„იმედი მაქვს, რომ ეს პოლიტიკური საკენკია ბნელეთისთვის“ :  ჯაფარიძე ღარიბაშვილს პასუხობს

„იმედი მაქვს, რომ ეს პოლიტიკური საკენკია ბნელეთისთვის“ : ჯაფარიძე ღარიბაშვილს პასუხობს

access_time2019-09-05 12:10:17

„მე იმედს ვიტოვებ, რომ მისი ეს განცხადება და გამოხტომა ჩვენთან მიმართებაში არის უბრალოდ პოლიტიკური საკენკი, რომელიც მან დაუყარა ამ ქვეყანაში არსებულ ბნელეთს, „ასავალ-დასავალს“ , მის მკითხველებს და საპატრიარქოს რომელიც გაღიზიანებულია „ბიბლიური თავისუფლების“ შექმნის დღიდან და ცდილობს მის განადგურებას. იმედი მაქვს, რომ მეტი არაფერი ხდება  და ამის იქით არ წავა“ - ასე აფასებს „გირჩის“ დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე ირაკლი რარიბაშვილის მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებულ განცხადებას, იმასთან დაკავშირებით რომ „გირჩის“ საქმიანობა საფრთხეს უქმნის სახელმწიფოსა და ჯარის ძლიერებას.

 

არ მოვერიდები და ყოველგვარი პოლიტკორექტულობის გარეშე მინდა აღვნიშნო, რომ „გირჩის“, ამ ორგანიზაციის თუ სექტის საქმიანობა პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენი სახელმწიფოს და ჯარის ძლიერებას, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე პარტია „გირჩის“ საქმიანობის შესახებ განაცხადა.

 როგორც ღარიბაშვილმა საკუთარი პროგრამის წარდგენისას აღნიშნა, მისი უპირველესი საზრუნავი სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმის დასრულება იქნება.

 

„გირჩის“ საქმიანობაზე საუბრისას ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „ეს სახელმწიფოსთვის ძირგამომთხრელი საქმიანობაა“.



„გირჩის“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული საპასუხო სტატუსის შემდეგ, „კომერსანტთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურის არსებობა ისეთ ღარიბ ქვეყანაში როგორიც საქართველოა, ძვირი ფუფუნებაა და ამის აღოსაფხვრელად ორგანიზაცია ყველაფერს გააკეთებს.


„სავალდებულო სამხედრო სამსახური დიდი ხანია გასაუქმებელია, ესაა ჩვეულებრივი ლეგალიზებული მონობა და ასეთი სამსახურის არსებობა უბრალოდ ამორალურია. მაგრამ ამას თავი რომ დავანებოთ,  ეს არის ეკონომიკურად ძვირი და ჩვენნაირ ღარიბ ქვეყანას ამის ფუფუნება არ გავქვს, რომ ასეთი ძვირი სისტემა გვქონდეს. ამ ყველაფრის ახსნას ღაირიბაშვილისთვის არანაირი აზრი არ აქვს , არც ცოდნა და არც ინტელექტურალური შესაძლებლობები არ აძლევს იმის საშუალებას რომ ადამიანს რამე გააგებინო.


თუ მართლა ცდილობს ღარიბაშვილი, რაღაც ნაბიჯების გადადგმას რისი მცდელობაც ირაკლი სესიაშვილს ჰქონდა რამდენიმე თვის წინ, მაშინ პასუხი იქნება ჩვენი მხრიდან ძალიან მკაცრი - არ გაუვა, შანსი არ არის. არ მივცემთ უფლებას, რომ ახალდგაზრდები რომელთაც აქვთ საკუთრი ცხოვრება, ფიქრობენ ოჯახის აწყობაზე, კარიერაზე  მონებად წაასხას ან გაწეწოს და 2000 ლარი ახდევინოს უმაღლესებში ან ქვეყნიდან გააგდოს, იმიტომ, რომ უმრავლესობა ქვეყნიდან გარბის. ამისთვის გავაკეთებთ ყველაფერს!“  - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე


