„ ბანკის იდეა ისაა, რომ ბიზნესს ხელი შეუწყოს, საქართველოში კი ბანკი ბიზნესში კონკურენტს ხედავს“ - ბიზნესი არაპროფილური აქტივების ფლობაზე

„ ბანკის იდეა ისაა, რომ ბიზნესს ხელი შეუწყოს, საქართველოში კი ბანკი ბიზნესში კონკურენტს ხედავს“ - ბიზნესი არაპროფილური აქტივების ფლობაზე

access_time2018-12-04 10:00:00

ბანკების მიერ არაპროფილური ბიზნესის ფლობის საკითხი ჯერ 4 წლის წინ და შემდეგ რამდენიმე თვის წინ იმდენად უხეიროდ „დარეგულირდა, რომ ბაზარზე პრაქტიკულად არაფერი შეცვლილა.საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვითომ შეზღუდვა დაუწესა კომერციულ ბანკებს, მაგრამ ყველამ იცის, რომ რეალურად ამ კუთხით არაფერი შეცვლილა. შესაბამისად, პრობლემას სიმწვავე არ მოკლებია.



როგორც ცნობილია, ეროვნულმა ბანკმა საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებისთვის არაპროფილური საქმიანობის აკრძალვის გადაწყვეტილება 2014 წლის აგვისტოში მიიღო.მაშინ ბანკებს არაპროფილურ აქტივებზე უარის სათქმელად ვადა 2015 წლის 31 დეკემბრამდე მიეცათ. „კომერციული ბანკის რეგულირების შესახებ კანონი“ მიიღეს 2017 წლის ბოლოსაც, სადაც ასევე ბანკებს არაპროფილური აქტივების ფლობა აეკრძალათ.



დღეს „კომერსანტთან საუბრისას ბიზნესმენთა ნაწილი აცხადებს, რომ კომერციული ბანკების მიერ არაპროფილური ბიზნესში შესვლა ისევ ხდება და ამ მხრივ არაფერი შეცვლილა.



„საქართველოს მენაშენეთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი განმარტავს, რომ დღეს ეს საკითხი ისევ მწვავედ დგას და ბაზარზე პრაქტიკულად არაფერი შეცვლილა.„კომპანიები თვალთმაქცურად გადაჯგუფდნენ. გვეუბნებიან, რომ არ ერევინ ბანკები თავიანთი არაპროფილური ბიზნესების საქმიანობაში. ეს ვინ უნდა დაიჯეროს, როდესაც სამშენებლო ბიზნესზე ეს არ ასახულა და ბაზარზე არაფერი შეცვლილა. ბანკები რასაც აქამდე აკეთებდნენ, ახლაც იგივეს აკეთებენ“-აღნიშნავს როსტომაშვილი. 



მისი ინფორმაციით, არსებობს ძალიან ბევრი ქეისი, რომელიც ბანკების მხრიდან არაპროფილური აქტივების ფლობას და ბიზნესში ინტერესს ადასტურებს. კერძოდ, იყო შემთხვევა , როდესაც ერთ-ერთ კომპანიას უნდოდა მიწის ნაკვეთის შეძენა და იქ კონკრეტული პროექტის განხორციელება. მის მიერ დამუშავდა ბიზნეს-გეგმა ბანკმა დაიწუნა, თუმცა ცოტა ხანში როგორც გაირკვა, ამ კომპანიის ბიზნეს გეგმი, ფაქტობრივად, მოპარეს, ბანკმა თავად შეიძინა ეს ნაკვეთი და ზუსტად ის პროექტი განახორციელა.




როსტომაშვილი არ ასახელებს არც დაზარალებული კომპანიის სახელს და არც ბანკის იდენტიფიცირებას ახდენს. თუმცა, აღნიშნავს,რომ მსგავსი ქეისები ძალიან ბევრია.



„განწყობა ასეთი აქვს ბანკს-რაღა სხვამ იშოვოს, მოდი ამ ბიზნესს მე გავაკეთებ. ანუ, ყველა ბიზნესში თვითონ ჩაჯდა. მათ შორის, ტურიზმში, სამედიცინო სფეროში, სადაზღვევო სფეროში. საკალმახე მეურნეობები და კასრების წარმოებაც კი ჰქონდათ. ეს რას ნიშნავს იცით? ამ დროს ბანკი კლიენტს უყურებს როგორც კონკურენტს და თუ არ უმტრო, დახმარებითაც არ დაეხმარება. არადა ბანკის იდეა ისაა, რომ ბიზნესს ხელი შეუწყოს. საქართველოში კი ბანკი ბიზნესში კონკურენტს ხედავს,“-განმარტავს როსტომაშვილი.



