,,მე ვარ სასამართლოს ლიდერი“    - ეს ფრაზა ქართული მართლმსაჯულების თანამედროვე კლასიკოსს, ლევან მურუსიძეს ეკუთვნის

,,მე ვარ სასამართლოს ლიდერი“ - ეს ფრაზა ქართული მართლმსაჯულების თანამედროვე კლასიკოსს, ლევან მურუსიძეს ეკუთვნის

access_time2019-01-11 19:00:54


ადვოკატი კახა კოჟორიძე სოციალურ ქსელში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას ეხმიანება: 

,,მე ვარ სასამართლოს ლიდერი“


- ეს ცნობილი ფრაზა ქართული მართლმსაჯულების თანამედროვე კლასიკოსს, ბატონ ლევან მურუსიძეს ეკუთვნის.



არადა მოსამართლეს უნდა ჰყავდეს ორი ლიდერი: კვალიფიკაცია და კეთილსინდისიერება. მესამე სიტყვა, და მით უმეტეს რომელიმე გვარი, მურუსიძე იქნება ეს თუ კოჟორიძე, აქ არის ზედმეტი. თითოეული მოსამართლე, ინსტანციის მიუხედავად, არის თავისი თავის ლიდერი. მას სხვა ლიდერი არ სჭირდება. თუ მოსამართლე საკუთარ დამოუკიდებლობას თუ თავისუფლებას რომელიმე სხვა მოსამართლეს ან თანამდბობის პირს უკავშირებს, მაშინ მას არ აქვს გააზრებული საკუთარი თანამდებობის არსი, ის არც თავისუფალია და არ დამუკიდებელი და, შესაბამისად, ვერც სხვის თავისუფლებას დაიცავს!


ბატონი მურუსიძე კი თავის თავს აცხადებს ლიდერად. ის მაინც თქვას რჩეული ვარ თანასწორთა შორისო. მაგრამ არა, მას ლიდერობა სურს. ჟურნალისტის კითხვაზე თუ რატომ ხარ ლიდერიო, შეიძლება მართლაც სრული გულწრფელობით უპახა: ყველა მოსამართლეს ვიცნობ, მათ პრობლემებს ვიცნობა, მათ შვილებს ვიცნობ, ოჯახებში მისვლა-მოსვლა გვაქვს და მაგიტომო. გადაუთარგმნეთ მხოლოდ ეს ინტერვიუ ბრიტანეთის, გერმანიის, კანადის, ამერიკის მოსამართლეებს და ორიდან ერთი აუცილებლად მოხდება: ან ვერ გაიგებენ რაზე საუბრობს ეს კაცი ან გაიგებენ და მწუხარებას გამოგვიცხადებენ.


პატივცემული ლიდერი წინა ხელისუფლების დროინდელ უსამართლობას შეებრძოლა დღეს, 7 წლის შემდეგ; დღევანდელს გააკრიტიკებს შეცვლიდან 6 წლის შემდეგ, ხოლო ოცნების შემცვლელს მაშინ, როცა ის სხვა პოლიტიკური პარტიით შეიცვლება. მას ასე ესმის ლიდერობა და სამართლიანობა. და უფასდება კიდეც - ხალხი, რომელიც მურუსიძის სამართალში უკვე 14 წელია რაც ძალიან მაღალ ხელფასს უხდის, ყველაფერს მოიკლებს, შვილებსაც მშიერს დაიტოვებს და კიდევ 22 წლის განმავლობაში გადაუხდის ძალიან მაღალ ხელფასს, ხოლო შემდეგ კი ძალიან მაღალ პენსიას. ცხადია, არც მათ დავუვიწყებთ ღვაწლს, რომლებმაც მურუსიძე უვადოდ დანიშნეს და საკუთარი თავიც უვადოდ დაინიშენს, ისინიც ანალოგიურ სამუდამო პატივში გვეყოლებიან.


ასე ვაფასებთ ლიდერებს, ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები...






"საპენსიო რეფორმას არ აქვს თეორიული შანსი, რომ არ დაასრულოს სრული კატასტროფით“

access_time2019-01-21 19:30:29
"საპენსიო რეფორმას არ აქვს თეორიული შანსი, რომ არ დაასრულოს სრული კატასტროფით, ყველა შემთხვევაში, რაც არ უნდა მოხდეს, საპენსიო რეფორმა ამ ქვეყნისთვის, ანუ ადამიანებისთვის დამაზიანებელი იქნება," — წერს სიციალურ ქსელში  "გირჩის" წევრი ნიკა ობოლაძე და იქვე მიზეზებს განმარტავს: არსებობს 2 ვარიანტი: ა) საპენსიო რეფორმა შემდეგი ათწლეულები უპრობლემოდ მუშაობს შემოთავაზებული სქემით ბ) არსებული...