მარიამ მორგოშია




გერმანიის მიმართულებით ავიაბილეთები ძვირდება – ​Ryanair-მა მგზავრები უკვე გააფრთხილა

გერმანიის მიმართულებით ავიაბილეთები ძვირდება – ​Ryanair-მა მგზავრები უკვე გააფრთხილა
access_time2019-12-11 19:30:09
“ლოუკოსტერი” Ryanair-ი იმ მგზავრებს, რომელთაც 2020 წლის 1-ელი აპრილის შემდეგ გერმანიის აეროპორტებში ფრენებზე ქონდათ ავიაბილეთები შეძენილი საავიაციო გადასახადის ზრდის შესახებ აფრთხილებს. ავიაკომპანია ასეთ მგზავრებს განუმარტავს, რომ საავიაციო გადასახადის ზრდის გამო, შეძენილი ავიაბილეთის ღირებულებას თანხა დაამატონ, ან დაიბრუნონ ბილეთებში გადახდილი თანხა, ჯარიმის გარეშე.მგზავრებმა გადაწყვეტილება 18 დეკემბრამდე უნდა...

ბანკების მიმართ პრეტენზიები 129%-ით გაიზარდა - რას ედავება მომხმარებელი საფინანსო სექტორს

ბანკების მიმართ პრეტენზიები 129%-ით გაიზარდა - რას ედავება მომხმარებელი საფინანსო სექტორს
access_time2019-12-11 17:30:09
2019 წლის 10 თვეში კომერციულ ბანკებში მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობამ 11 101 შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან (4 842) შედარებით 129%-ით...

„ლაღიძის წყლების შენობაში 5 მილიონს არავინ გადაიხდის“

„ლაღიძის წყლების შენობაში  5 მილიონს არავინ გადაიხდის“
access_time2019-12-11 16:20:50
„ლაღიძის წყლების“ ისტორიულ ადგილზე - რუსთაველის 24-ში,  აღდგენის სურვილი საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გამოთქვა და   შესაბამისი დავალება თბილისის მერს, კახა კალაძეს მისცა. “ლაღიძის წყლების” ყოფილი შენობის გამოსყიდვა მერიას მიზანშეწონიდალად არ მიაჩნია. გამოსყიდვის ღირებულება 5 მილიონი ამერიკული დოლარია,“ -ასე ეხმაურება მერია ლაღიძის წყლების შენობის გამოსყიდვის ამბავს....

ანაკლიის პორტის აშენების ალტერნატივები არსებობს

ანაკლიის პორტის აშენების ალტერნატივები არსებობს
access_time2019-12-11 15:12:59
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული, სსიპ „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს“ ხელმძღვანელი დავით ჯავახაძე აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის აშენების ალტერნატივები არსებობს, თუმცა სახელმწიფო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” არსებულ ხელშეკრულებაზეა კონცენტრირებული. “ინტერპრესნიუსის” კითხვაზე, თუ სახელმწიფო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” ხელშეკრულებას შეწყვეტს, როგორ გეგმავს...

პრეცედენტული გადაწყვეტილება–ლისის ტბაში წყალი ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანს ეკუთვნის, სანაპირო/მიმდებარე ტერიტორია–მამუკა ხაზარაძის კომპანიებს

პრეცედენტული გადაწყვეტილება–ლისის ტბაში წყალი ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანს ეკუთვნის, სანაპირო/მიმდებარე ტერიტორია–მამუკა ხაზარაძის კომპანიებს
access_time2019-12-11 18:30:41
„საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება პრეცედენტული, ისტორიული და ჭეშმარიტად სამართლიანობის აღდგენის აქტია. საერთო სასამართლოების სისტემაში, წინამდებარე დავა პირველი შემთხვევაა და სასამართლოს განმარტებები მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ერთგვაროვანი პრაქტიკის დამკვიდრებას. კანონმა ლიცენზიის სახეობა გააუქმა, სახელმწიფომ კანონის მოთხოვნამდე წარმოშობილი სამართალ-ურთიერთობა არ ცნო, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით კი, დღეს უპირობოდ იქნა...


მსგავსი სიახლეები

up