კარდიოლოგიური კლინიკა „გულის“ დამფუძნებელი ანზორ მელია განმარტავს, რომ ქვეყანაში, სადაც ბანკებს არაპროფილური აქტივების ფლობა არ ეკრძალებათ, დამღუპველია. მისი შეფასებით, თუ საქართველოში ეკონომიკა არ განვითარდა, ქვეყანას წინსვლა არ უწერია. როგორც მელია აცხადებს, დღეს ხელისუფლებამ მედიცინა ბიზნესად აქცია.



„საყოველთაო დაზღვევის პროგრამა ამ მთავრობისთვის მართლაც წარმატებული პროექტია, თუმცა , მან გარკვეული ჩრდილოვანი მომენტები მაინც შემოიტანა. იხსნება უამრავი კლინიკა რომელსაც არ ჰყავთ წამყვანი ექიმები, ავადმყოფს კი სახელოვანი, ინტელიგენტი და პროფესიონალი ექიმი იზიდავს .ბანკების მიერ არაპროფილური ბიზნესის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია, „საქართველოს ბანკის“ კომპანია „ევექსი“ , რომელსაც უდიდესი შესაძლებლობები აქვს და გადასულია ექიმების ყიდვაზე. მათ შორის, ოფთალმოლოგები იყიდეს, კარდიოქირურგებიც. ამით „ევექსი“ ძირავს პატარა სახელოვან კლინიკებს. ეს კი ყოვლად დაუშვებელია. თუ სახელმწიფომ ამას არ მიხედა, სავალალო შედეგებამდე მივალთ. ის კლინიკები, რომლებიც ორიენტირებულები არიან ხარისხზე, რომლებსაც სურთ, რომ ავადმყოფს შეუწყონ ხელი გამოჯანმრთელებაში, ახლო მომავალში დაიშლებიან. მიზეზი კი ფინანსური რესურსის სიმცირეა. ბანკი „ევექსის“ გარდა სხვა კლინიკებს კონკურენტად თვლის და არ აფინანსებს. მე „საქართველოს ბანკს“ რესურსით ვერ შევეჯიბრები.“-აღნიშნავს მელია.


ბიზნესმენებს არაპროფილური აქტივების ფლობასთან დაკავშირებით პასუხობენ „საქართველოს ბანკში“.    „ბატონი ირაკლისა და ბატონი ანზორის განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან საქართველოს ბანკი არ ფლობს ისეთი სახის აქტივებს, რომლებიც კანონმდებლობის შესაბამისად არაპროფილურ აქტივებად შეიძლება იქნას მიჩნეული. 2018 წლის 29 მაისს დასრულდა ერთ-ერთი უმსხვილესი საბანკო და საინვესტიციო ჯგუფის „ბიჯეო ჯგუფის“ (BGEO Group PLC) გამიჯვნის პროცესი. 10 წლიანი წარმატებული საქმიანობის შემდეგ, „ბიჯეო ჯგუფი“ გაიყო ორ დამოუკიდებელ ჯგუფად. საქართველოს ბანკის ჯგუფი (Bank of Georgia Group PLC) საბანკო სფეროში განაგრძობს მოღვაწეობას, ხოლო საქართველოს კაპიტალი (Georgia Capital PLC) - საინვესტიციო მიმართულებით. თითოეული ჯგუფის აქციები ცალ-ცალკე განთავსდა ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტში და ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ივაჭრება. თითოეულ ჯგუფს დამოუკიდებელი დირექტორთა და სამეთვალყურეო საბჭოები მართავს.



შესაბამისად, საინვესტიციო კომპანია სს საქართველოს კაპიტალის (ან მისი ჰოლდინგური კომპანიის Georgia Capital PLC-ის) მიერ განხორციელებული ბიზნეს აქტივობები, მათ შორის ამა თუ იმ კომპანიაში ინვესტირება, არავითარ იურიდიულ და სტრუქტურულ კავშირში არ არის სს საქართველოს ბანკთან“-აღნიშნავენ „საქართველოს ბანკში“. 



