მე თუ მკითხავთ, მომხრე ვარ, რომ პარკირების ნაწილი გავიდეს აუთსორსზე და კერძო სექტორმა მართოს - ვიქტორ წილოსანი

მე თუ მკითხავთ, მომხრე ვარ, რომ პარკირების ნაწილი გავიდეს აუთსორსზე და კერძო სექტორმა მართოს - ვიქტორ წილოსანი

access_time2022-12-01 16:20:30

„მე თუ მკითხავთ, მომხრე ვარ, რომ პარკირების ნაწილი გავიდეს აუთსორსზე და კერძო სექტორმა მართოს,“ - ამის შესახებ თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა ვიქტორ წილოსანმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.


„ჩვენი მიზანია მობილობა დავაჩქაროთ და მობილობის დროს მაქსიმალურად თანაბარი საშუალება მივცეთ საგზაო მოძრაობის ყველა მონაწილეს. რაც შეეხება პარკირების ნაწილს, პარკირება არის ავტომობილებისა და მობილობის მართვის ერთ-ერთი მექანიზმი. მუნიციპალიტეტს უნდა ჰქონდეს იმდენი საპარკინგე ადგილი და იმ კონკრეტულ ლოკაციებზე, რამდენის გამტარუნარიანობაც გააჩნია იმ კონკრეტულ კვანძს. შესაბამისად, რაღაც ადგილზე შეიძლება მოხდეს მუნიციპალური პარკირების გაუქმება, მაგრამ შეიძლება კერძო სექტორი შევიდეს იქ და ფასიანი პარკირება გაკეთდეს.


მე პირადად თუ მკითხავთ, მომხრე ვარ, რომ პარკირების ნაწილი გავიდეს აუთსორსზე. მეტიც, ზოგადად მომხრე ვარ, რომ როგორც მიკროავტობუსებია, ისე იყოს ავტობუსებიც აუთსორსზე და კერძო სექტორმა მართოს. შიგნით, გუნდში მიდის მოლაპარაკებები რომ ჩვენ გავიტანოთ პარკირების ნაწილი გარეთ (მოხდეს განკერძოება). უბრალოდ სწორი ფორმა არის მოსაძებნი, რადგან „სითი პარკის“ დროს, კომპანიის მიზანი იყო ჯარიმებით მიეღო შემოსავალი. ვფიქრობ ეს ძალიან ცუდი მოდელია. ახლა სწორედ ამ მოდელს ვამუშავებთ, რომ ჯარიმა არ იყოს კომპანიის მამოტივირებელი. ვმუშაობთ, რომ ეს პროცესი სხვა ბიზნეს მოდელზე იყოს აგებული და არა იმაზე რომ ვიღაცა დააჯარიმოს.



ახლა პროექტის დამუშავების ეტაპზე ვართ, ამის შემდეგ ხდება ეკონომიკური დასაბუთება და შემდეგ მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება, ამიტომ ჯერ ნაადრევია იმის თქმა, თუ როდის გამოვა გასაყიდად თბილისის პარკინგი,“- განაცხადა ვიქტორ წილოსანმა.


bpn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up