სამრეწველო ჯოჯოხეთი - საიტი Wired Tesla-ში მუშაობის არაადამიანურ პირობებზე წერს

სამრეწველო ჯოჯოხეთი - საიტი Wired Tesla-ში მუშაობის არაადამიანურ პირობებზე წერს
access_time2019-01-21 20:30:29
2016 წლის მარტში, ილონ მასკი ლოს-ანჯელესის გარეუბანში Tesla-ს ერთ-ერთ სალონში მივიდა. ეს იყო იმ დღეს, როდესაც კომპანიამ დაიწყო შეკვეთების მიღება ახალ მოდელზე - Model 3-ზე, რომელიც უნდა გამხდარიყო ბრენდის პირველი ნაბიჯი მასობრივი მოხმარების სეგმენტში. ტოპ მენეჯერები მარჩიელობდნენ შეკვეთების შესაძლო რაოდენობაზე და ელოდნენ დაახლოებით 50 000-ს, რაც იქნებოდა რეკორდი ელექტრომობილების ინდუსტრიისთვის. თუმცა, რეალობამ გადააჭარბა...

კახა ბექაური : „ოპერატორებს არ მივცემთ უფლებას, რომ საკუთარი ძალაუფლება მომხმარებლებზე ბოროტად გამოიყენონ“

კახა ბექაური : „ოპერატორებს არ მივცემთ უფლებას, რომ საკუთარი ძალაუფლება მომხმარებლებზე ბოროტად გამოიყენონ“
access_time2019-01-21 17:10:48
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური ორი კომპანიის მიერ ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას აფასებს და ამბობს, რომ კომისიას ყველა კანონიერი ბერკეტი გააჩნია, იმისთვის, რომ კომპანიების მხრიდან განხორციელებული არაკანონზომიერი ქმედებები აღკვეთოს. კახა ბექაური იმედს იტოვებს, რომ კომისიის განცხადების შემდეგ კომპანიები წინდახედულობას გამოიჩენენ და კომისიასთან საკითხის გავლის გარეშე გადაწყვეტილებას არ მიიღებენ....

პანორამა თბილისის შენობაში კერძო პირებმა ფართების გაყიდვა-გაქირავება დაიწყეს

პანორამა თბილისის შენობაში კერძო პირებმა ფართების გაყიდვა-გაქირავება დაიწყეს
access_time2019-01-21 16:00:10
პანორამა თბილისის ფარგლებში თაინვესტირების ფონდი „ცეკავშირის“ ყოფილ შენობაში მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას 2019 წლის ბოლოს დაასრულებს. როგორც „კომერსანტს“ „თანაინვესტირების ფონდში“ განუცხადეს, ამ ეტაპზე კომპანიის მიერ ფართების გაქირავება-გაყიდვის პროცესი დაწყებული არ არის. რაც შეეხება შენობის ქვედა სართულზე რამდენიმე ფართის გაყიდვა-გაქირავებას, როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამ ფართების მფლობელები კერძო პირები არიან, ვინც ჯერ კიდევ „თანაინვესტირების ფონდის“ მიერ შენობის შეძენამდე...

,,ბლაუენშტაინ საქართველო“ რაჭაში ფერმერების დახმარების ახალ პროექტს იწყებს

,,ბლაუენშტაინ საქართველო“ რაჭაში ფერმერების დახმარების  ახალ პროექტს იწყებს
access_time2019-01-21 18:15:28
,,ბლაუენშტაინ საქართველო“ რაჭაში ფერმერების დახმარების ახალ პროექტს იწყებს. ამის შესახებ „კომერსანტს“კომპანიის დირექტორმა, თათია არაბიძემ განუცხადა. მისი განმარტებით, ,,ბლაუენშტაინ საქართველოში“ პარტნიორ ფერმერთა პროექტი გაზაფხულიდან განახლებული პირობებით გაგრძელდება და მასში ფერმერის თანამონაწილეობაც იგულისხმება. პროექტი გულისხმობს არსებული საქონლის ჯიშის გაუმჯობესებას და მასში ფერმერი დაახლოებით, 50%-იანი თანამონაწილეობით შევა,...


მსგავსი სიახლეები

up