ავტორი: სოფო ქსოვრელი 






ფონდი „ქართუს“ განცხადება - vali.ge-ს შეფერხება აქვს

ფონდი „ქართუს“ განცხადება - vali.ge-ს შეფერხება აქვს
access_time2018-12-10 20:00:36
ფონდი ქართუ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც კომესანტი უცვლელად გთვაზობთ:  ფონდი ქართუსა და მთავრობის მიერ დაანონსებული სოციალური სოლიდარობის აქტით, ე.წ. „შავ სიაში“ მყოფ 600 000-ზე მეტ საქართველოს მოქალაქეს ვალები ჩამოეწერება. ამ ინიციატივის განსახორციელებლად, დღეს, სპეციალური ვებ-ვერდი (vali.ge) ამოქმედდა, სადაც მოქალაქეები საკუთარი მონაცემების გადამოწმებას შეძლებენ. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული აქტის...

2018 წლის მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 48%-ით შემცირდა

2018 წლის მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 48%-ით შემცირდა
access_time2018-12-10 14:55:46
2018 წლის მესამე კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით სულ $322 მილიონი შემოვიდა, რაც 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 48%-ით ნაკლებია. საქსტატის განმარტებით, შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულების ფაზა, ასევე რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში და არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება. რაც...

ახალი წლის ღამეს მთის კურორტებზე სასტუმროს ფასები 260 დოლარიდან 607 დოლარამდე იქნება

ახალი წლის ღამეს მთის კურორტებზე სასტუმროს ფასები 260 დოლარიდან 607 დოლარამდე იქნება
access_time2018-12-10 17:00:00
საქართველოში მთის კურორტების მოქმედი პრემიუმ კლასის სასტუმროები მომხმარებელს საახალწლო პაკეტებს უკვე სთავაზობენ. საახალწლო ღამის გატარება, ტრადიციულად, ჩვეულებრივი დღეებისგან განსხვავდება, რადგან ამ პერიოდში საფასო პოლიტიკა შედარებით მაღალია და მომსახურება უფრო მრავალფეროვანი.   „კომერსანტი“ დაინტერესდა, რა ღირს ახალი წლის გატარება, საქართველოს მთის კურორტების...

მეპურეები პურის ფასის ზრდასთან დაკავშირებით მთავრობის ჩართულობას ითხოვენ

მეპურეები პურის ფასის ზრდასთან დაკავშირებით მთავრობის ჩართულობას ითხოვენ
access_time2018-12-10 16:00:00
სარეალიზაციო წერტილებში პურის ფასმა 5-10 თეთრით მოიმატა.გაძვირების მიზეზად პურპროდუქტების კომპანიის წარმომადგენლები ფქვილზე ფასის მატებას ასახელებენ. მეპურეთა ასოციაციის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე, პურის ფასის მატებას ეკონომიკურ საკითხებს უკავშირებს და ამბობს, რომ მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასის ზრდამ გააძვირა ფქვილი და შესაბამისად პური. „ფქვილის ფასის ზრდიდან გამომდინარე იძულებული ვიყავით გაგვეზარდა პურის...

ვებგვერდი www.vali.ge, სადაც 18:00 საათიდან მოქალაქეების ნაწილი უკვე შეძლებს, ე.წ. შავ სიაში საკუთარი თავი გადამოწმებას

 ვებგვერდი www.vali.ge, სადაც 18:00 საათიდან მოქალაქეების ნაწილი უკვე შეძლებს, ე.წ. შავ სიაში საკუთარი თავი გადამოწმებას
access_time2018-12-10 15:00:09
დღეს, 18:00 საათზე გაეშვება ვებგვერდი www.vali.ge სადაც მოქალაქეების ნაწილი უკვე შეძლებს, ე.წ. შავ სიაში საკუთარი თავი გადაამოწმოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს და ხვალ ვებსაიტზე აიტვირთება ბაზები, სადაც წარმოდგენილი იქნებიან „საქართველოს ბანკის „თი-ბი-სი ბანკის და „ლიბერთი ბანკის მომხმარებლები. „ეს...


მსგავსი სიახლეები

up