხრეთ კორეა ძალიან საინტერესო ბაზრებია და ასევე ჩინეთიც ძალიან დიდი ბაზარია, რომელიც უნდა შევინარჩუნოთ.

 

 

 

ბოლო მოვლენებმა ჩვენ ღვინოზე რუსეთში მოთხოვნა გაზარდა, სამწუხაროდ, ჩვენ ცდუნებას ვერ გავუძელით, მარტივი გზა ავირჩიეთ და მათ ღვინოს ვაწვდით, სამწუხაროდ, ეს ღვინო არც ისე კარგი ხარისხისაა და საბოლოო ჯამში მეღვინეობის ხარისხს  ცუდად ემჩნევა“, - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

 

 

 


სამანიშვილი ამბობს, რომ საექსპორტო ბაზრებზე არც ერთი ქვეყნის წილი არ უნდა იყოს მთლიანი ექსპორტის 30% ზე მეტი, მისივე თქმით, თუ საქართველომ მოახერხა და რუსეთის ბაზრის წილი 50% -ს ჩამოსცდა და სხვა ქვეყნებზე გადავიდა, ჩაითვლება, რომ პროცესი გავლილია.

 

 

 

„ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, უნდა ავირჩიოთ რთული, მაგრამ ხარისხიანი გზა, რადგან სხვა შემთხვევაში ქართული მეღვინეობა ვერ გადარჩება, რადგან დღეს მოთხოვნა ისეთი ხარისხის ღვინოზე, როგორიც 50-70 წლის წინ გვქონდა, აღარ არსებობს.

 

 

 

რაც შეეხება ევროპის ბაზრებს, საბედნიეროდ, ჩვენი მეღვინეები კარგად იცნობენ დღეს დასავლეთში არსებულ  მოთხოვნებს, მაგრამ ჩვენ ჯერ  არ ვართ  მოწოდების იმ სიმაღლეზე, რომ ამ  ბაზრებზე თამამად  დავდგეთ და  თამამად  გავიტანოთ  ჩვენი ღვინო,  გვყავს  ძალიან ბევრი  დამწყები კომპანია,  დამწყები  მეღვინე, რომელიც  დაბალ  ფასებში მუშაობს  და დრო  და მიხმარება სჭირდება, რომ საშუალო  ზომის  ღვინის მარნები უფრო და უფრო მეტად განვითარდეს“, - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

 

 

 

როგორც  სამანიშვილი ამბობს, ყველა კვლევა აჩვენებს, რომ ქართული ღვინის სეგმენტი არის საშუალოზე და საშუალოზე ოდნავ მაღალი საფასო სეგმენტი და გამორჩეული ღვინოები. სამანიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს სექტორის განვითარებისთვის  ჯერ  კიდევ  ბევრი მიმართულებით აქვს სამუშაო, პირველ რიგში ეს განათლებას და კვლევას ეხება.

 

 

 

„პირველი უნდა დავიწყოთ განათლებით და კვლევა  ძიებით, ჩვენ ფაქტობრივად არ  გვაქვს  კარგი სასწავლებლები და კვლევითი ცენტრები, სადაც შეიძლება, რომ  ჯიშების  დაყენებაზე კვლევები გაკეთდეს, ამის  გარეშე შეუძლებელია და არ  არსებობს  მსოფლიოში  მეღვინეობის  განვითარების  არც ერთ მაგალითი, რომელსაც სასწავლო კვლევითი ცენტრი არ აქვს.

 

 

 

ასევე კონტროლი და კანონმდებლობა  ალბათ  უფრო  გასამარტივებელი და და დღევანდელ მდგომარეობაზეა მოსარგები ,  იმიტომ რომ ჩვენი  კანონმდებლობა,  გვინდა თუ  არა,  არის  ძველი კანონმდებლობის  გაგრძელება, რომლის ხედვა მაინც დიდი კომპანიებია და კონტროლის სისტემაც დიდ კომპანიებზეა გადაწყობილი, რაც ხელს უშლის მცირე მწარმოებლებს“, - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

 

 

 

 

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up