მე სულ სხვანაირი გეგმები მქონდა, მას სხვა ხედვები და ვერ შევთანხმდით - რატომ დაუთმო ვაკის აუზი პარტნიორმა დავით ქობულიას

მე სულ სხვანაირი გეგმები მქონდა, მას სხვა ხედვები და ვერ შევთანხმდით - რატომ დაუთმო ვაკის აუზი პარტნიორმა დავით ქობულიას

access_time2020-09-22 13:30:34

 „მე სულ სხვანაირი გეგმები მქონდა ვაკის აუზის განვითარებისთვის და მას  სხვა  ხედვები,  თანხვედრაში ვერ მოვედით.  მე ავირჩიე მეგობრობა და დავუთმე მას მთლიანი წილი,“  - ვაკის საცურაო აუზის ერთერთი ყოფილი თანამფლობელი გელა ობოლაშვილი აუზის ამჟამინდელ მფლობელთან დავით ქობულიასთან აუზთან დაკავშირებულ საერთო გეგმებზე საუბრობს.


როგორც ცნობილია, ვაკის საცურაო აუზის (ე.წ. ბენდუქიძის  აუზის) ამჟამინდელი მფლობელი  ბიზნესმენი დავით ქობულიაა, რომელიც  აუზისთვის პროფილის შენარჩუნებას გეგმავდა, თუმცა არსებობდა მოლოდინი, რომ ობიექტი ახალ მფლობელთან ერთად, გარკვეულ სახეცვლილებას მიიღებდა ინფრასტრუქტურული განვითარებისა და სიახლეების კუთხით. როგორც ჩანს, ჩანაფიქრში ასეც იყო გათვალისწინებული.


„მე და ჩემმა  პარტნიორმა თავის დროზე  ბენდუქიძის ნათესავებისგან  შევიძინეთ ვაკის საცურაო აუზი და  მერე  შევთანხმდით, რომ  უსასყიდლოდ მიმეცა წილი და გაეგრძელებინა მას მისი ბიზნესი.  თავშივე ორივეს  ხედვა იყო, რომ მთლიანად  რეაბილიტაცია გაგვეკეთებინა, სპა- სალონები და სრულიად  თანამედროვე სპა-ცენტრი, აუზების შეცვლა გვინდოდა. სულ სხვანაირი  პროექტირების  გეგმაც  გვქონდა , პარკირებების მოწყობა და ა.შ.  მაგრამ შემდეგ , როგორღაც  მოხდა აზრთა  სხვადასხვაობა..



მე დაწმუნებული ვარ რომ დავით ქობულია გეგმებს განახორციელებს რადგან თანამედროვე ხედვები აქვს, სავარუდოდ პანდემიამაც იქონია რაღაც გავლენა,“ - ამბობს გელა ობოლაშვილი.


როგორც ცნობილია, ობიექტის ყიდვას და პროფილის შენარჩუნებას ბიზნესმენი, უძრავი ქონების განვითარებისა და აქტივების მართვის კომპანია „შპს რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილიც გეგმავდა. ობიექტით დაინტერესბეული იყო „ლიდერბეთის“ მფლობელი აკაკი შუბითიძეც. თუმცა, დასახელებულ ბიზნესსუბიექტებს შორის ხელშეკრულება არ გაფორმებულა. მიზეზი, რის გამოც მაშინ  არ შედგა გარიგება, უცნობია.


მარიამ მორგოშია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up